"საქართველოსთან კარგი ვარჯიში გამოვიდა, 5 ფაზაზე მეტით ვერ შემოგვიტიეს" - უელსის ნაკრების ყოფილი მორაგბე

AutoSharing Option
უელსის ნაკრების ყოფილმა მორაგბემ, ლი ბრაინმა ადგილობრივ გამოცემა walesonline-თან საქართველოსთან გამართული თამაშის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"მეორე ტაიმის შესახებ ბევრი არაფერია სათქმელი. ქართველებს 5 ფაზაზე მეტითაც არ შემოუტევიათ. თუმცა, როცა შენ ფიჯისა და ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ თამაშობ, იცი, რომ ისინი 15-20 ფაზით შემოგიტევენ ხოლმე. მაგალითად, კარტ ბეილთის მსგავსი მოთამაშეებით ავსტრალია ყველა მხრიდან დაიწყებს შეტევას. ასე რომ, საქართველოსთან ჩატარებული მატჩით კმაყოფილი მხოლოდ შონ ედვარდსი დარჩა, უელსის ნაკრების დაცვის მწვრთნელი, რადგან ჩვენს ბიჭებს ქართველებთან მართლაც კარგი ვარჯიში გამოუვიდათ", - განაცხადა 39 წლის სპორტსმენმა.

287" target="_blank">alt2 ლელო 6-ის წინააღმდეგ - "ბორჯღალოსნები" უელსთან დამარცხდა [VIDEO]

altუელსელების მწვრთნელი: მეორე ტაიმში "გაზის პედალს" ფეხი ავუშვით

altბექა გორგაძე: ორი ლელოს გატანა კარგია - იმედია, მომავალში მეტს გავიტანთ

altმამუკა გორგოძე: ქართველი გულშემატკივარი არ არის ამ ანგარიშის ღირსი [VIDEO]

altმიხეილ ნარიაშვილი: მომდევნო შეხვედრებში შერკინებით და მოლით უნდა მივაღწიოთ წარმატებას

მკითხველის კომენტარები / 10 /
რა უნდა გვექნა სხვა ვერ ვხვდები რატომ უნდა მომხდარიყო სასწაული? მეორე ტაიმი გადასარევი იყო ჩვენი შესრულებით. სანამ ბობოლებთან ბევრ თამაშს არ გვაღირსებენ მანამდე სხვა შედეგს ვერ მივიღებთ
Irakli
16:33 24-09-2019
9
მაგარ სასწაულს ვიძახი მაგრამ ამათ ჯინაზე 3-ვე თამაში უნდა მოიგო ეხლა კაცმა და სადმე პლეიოფში გადაეყარო ისევ ამათ რო შეჭამო ძვლებიანათ რა! მაგრად მოვიწყინე აბუჩად გვიგდებენ იმიტო რომ ჩვენმა სიტყვამ გაუსწრო ჩვენს საქმეს :(
gavasha
14:45 24-09-2019
4

სიახლეები პოპულარული