რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოსა და უელსის ნაკრებების შეხვედრას გამოხმაურება მოჰყვა ბრიტანულ პრესაში და DAILY EXPRESS-მა მატჩის მიმდინარეობის ტექსტური ასახვის შემდეგ მოკლე დასკვნა გააკეთა:
"საქართველოს იმედი აქვს, რომ ამ მსოფლიო თასს 6 ერში მისაღებ გამოცდად გამოიყენებს, თუმცა მორკინალი შალვა მამუკაშვილისა და ლევან ჩილაჩავას, ლელოების გარდა, ქართველებმა ვერანაირი ნიშანი ვერ მოგვცეს, რომ 6 ერში სათამაშოდ მზად არიან."
საქართველოს ნაკრებმა 6 ერის გამარჯვებულ უელსის გუნდთან 29-ქულიანი მარცხი განიცადა - 14:43. ჩაგდებული პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" გამოცოცხლდნენ და მეორე ნახევარში მეტოქეს ორი ლელო დაუდეს.
287" target="_blank">2 ლელო 6-ის წინააღმდეგ - "ბორჯღალოსნები" უელსთან დამარცხდა [VIDEO]
მამუკა გორგოძე: ქართველი გულშემატკივარი არ არის ამ ანგარიშის ღირსი [VIDEO]
უელსელების მწვრთნელი: მეორე ტაიმში "გაზის პედალს" ფეხი ავუშვით
6 ერამდე ჯერ საკუთარ ჩემპიონატს მივხედოთ და დაანებოს პიარს თავი ფედერაციამ
ცოტა მიწაზე დაეშვით ბატონებო !!!!!
უყურე მაშინ ჩვენი მოსიარულე მკვდრების თამაშს, ჭ კლასის გუნდებთან გაჭირვებით რომ იგებენ და იყავი ბედნიერი, შეეშვი რაგბის ყურებას.
უკვე უმრავლესობა ვხედავთ რომ ასეა..
გავიგეთ რომ ცდილობთ, რომ გინდათ. ჩვენც გვინდა მაგრამ რატომაა რომ უკვე წლებია არაფერი იცვლება?
გადავუხადოთ ჰეიგს და მის ასისტენტებს მადლობა და დიდი პატივისცემით გავაცილოთ.
და ვიფიქროთ იმაზე თუ როგორც გავუმჯობესდეთ, რომ ვითამაშოთ თანამედროვე რაგბი.
ჩვენი ნაკრები "მძიმეა", სისხარტე აკლია. რავქნა ასეა..
არადა თუ არ გაიქეცი, არ გაასწრე როგორ გინდა ლელო დადო? სულ მეტოქის შეცდომებზე ხომ არ იქნები დამოკიდებული?
აბჟანდაძე, აფრასიძე და არიან კიდევ გუნდში სხვებიც. ამ ხალხს ჭირდება მათსავით სწრაფი და მოქნილი მეწყვილეები.
ცვლილებების დროა, მარტო იმის ძახილი და "ჰაშთაგები" რომ #რაგბიჩვებითამაშია არგვეყოფა
..წარმატება ჩვენებს მსოფლიოზე!
ვართ, მილტონ ჰეიგის სიტყვებია ეს და სანამ აქა გვყავს ეგ კაცი ოკეანეთში კაი კავშირები აქვს მაგაში უნდა გამოვიყენოთ.