დღეს, 25 სექტემბერს, რაგბის მსოფლიო თასის D ჯგუფის შეხვედრაში ერთმანეთს ფიჯისა და ურუგვაის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ და წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის პირველი სენსაციაც ვიხილეთ - ურუგვაიმ ფიჯი ანგარიშით 30:27 დაამარცხა. მოგეხსენებათ, ეს საქართველოს ნაკრების ქვეჯგუფია.
ანგარიში ფიჯელებმა გახსნეს. მე-7 წუთზე სამხრეთამერიკელთა ჩათვლის მოედანში ბურთი დოლოკოტომ დაამიწა, თუმცა ურუგვაელებმა კუნძულელებს 7 წუთში უპასუხეს არატას ლელოთი, ბერჩესიმ გარდასახვაც სწორად შეასრულა და ურუგვაი დაწინაურდა - 7:5.
ფიჯელები წინ მე-18 წუთზე გავიდნენ. ლელო მავიმ დადო, ხოლო გარდასახვა ამჯერად მატავესიმ სწორად შეასრულა - 12:7. თუმცა ამის შემდეგ პირველ ნახევარში ურუგვაელებმა 2 ლელო დადეს, მარჩესიმ 2-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულა, ზედ ჯარიმაც მიაყოლა და ურუგვაიმ პირველი ტაიმი 12 ქულით მოიგო - 24:12.
მეორე ნახევარში ფიჯელებმა სამი ლელო დადეს, თუმცა ვერცერთი გარდასახვა ვერ გაიტანეს. ურუგვაიმ კი 2 ჯარიმა შეასრულა ზუსტად, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
მართალია, ბოლო წუთზე ოკეანელებმა დადეს ლელო, თუმცა ამან მხოლოდ დამატებით 1 ბონუს ქულა მოუტანა მათ. აღსანიშნავია, რომ ფიჯელებმა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები თავიდან დაასვენეს, თუმცა მარცხისაგან ვერც მათ მოედანზე გამოსვლამ იხსნა.
ამ შეხვედრის შემდეგ ფიჯის 2 თამაში და 2 წაგება აქვს, თუმცა 2 ქულა აქვს მოპოვებული. 1 ქულა 7-ზე ნაკლები სხვაობით მარცხის გამო მიიღეს, 1 ქულაც - 4 ან მეტი ლელოს დადებისათვის. ურუგვაისთვის ეს პირველი მატჩის იყო 2019 წლის მსოფლიო თასზე და 4 ქულით სამხრეთამერიკელები მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან.
შედეგის მიუხედავად, ფიჯი გაცილებით უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე ურუგვაი. საქართველოს ნაკრებს ფიჯის დამარცხება უფრო გაუჭირდება, ვიდრე ურუგვაის. თუ ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა ჯგუფში, პროგრამა მინიმუმის შესასრულებლად და მესამე ადგილის დასაკავებლად, შესაძლოა, ბორჯღალოსნებისთვის ურუგვაის დამარცხებაც საკმარისი აღმოჩნდეს.
შეგახსენებთ, 29 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სწორედ ურუგვაის ეროვნულ გუნდს შეხვდება. თამაში თბილისის დროით 09:15 საათზე დაიწყება.
2 ლელო 6-ის წინააღმდეგ - "ბორჯღალოსნები" უელსთან დამარცხდა [VIDEO]
6 ერი? - საქართველომ ვერ აჩვენა, რომ ამას იმსახურებს - ბრიტანული გამოცემა
ოპერატორი, რომელიც ბევრ მორაგბეზე უფრო სწრაფად დარბის [VIDEO]
1.ფიჯიმ ამ შედეგით 4.000 დაკარგა და 10 ადგილიდან ჩვენს უკან დაეშვა
2. ურუგვაის იგივე 4.000 მოემატა და ჩვენთან თამაშის წინ მხოლოდ 4.110 ჩამოგვრჩება
ანუ ურუგვაისთან მინიმალური ანგარიშით მოგების შემთხვევაში 1.180 ქულა მოგვემატება
1.ურუგვაისთან, როგორც ფიჯის მძლეველ გუნდთან ჩვენები მაქციმალურად მობილიზირებული ითამაშებენ
2. ურუგვაის ოთხი დღე აქვთ ჩვენთან თამაშამდე და ვეჭვობ სრულად აღიდგინონ ფიზიკური კონდიციები ამ თამაშში ბოლომდე ჩახარჯვის ფონზე
3. ფიჯიმ დიდი მორალური დარტყმა მიიღო, აღმოჩნდა რომ ფიჯი არ ყოფილა ტიერ1 გუნდების დონეზე მოთამაშე (მიუხედავად იმისა რომ რეიტინგში არგენტინას უსწრებს), გამოჩნდა ფიჯის სუსტი წერტილები და საქართველოს ნაკრებს მორალურად უკანდასახევი მოეჭრათ - თუკი ურუგვაიმ მოუგო ფიჯის ჩვენც შეგვიძლია და უნდა მოვუგოთ!
ერთდ ერთი რაც ჩვენ გვარგებს კნონზომიერებაა, ვინც ძირითადს ასე ფიჯისავით ასვენებ არ ერგება. რუმინეთმაც დაისვენა ეგრე მაოფლიოზე ჩვენთან სთამშოდ და კი მოხვდა კარგად :)