PlanetRugby-მ "ბორჯღალოსანი" ლევან ჩილაჩავა მსოფლიო თასის მეორე ტურის სიმბოლურში შეიყვანა და მისი თამაში ასე დაახასიათა:
"ქართველმა მარჯვენა ბურჯმა უელსთან მოედანზე შესვლისთანავე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მატჩზე, ურუგვაისთან კი სასტარტოში იყო და დიდი სამუშაო გასწია.
ჩინებული გახლდათ შერკინებაში და მოწინააღმდეგეს მუდამ უკან ახევინებდა. სანამ შეცვლიდნენ, ლელოც დადო".
ჩილაჩავა საქართველოს ნაკრების ერთადერთი მორაგბეა, რომელმაც ტურნირზე ორივე შეხვედრაში დადო ლელო.
"ბორჯღალოსნებმა" ურუგვაი პრემიალური ქულით დაამარცხა [VIDEO]
გელა აფრასიძე: ფიჯის თავისი თამაში არ უნდა მოვახვევინოთ თავს - არა მგონია, ფიზიკურად გვაჯობონ