"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ფიჯისთან - მილტონ ჰეიგმა 11 ცვლილება განახორციელა

AutoSharing Option
ფოტო: ლევან ვერძეული/rugby.ge

საქართველოს ნაკრები 3 ოქტომბერს ოსაკაში, მსოფლიოს თასის გათამაშებაში თავის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს გამართავს. მეტოქე ფიჯის ნაკრებია, რომლის სიძლიერეზე ახლა არ შევჩერდებით.

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გუნდის საბრძოლო შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ურუგვაისთან მატჩთან შედარებით, ძირითად შემადგენლობაში 11 ცვლილება განახორციელა. ჰეიგის არჩევანი გასაგებია. მრისხანე მეტოქესთან ის, ძირითადად, გამოცდილ მორაგბეებს დაეყრდნო.

ფიჯისთან "ბორჯღალოსნებს" ჩვეულ, 12 ნომრის პოზიციაზე უბრუნდება მერაბ შარიქაძე. ის ცენტრში დავით კაჭარავასთან ერთად ითამაშებს. სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე, ხოლო მგეზავად, პირველად მიმდინარე მსოფლიო თასზე,
თამაშს ლაშა ხმალაძე იწყებს. მან უელსთან შეცვლაზე, ხოლო ურუგვაისთან სასტარტოში ფულბეკად ითამაშა. ამჟამად ფულბეკის პოზიციას ისევ სოსო მათიაშვილი დაიკავებს.

ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს გიორგი კვესელაძე. ის ისევ გარემარბად ითამაშებს. მეორე ფრთაზე გამოცდილ ალექსანდრე თოდუას ვიხილავთ. აღსანიშნავია, რომ ორივემ ურუგვაის დალელოვება შეძლო.

პირველ ხაზში ბრუნდებიან მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი. მეორე ხაზში ზედიზედ მესამე თამაშია ძირითადში ადგილს ინარჩუნებს კოტე მიქაუტაძე, რომელსაც ამჯერად კვლავ გიორგი ნემსაძე შეუწყვილდება. მესამე ხაზში, ფლანკერებად ბრუნდებიან გიორგი თხილაიშვილი და მამუკა გორგოძე, ხოლო შემკვრელი ბექა გორგაძე იქნება.

პირველი ხაზის მარქაფაში არიან ჯაბა ბრეგვაძე, გურამ გოგიჩაშვილი და ლევან ჩილაჩავა. ამ სამეულმა უელსთან შეცვლაზე ითამაშა, ორი დღის წინ კი ძირითადში იყო. მათ გარდა, მორკინალებიდან მარქაფაში არიან ოთარ გიორგაძე და ბექა საღინაძე.

საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრა 3 ოქტომბერს, საქართველოს დროით 09:15 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები
15. იოსებ მათიაშვილი, 14. გიორგი კვესელაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17 გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ოთარ გიორგაძე, 20. ბექა საღინაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. მირიან მოდებაძე.

ფიჯის ნაკრების შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:

15. კინი მურიმურივალუ, 14. ჯოსუა ტუისოვა, 13. ვაისეა ნაიაკალევუ, 12. ლევანი ბოტია, 11. სემი რადრადრა, 10. ბენ ვოლავოლა, 9. ფრენკ ლომანი. 1. კემპესე მააფუ, 2. სამუელ მატავესი, 3. მანასა საულო, 4. ტევიტა კავუბატი, 5. ლეონე ნაკარავა, 6. დომინიკო ვაკანიბუროტუ, 7. სემი კუნატანი, 8. პესელი იატო

მარქაფა: 16. ტუვერე ვუგაკოტო, 17. ერონი მავი, 18. პენი რავაი, 19. აპისალომე რატუნიარავა, 20. ვილიამე მატა, 21. ნიკოლა მატავალუ, 22. ჯალე ვატუბუა, 23. ჯოშ მატავესი

ბესიკ ჯანგავაძე ოსაკიდან

მკითხველის კომენტარები / 47 /
ვასილ ლობჟანიძე საერთოდ ვერ პროგრესირდა, ურუგვაისთან ზარალი იყო და რატომ ენდობა ასე?
ლევანი
01 ოქტომბერი 2019 10:35
3
ერთადერთი ახსნა ამ შემადგენლობის დაყენების ალბათ არის მეორე ტაიმში მათი შეცვლით. მთავარია პირველ ტაიმს როგორმე გაუძლოთ.ამ შემადგენლობის თითქმის მთელი შერკინება(1-8) ცუდ ფორმაშია, პლუს ჩვენი საშინელ ფორმაში მყოფი ლობჟანოძე და მათიაშვილი
giorgi
01 ოქტომბერი 2019 15:58
3
ასეთ თამაშში ...მათიაშვილი ?! რომელი მბოჭველი -დამცველი არის საჭიროების
შემთხვევაში, ან რომელი რთულ სიტუაციებში გადაწყვეწტილების სწორად
მიმღები, ან რომელი დაკიდებულ ბურთების ამღები ამ დონის თამაშებში, დიდი რუსეთთან,გერმანიასთან და პორტუგალიასთან გამოიჩინოს თავი ?! - ბოლო-ბოლო რას ერჩით მჭედლიძეს?! შარიქაძე ა რ არის ფიზიკურად ისე, რომ გაჭრები გააკეთოს, ან კვესელაძე კარგი ბიჭია, მაგრამ შეცდომებიც მოდის და ამ დროს მჟედლიძე რატომ არ შეგყავთ ?!ან მალაღურაძე - ძირითადში რატომ არა ?! - ვნახოთ, ვნახოთ - წარმატებები ბიჭებს და გაგვახარეთ!
გლახუნა
01 ოქტომბერი 2019 14:59
9
საქართველოს ნაკრებს არ შეუძლია 80 წუთი მაღალ ტემპში თამაში.ის რაც აფრასიძეს აქვს, თავისი დადებითი მხარეეები იდეალური იქნება მეორე ტაიმში. ჩვენ კი არა ვერცერთი ნაკრები ვერ თამაშობს 80 წუთი მაღალ ტემპს.. თორემ ვის არ უნდა სწრაფი და შემტევი თამაში.ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე ძალიან კარგი შემადგენლობაა.. მე მგონი ცაში ფრენა გვიყვარს და ვერ ვაფასებთ ვერც სიტუაციას, ვერც შესაძლებლობებს და ვერც სხვა ნაკრებებს.. ჩემზე და თქვენზე კარგად იციან მწვრთნელებმა ვინ და როგორ ითამაშოს.. წარმატებები ჩვენს ნაკრებს!!!
zura
02 ოქტომბერი 2019 05:40
1
დარწმუნებული ვარ აფრასიძე და ჩილაჩავა მე 60 ე წუთიდან შემოვლენ როცა ფიჯი არეული იქნება ასე ჯობია ამ ეტაპზე მელიტონამ უფრო იცის
vova
01 ოქტომბერი 2019 15:47
1
გიგაშვილი რატომაა ნაკრებში საერთოდ. ყველაზე სუსტია შერკინებაში, ვასკამ მაგრად მოუკლო და ძალიან საშიშია ესეთი დონის თამაშზე მისი დაყენება, მათიაშვილს იმედია წაუვა თამაში თორე დავიღუპებით,
პ.ს. დიდი იმედი მაქვს რომ გათვლა ფიჯის დაღლაზეა, წინააღმდეგ შემთხვევაში უშანსოდ ვართ სამწუხაროდ. არ მჩვევია მსგავსი კომენტარები მე მაგრამ რავქნა ფაქტი მგონია ეს :((((((
giorgi
01 ოქტომბერი 2019 14:02
1
გიგაშვილს რაც შეეხება, მგონია, რომ ჩილაჩავას შემოყვანას უფრო მეორე ტაიმში აპირებს, თორემ ჩემი აზრით ის უკეთესია მაგ პოზიციაზე, ლობჟანიძეზე გეთანხმები, მაგრამ გამოცდილება აქვს და რახან აშკარად შეტევას არ აპირებს, ალბათ იმიტომ ამჯობინა, თორემ შემტევი სტილისთვის აშკარად აფრასიძე სჯობს. მათიაშვილზე მართლა არ ვიცი. იქნებ ჯობდა ხმალაძე 15ზე და მალაღურაძე 10ზე ? ზოგადად აქ გამოჩნდა ჩვენი ჩემპიონატის ხაზს როგორ უჭირს ძლიერ გუნდებთან. იმედი მაქვს , ფიჯიც შესცოდავს თავისას
: )))))))
01 ოქტომბერი 2019 15:01
0
ასეთი შემადგენლობით წააგებენ. საშინელი მოთამაშეა ქოქოსა სულ ფეხს ურტყამს და ფიჯი მაგას არ აპატიებს. ლობჟანიძე სულ ბურთს ანელებს და ეგეც შეცდომაა.
ლომი
01 ოქტომბერი 2019 13:05
9
მწვრთნელს თავისი მოსაზრება აქვს და გულშემატკივრები ძალიან ბევრი ხართ.ზოგს ერთი მოწონს ზოგს მეორე.ასევე "პროფესორმა" დიქტორებმა წაიღეს ტვინი,თავისი "ბრძნული აზრების" ქადაგებით.რა თქვენი საქმეა მწვრთვნელის კომპეტეციაში ჩარევა.ვინმეს თუ ახსოვს ცხონებულ კოტე მახარაძეს შემადგენლობის დაყენებაზე მწვრთვნელი გაეკრიტიკებინოს ან მოთამაშე.შეეშვით რა ამ უაზრობას.
თემო
01 ოქტომბერი 2019 12:40
8
ბატონო თემურ, კოტე მახარაძის გამონათქვამები და მისი ხმა გაგონილი კი არა, ვინ იყო კოტე მახარაძე ვაგლახ არ იცის ბევრმა ავტორმა აქაური კომენტარებისა.
emigranti
01 ოქტომბერი 2019 23:55
0
შემადგენლობიდან გამომდინარე უკვე ჩანს , რომ დახურულ რაგბის შევთავაზებთ ფიჯის, რაშიც გამარჯვების შანსი გვაქვს.
რაც შეეხება შემადგენლობას:
აფრასიძე მარქაფიდან შეცვლაზე შემოვა ასე 60-ე წუთისთვის, როცა უკვე ბოლოსკენ შესაძლოა დაღლილ ფიჯისთან თამაში გავშალოთ და სასწრაფეზე გვქონდეს შანსი.
ჩილაჩავა მაგარია, შესაძლებელი იყო ძირითადშიც.
აბჟანდაძე - ორივე თამაში ძაან კარგად ჩაატარა. მაღალ დონეზე.
მაგრამ ალბათ ან ტრავმ აქვს, ან ასვენებს ჰეიგი .
დანარჩენი შემადგენლობა კაია. + ჟვანია-კოლელიშვილიც რომ ყოფილიყვნენ ამ მსოფლიოზე გაასწორებდა მაგრად
gio
01 ოქტომბერი 2019 14:47
0
აფრასიძე აბჟანდაძეს არ ყოფნა მაფიქრებინებს რომ მთლიანად ჯანზე და გამოცდილებაზე ვამყარებთ იმედებს რაც ალბათ სწორიცაა, ფიჯის შერკინებით და ძალისმუერ თამაშში თუ ვაჯობებთ თორე სისწრაფით და ტექნიკით აშკარად გვჯობიან.
irakli81
01 ოქტომბერი 2019 17:34
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული