"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ფიჯისთან - მილტონ ჰეიგმა 11 ცვლილება განახორციელა

AutoSharing Option
ფოტო: ლევან ვერძეული/rugby.ge

საქართველოს ნაკრები 3 ოქტომბერს ოსაკაში, მსოფლიოს თასის გათამაშებაში თავის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს გამართავს. მეტოქე ფიჯის ნაკრებია, რომლის სიძლიერეზე ახლა არ შევჩერდებით.

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გუნდის საბრძოლო შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ურუგვაისთან მატჩთან შედარებით, ძირითად შემადგენლობაში 11 ცვლილება განახორციელა. ჰეიგის არჩევანი გასაგებია. მრისხანე მეტოქესთან ის, ძირითადად, გამოცდილ მორაგბეებს დაეყრდნო.

ფიჯისთან "ბორჯღალოსნებს" ჩვეულ, 12 ნომრის პოზიციაზე უბრუნდება მერაბ შარიქაძე. ის ცენტრში დავით კაჭარავასთან ერთად ითამაშებს. სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე, ხოლო მგეზავად, პირველად მიმდინარე მსოფლიო თასზე,
თამაშს ლაშა ხმალაძე იწყებს. მან უელსთან შეცვლაზე, ხოლო ურუგვაისთან სასტარტოში ფულბეკად ითამაშა. ამჟამად ფულბეკის პოზიციას ისევ სოსო მათიაშვილი დაიკავებს.

ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს გიორგი კვესელაძე. ის ისევ გარემარბად ითამაშებს. მეორე ფრთაზე გამოცდილ ალექსანდრე თოდუას ვიხილავთ. აღსანიშნავია, რომ ორივემ ურუგვაის დალელოვება შეძლო.

პირველ ხაზში ბრუნდებიან მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი. მეორე ხაზში ზედიზედ მესამე თამაშია ძირითადში ადგილს ინარჩუნებს კოტე მიქაუტაძე, რომელსაც ამჯერად კვლავ გიორგი ნემსაძე შეუწყვილდება. მესამე ხაზში, ფლანკერებად ბრუნდებიან გიორგი თხილაიშვილი და მამუკა გორგოძე, ხოლო შემკვრელი ბექა გორგაძე იქნება.

პირველი ხაზის მარქაფაში არიან ჯაბა ბრეგვაძე, გურამ გოგიჩაშვილი და ლევან ჩილაჩავა. ამ სამეულმა უელსთან შეცვლაზე ითამაშა, ორი დღის წინ კი ძირითადში იყო. მათ გარდა, მორკინალებიდან მარქაფაში არიან ოთარ გიორგაძე და ბექა საღინაძე.

საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრა 3 ოქტომბერს, საქართველოს დროით 09:15 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები
15. იოსებ მათიაშვილი, 14. გიორგი კვესელაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17 გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ოთარ გიორგაძე, 20. ბექა საღინაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. მირიან მოდებაძე.

ფიჯის ნაკრების შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:

15. კინი მურიმურივალუ, 14. ჯოსუა ტუისოვა, 13. ვაისეა ნაიაკალევუ, 12. ლევანი ბოტია, 11. სემი რადრადრა, 10. ბენ ვოლავოლა, 9. ფრენკ ლომანი. 1. კემპესე მააფუ, 2. სამუელ მატავესი, 3. მანასა საულო, 4. ტევიტა კავუბატი, 5. ლეონე ნაკარავა, 6. დომინიკო ვაკანიბუროტუ, 7. სემი კუნატანი, 8. პესელი იატო

მარქაფა: 16. ტუვერე ვუგაკოტო, 17. ერონი მავი, 18. პენი რავაი, 19. აპისალომე რატუნიარავა, 20. ვილიამე მატა, 21. ნიკოლა მატავალუ, 22. ჯალე ვატუბუა, 23. ჯოშ მატავესი

ბესიკ ჯანგავაძე ოსაკიდან

მკითხველის კომენტარები / 47 /
მათიაშვილი ყველაზე სუსტია თავის პოზიციაზე, მის მაგივრად ხმალაძე უნდა დაეყენებინა
zviads
01 ოქტომბერი 2019 15:02
4
მწვრთნელი ჰეიგია და ყველაზე კარგად იცის ვინ არი სათამაშოდ ამ კონკრეტულ თამაშზე და დააყენა ის შემადგენლობა ვენდობი ამ კაცს და ამ ბიჭებს ვისთვისაც ბოლო მსოფლიოა ბევრისთვის წარმატება ბიჭებო, ახალგაზრდები ავსტლალიასთან მიიგებენ ისეთგამოცდილებას რომელიც მომავალში გამოგვადგება. გამარჯვებაში არ ჭირდება გვერდში დგომა ბიჭებს მეტი პატივი ეცით ამ ვაჯკაც ბიჭებს თუ ისე ვერ გამოდის როგორც უნდათ
Soso
02 ოქტომბერი 2019 01:24
2
მათიაშვილი დაგვღუპავს
მთ
01 ოქტომბერი 2019 13:36
7
უნდა მოვუგოთ, ოღონდ 2-ში არა, 3-ში.
გელა
01 ოქტომბერი 2019 11:28
1
აუფ! მგონი წყალში ყრის ყველაფერს ეგ კაცი, როგორც იტალიასთან შეცდა შემადგენლობის დაყენებაში, არადა ის იყო საუკუნის მატჩი ფაქტიურად, ახლაც ცდება მგონია შემადგენლობის მხრივ, მთელი ნაწვალევი წლები არ დაგვეკრგოს უქმად, თუმცა იმედია, რომ ვცდები
მმბ
01 ოქტომბერი 2019 23:41
3
ასეთ თამაშში ...მათიაშვილი ?! რომელი მბოჭველი -დამცველი არის საჭიროების
შემთხვევაში, ან რომელი რთულ სიტუაციებში გადაწყვეწტილების სწორად
მიმღები, ან რომელი დაკიდებულ ბურთების ამღები ამ დონის თამაშებში, დიდი რუსეთთან,გერმანიასთან და პორტუგალიასთან გამოიჩინოს თავი ?! - ბოლო-ბოლო რას ერჩით მჭედლიძეს?! შარიქაძე ა რ არის ფიზიკურად ისე, რომ გაჭრები გააკეთოს, ან კვესელაძე კარგი ბიწია, მაგრამ შეცდომებიც მოდის და ამ დროს მჟედლიძე რატომ არ შეგყავთ ?!ან მალაღურაძე - ძირითადში რატომ არა ?! - ვნახოთ, ვნახოთ - წარმატებები ბიჭებს და გაგვახარეთ!
გლახუნა
01 ოქტომბერი 2019 14:56
4
თედო აბჟანდაძეს ტრავმა აქვს თუ უბრალოდ არ ათამაშებს?
გიორგი
01 ოქტომბერი 2019 10:37
0
ჩემი აზრით, უფრო გამოცდილი ხმალაძე ამჯობინა იმიტომ, რომ ფიჯიმ იერიში გამოუცდელ აბჟანდაძეზე არ მიიტანოს. ხმალაძე დაცვაში უკეთესია და სავარაუდოდ შემტევ სტილს არ ავირჩევთ
: )))))))
01 ოქტომბერი 2019 13:01
0
გაასწორეთ თამაში 3 ოქტომბერსაა და არა 2 ოქტომბერს. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის გვერდზე ასე წერია და თუ რაიმე შეიცვალა არ ვიცი.
3ოქტომბერი
01 ოქტომბერი 2019 11:17
0
წარმატებები ბიჭებო
Best
01 ოქტომბერი 2019 10:51
0
რატომ ლობჟანიძე და მათიაშვილი, რატომ??? ბოლოს რომელს გახსენდებათ მათი კარგად თამაში? შეცვლაზე ურუგვაისთან რამე გააკეთეს კი არა პირიქით აფუჭებდნენ. ან ოთარ გიორგაძეს რას ერჩოდა - ურუგვაისთან საუკეთესოს. ის ვისაც არ გამოუვიდა თამაში ურუგვაისთან იყო კვესელაძე და ის დატოვა. ან გუნდის 3/4-ის ცვლილება ყველა თამაშში რა ტაქტიკაა - დავიჯერო 3-4 კაცის გარდა ვერცერთი ახერხებს დასვენებას და ფორმის აღდგენას? მოკლედ ჰეიგი მგონი ფიჯიდან არის წარმოშობით. ინფარქი თუ მივიღე ხუთშაბათს ჰეიგის დამსახურება იქნება.
???
02 ოქტომბერი 2019 02:44
5
ფიჯისთან ვინც არ უნდა დააყენო საქართველოს ნაკრებიდან და გინდაც ნებისმიერი ტიერ2 და ტიერ1-ს უმრავლესი ნაკრებებიდან სისწრაფეში და ბურთაობაში ვერ აჯობებ მაინც, ამიტომ მწვრთნელი იწყებს ტაქტიკით ბევრი კარგი მბოჭავი და ნელი რაქის ოსტატი, რაც ნიშნავს ნელ ტემპს მეტ ჯაჯგურს და ე.წ დაჩეჩქვას. ეს ტაქტიკა გათვლილია იმაზე, რომ ფიჯის სათამაშო დრო არის 50-60 წუთი, ამასთან ერთად ფიჯი არის ხასიათის გუნდი ამ დროში რაც უფრო მოუკლავ თამაშის ხალისს და თუ მოხდება ისე, რომ 60 წუთში სხვაობა არ გვექნება 7-10 ქულაზე მეტი დიდი შანსია, რომ ფიჯის მოვუგოთ არც ის იქნება გასაკვირი, რომ 15 ქულაც დავუქაჩოთ.
me
02 ოქტომბერი 2019 10:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული