"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ფიჯისთან - მილტონ ჰეიგმა 11 ცვლილება განახორციელა

AutoSharing Option
ფოტო: ლევან ვერძეული/rugby.ge

საქართველოს ნაკრები 3 ოქტომბერს ოსაკაში, მსოფლიოს თასის გათამაშებაში თავის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს გამართავს. მეტოქე ფიჯის ნაკრებია, რომლის სიძლიერეზე ახლა არ შევჩერდებით.

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გუნდის საბრძოლო შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ურუგვაისთან მატჩთან შედარებით, ძირითად შემადგენლობაში 11 ცვლილება განახორციელა. ჰეიგის არჩევანი გასაგებია. მრისხანე მეტოქესთან ის, ძირითადად, გამოცდილ მორაგბეებს დაეყრდნო.

ფიჯისთან "ბორჯღალოსნებს" ჩვეულ, 12 ნომრის პოზიციაზე უბრუნდება მერაბ შარიქაძე. ის ცენტრში დავით კაჭარავასთან ერთად ითამაშებს. სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე, ხოლო მგეზავად, პირველად მიმდინარე მსოფლიო თასზე,
თამაშს ლაშა ხმალაძე იწყებს. მან უელსთან შეცვლაზე, ხოლო ურუგვაისთან სასტარტოში ფულბეკად ითამაშა. ამჟამად ფულბეკის პოზიციას ისევ სოსო მათიაშვილი დაიკავებს.

ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს გიორგი კვესელაძე. ის ისევ გარემარბად ითამაშებს. მეორე ფრთაზე გამოცდილ ალექსანდრე თოდუას ვიხილავთ. აღსანიშნავია, რომ ორივემ ურუგვაის დალელოვება შეძლო.

პირველ ხაზში ბრუნდებიან მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი. მეორე ხაზში ზედიზედ მესამე თამაშია ძირითადში ადგილს ინარჩუნებს კოტე მიქაუტაძე, რომელსაც ამჯერად კვლავ გიორგი ნემსაძე შეუწყვილდება. მესამე ხაზში, ფლანკერებად ბრუნდებიან გიორგი თხილაიშვილი და მამუკა გორგოძე, ხოლო შემკვრელი ბექა გორგაძე იქნება.

პირველი ხაზის მარქაფაში არიან ჯაბა ბრეგვაძე, გურამ გოგიჩაშვილი და ლევან ჩილაჩავა. ამ სამეულმა უელსთან შეცვლაზე ითამაშა, ორი დღის წინ კი ძირითადში იყო. მათ გარდა, მორკინალებიდან მარქაფაში არიან ოთარ გიორგაძე და ბექა საღინაძე.

საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრა 3 ოქტომბერს, საქართველოს დროით 09:15 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები
15. იოსებ მათიაშვილი, 14. გიორგი კვესელაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17 გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ოთარ გიორგაძე, 20. ბექა საღინაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. მირიან მოდებაძე.

ფიჯის ნაკრების შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:

15. კინი მურიმურივალუ, 14. ჯოსუა ტუისოვა, 13. ვაისეა ნაიაკალევუ, 12. ლევანი ბოტია, 11. სემი რადრადრა, 10. ბენ ვოლავოლა, 9. ფრენკ ლომანი. 1. კემპესე მააფუ, 2. სამუელ მატავესი, 3. მანასა საულო, 4. ტევიტა კავუბატი, 5. ლეონე ნაკარავა, 6. დომინიკო ვაკანიბუროტუ, 7. სემი კუნატანი, 8. პესელი იატო

მარქაფა: 16. ტუვერე ვუგაკოტო, 17. ერონი მავი, 18. პენი რავაი, 19. აპისალომე რატუნიარავა, 20. ვილიამე მატა, 21. ნიკოლა მატავალუ, 22. ჯალე ვატუბუა, 23. ჯოშ მატავესი

ბესიკ ჯანგავაძე ოსაკიდან

მკითხველის კომენტარები / 47 /
საქართველოს ნაკრებს არ შეუძლია 80 წუთი მაღალ ტემპში თამაში.ის რაც აფრასიძეს აქვს, თავისი დადებითი მხარეეები იდეალური იქნება მეორე ტაიმში. ჩვენ კი არა ვერცერთი ნაკრები ვერ თამაშობს 80 წუთი მაღალ ტემპს.. თორემ ვის არ უნდა სწრაფი და შემტევი თამაში.ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე ძალიან კარგი შემადგენლობაა.. მე მგონი ცაში ფრენა გვიყვარს და ვერ ვაფასებთ ვერც სიტუაციას, ვერც შესაძლებლობებს და ვერც სხვა ნაკრებებს.. ჩემზე და თქვენზე კარგად იციან მწვრთნელებმა ვინ და როგორ ითამაშოს.. წარმატებები ჩვენს ნაკრებს!!!
zura
02 ოქტომბერი 2019 05:40
1
რატომ ლობჟანიძე და მათიაშვილი, რატომ??? ბოლოს რომელს გახსენდებათ მათი კარგად თამაში? შეცვლაზე ურუგვაისთან რამე გააკეთეს კი არა პირიქით აფუჭებდნენ. ან ოთარ გიორგაძეს რას ერჩოდა - ურუგვაისთან საუკეთესოს. ის ვისაც არ გამოუვიდა თამაში ურუგვაისთან იყო კვესელაძე და ის დატოვა. ან გუნდის 3/4-ის ცვლილება ყველა თამაშში რა ტაქტიკაა - დავიჯერო 3-4 კაცის გარდა ვერცერთი ახერხებს დასვენებას და ფორმის აღდგენას? მოკლედ ჰეიგი მგონი ფიჯიდან არის წარმოშობით. ინფარქი თუ მივიღე ხუთშაბათს ჰეიგის დამსახურება იქნება.
???
02 ოქტომბერი 2019 02:44
5
ფიჯისთან ვინც არ უნდა დააყენო საქართველოს ნაკრებიდან და გინდაც ნებისმიერი ტიერ2 და ტიერ1-ს უმრავლესი ნაკრებებიდან სისწრაფეში და ბურთაობაში ვერ აჯობებ მაინც, ამიტომ მწვრთნელი იწყებს ტაქტიკით ბევრი კარგი მბოჭავი და ნელი რაქის ოსტატი, რაც ნიშნავს ნელ ტემპს მეტ ჯაჯგურს და ე.წ დაჩეჩქვას. ეს ტაქტიკა გათვლილია იმაზე, რომ ფიჯის სათამაშო დრო არის 50-60 წუთი, ამასთან ერთად ფიჯი არის ხასიათის გუნდი ამ დროში რაც უფრო მოუკლავ თამაშის ხალისს და თუ მოხდება ისე, რომ 60 წუთში სხვაობა არ გვექნება 7-10 ქულაზე მეტი დიდი შანსია, რომ ფიჯის მოვუგოთ არც ის იქნება გასაკვირი, რომ 15 ქულაც დავუქაჩოთ.
me
02 ოქტომბერი 2019 10:12
0
მწვრთნელი ჰეიგია და ყველაზე კარგად იცის ვინ არი სათამაშოდ ამ კონკრეტულ თამაშზე და დააყენა ის შემადგენლობა ვენდობი ამ კაცს და ამ ბიჭებს ვისთვისაც ბოლო მსოფლიოა ბევრისთვის წარმატება ბიჭებო, ახალგაზრდები ავსტლალიასთან მიიგებენ ისეთგამოცდილებას რომელიც მომავალში გამოგვადგება. გამარჯვებაში არ ჭირდება გვერდში დგომა ბიჭებს მეტი პატივი ეცით ამ ვაჯკაც ბიჭებს თუ ისე ვერ გამოდის როგორც უნდათ
Soso
02 ოქტომბერი 2019 01:24
2
აუფ! მგონი წყალში ყრის ყველაფერს ეგ კაცი, როგორც იტალიასთან შეცდა შემადგენლობის დაყენებაში, არადა ის იყო საუკუნის მატჩი ფაქტიურად, ახლაც ცდება მგონია შემადგენლობის მხრივ, მთელი ნაწვალევი წლები არ დაგვეკრგოს უქმად, თუმცა იმედია, რომ ვცდები
მმბ
01 ოქტომბერი 2019 23:41
3
მჭედლიძე უძლერესი დაუზოგავი ბიჭი სადაა??ჩილაჩავა ერთერთი საუკეთესო შერკინებაში და რაქიდან ბურთის ჩახურვაში,მალაღურაძის ბოჭვები შთამბეჭდავი,აბრასიძე დენთი,კაჭარავა უბრებელი ლომი შარიქაძე ნაკრები მუხტი და ენერგია,გორგაძე მომავალი დამანგრეველი ...რაც შეეხებალობჟანიძეს კაი ჭკვიანი 9 ნომერია უბრალოდ ადრეც ქონდა პერიოდები ოტა რთული ის აფრასიძისგან იმით განსხვავდება რო ბოჭვაზე მიდის და ეს გამოსდის ძლიერია რაც სამწუხაროდ გელას არ აქვს ჯერჯერობით
შიო
01 ოქტომბერი 2019 23:01
1
აფრასიძე აბჟანდაძეს არ ყოფნა მაფიქრებინებს რომ მთლიანად ჯანზე და გამოცდილებაზე ვამყარებთ იმედებს რაც ალბათ სწორიცაა, ფიჯის შერკინებით და ძალისმუერ თამაშში თუ ვაჯობებთ თორე სისწრაფით და ტექნიკით აშკარად გვჯობიან.
irakli81
01 ოქტომბერი 2019 17:34
1
ვინმემ იცის ჩვენ გუნდში 9 ნომერს რა პრინციპით აყენებენ სასწარტოში?
SL
01 ოქტომბერი 2019 16:13
0
მეც ეგ კითხვა დამებადა, რა პრინციპით არჩევენ 9 ნომერს, აფრასიძეს რას ერჩიან არ ვიცი
ჯონა
01 ოქტომბერი 2019 20:08
0
ერთადერთი ახსნა ამ შემადგენლობის დაყენების ალბათ არის მეორე ტაიმში მათი შეცვლით. მთავარია პირველ ტაიმს როგორმე გაუძლოთ.ამ შემადგენლობის თითქმის მთელი შერკინება(1-8) ცუდ ფორმაშია, პლუს ჩვენი საშინელ ფორმაში მყოფი ლობჟანოძე და მათიაშვილი
giorgi
01 ოქტომბერი 2019 15:58
3
დარწმუნებული ვარ აფრასიძე და ჩილაჩავა მე 60 ე წუთიდან შემოვლენ როცა ფიჯი არეული იქნება ასე ჯობია ამ ეტაპზე მელიტონამ უფრო იცის
vova
01 ოქტომბერი 2019 15:47
1
ძალიან გაკვირვებული ვარ ამ შემადგენლობით..გასაგებია რომ შეტევას არ ვფიქრობთ და თითქოს დახურულ ტამაშს ვგეგმავთ, მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ რადრადას თოდუა დაუყენო ხომ საერთოდ წარმოუდგენელია. არ ვიცი, იმედია მეშლება.
ლადო
01 ოქტომბერი 2019 15:42
4
როგორც გამოჩნდა, თოდუაზე უკეთესად არცერთი ფრთის მოთამაშე არ გამოიყურება.
????
01 ოქტომბერი 2019 20:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული