საქართველოს ნაკრები ფიჯისთან პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდება [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი/rugby.ge

დღეს, 3 ოქტომბერს, 2019 წლის მსოფლიო თასის შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ფიჯის ეროვნულ გუნდს ხვდება. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 7:3, ფიჯელების სასარგებლოდ.

მე-12 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" პირველად დააჯარიმეს შერკინებაში ფიჯელები. ხმალაძემ კიდეზე გადაიტანა ბურთი და საქართველოს ნაკრებმა აუტიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ შეუტია და მე-14 წუთზე ფიჯელები მაღალი ბოჭვის გამო დაჯარიმდნენ, თუმცა სოსო მათიაშვილმა ჯარიმა ზუსტად ვერ შეასრულა.

მე-20 წუთზე ქართველებმა სამწუხარო შეცდომა დაუშვეს. ფეხით შეყელებული ბურთის მოედნის ფარგლებს მიღმა გაშვებას კვესელაძე შეეცადა, თუმცა ბურთი ვერ დაფარა, ის ფიჯელებს
ჩაუვარდათ ხელში და ნაიკალევუმ დაგვალელოვა. ვოლავოლამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0.

34-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი კონტრშეტევა გააკეთა. ლობჟანიძემ ხმალაძეს გაატანა და თითქოს ძალიან ცოტა გვქონდა ლელომდე დარჩენილი, თუმცა ჯერ თოდუა შებოჭეს წესების დარღვევით, შემდეგ კი ნემსაძემ ბურთის მეტოქის ჩათვლის მოედანში დამიწება ვერ მოახერხა. მსაჯმა ჯარიმა დაგვიბრუნა და მათიაშვილმა ამჯერად ზუსტად დაარტყა - 3:7.


alt"ბორჯღალოსნების" საოცარი ემოცია სამშობლოს ჰიმნის შესრულებისას [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 25 /
ამ თამაშს ფიჯი თუ წააგებს ძალად თორემ ესენი რაის მომგებები არიან რაგბის გაგნებაში არ არიან.ფეხბურთია და გიჟებივით კიდებენ ბურთს წინ და ეტყობა ამათაც აითვისეს ეს კომპონენტი და უბაგუნებენ უაზროდ იმათ ნახევარზე მარა მეტიც რომ არ იციან? სუსტები არიან თან საკმაოდ სუსტები
nodo
03 ოქტომბერი 2019 10:14
3
მფრინავი ფიჯელები არა, ყველი. ჩვენი ბულკები არიან. მიდით, ბიჭებო! მეორე ტაიმს ყოველთვის ვიგებთ!
გელა
03 ოქტომბერი 2019 10:09
8
ის ჯარიმა უნდა გაგვეტანა და მაინტერესებს როგორ გვჯობიან შერკინებაში ფიჯელები?
dato-raul
03 ოქტომბერი 2019 10:08
0
1-კვესელაძე საშინლად თამაშობს მისი ნდობა არ იქნება

2-რა ხდევა ნარიაშვილი-მამუკაშვილი-გიგაშვილი რომელია სუსტი რომელი ვერ აწვება ეს რა ხდება შერკინებაში კატასტროფაა ერთი შერკინება ვერ მოვიგეთ ან რომელ მოგებაზეა საუბარუ ჩვენ შერკინებას ვაგებთ უკვე მარტო გიგაშვილის სისუსტე არ მგონია მე

სასწრაფოდ გოგიჩაშვილი ჩილაჩავა 2 ტაიმში შემოიყვანეთ
დათუნაშვილი
03 ოქტომბერი 2019 10:05
0
ძალიან მაგარი თამაშია.. მიდით ბიჭებო!!!
zura
03 ოქტომბერი 2019 10:05
5

სიახლეები პოპულარული