საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სრულიად მოიშალა და ფიჯისთან დიდი ანგარიშით წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: worldrugby

3 ოქტომბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯის ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 10:45 დამარცხდა და თუ სასწაული არ მოხდა, ჯგუფში მე-3 ადგილზე გასვლას ვეღარ შევძლებთ.

მე-12 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" პირველად დააჯარიმეს შერკინებაში ფიჯელები. ხმალაძემ კიდეზე გადაიტანა ბურთი და საქართველოს ნაკრებმა აუტიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ შეუტია და მე-14 წუთზე ფიჯელები მაღალი ბოჭვის გამო დაჯარიმდნენ, თუმცა სოსო მათიაშვილმა ჯარიმა ზუსტად ვერ შეასრულა.

მე-20 წუთზე ქართველებმა სამწუხარო შეცდომა დაუშვეს. ფეხით შეყელებული ბურთის მოედნის ფარგლებს მიღმა გაშვებას კვესელაძე შეეცადა, თუმცა ბურთი ვერ
დაფარა, ის ფიჯელებს ჩაუვარდათ ხელში და ნაიკალევუმ დაგვალელოვა. ვოლავოლამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0.

34-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი კონტრშეტევა გააკეთა. ლობჟანიძემ ხმალაძეს გაატანა და თითქოს ძალიან ცოტა გვქონდა ლელომდე დარჩენილი, თუმცა ჯერ თოდუა შებოჭეს წესების დარღვევით, შემდეგ კი ნემსაძემ ბურთის მეტოქის ჩათვლის მოედანში დამიწება ვერ მოახერხა. მსაჯმა ჯარიმა დაგვიბრუნა და მათიაშვილმა ამჯერად ზუსტად დაარტყა - 3:7. პირველი ტაიმი სწორედ ამ ანგარიშით დამთავრდა.


მეორე ტაიმში კი, საწყის 10 წუთში "ბორჯღალოსნებმა" 2 ლელო გაუშვა. ჩვენი ჩათვლის მოედანში ბურთი ლომანიმ და ტუისოვამ დაამიწეს. მართალია, გიორგი კვესელაძის კარგი თამაშის წყალობით 54-ე წუთზე მამუკა გორგოძემ დადო ლელო და სიტუაცია თითქოს დაიძაბა - 10:17.


თუმცა ეს ბოლო პოზიტიური მომენტი იყო საქართველოს ნაკრებისთვის. 61-დან 71-ე წუთამდე ფიჯელებმა 3 ლელო დაგვიდეს, 3-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში უკვე თითქმის გამანადგურებელი გახდა - 10:38.

თუმცა, ფიჯელები ამაზე არ გაჩერებულან და მე-7 ლელოც დაგვიდეს. რადრადრამ დუბლი შეასრულა და საერთოდაც, სწორედ ამ კაცის უდიდესი დამსახურება იყო, ამ სხვაობით რომ დაამარცხეს საქართველო. ვოლავოლამ გარდასახვა ისევ ზუსტად დაარტყა - 45:10.

ფიჯიმ საქართველოს ნაკრებს აბსოლუტურად ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა. რაც ყველაზე გასაკვირი იყო, კუნძულელებმა შერკინებაშიც კი აჯობეს "ბორჯღალოსნებს" და ამის გათვალისწინებით, ამ ანგარიშით მარცხი გასაკვირი სულაც არ ყოფილა.


"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასი D ჯგუფის ბოლო მატჩს 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან გამართავს. ამ დროისთვის ჩვენს ჯგუფში მდგომარეობა ასე გამოიყურება:

1. უელსი            2 2 0 0 +33 9
2. ფიჯი              3 2 0 1 +14 7
3. ავსტრალია     2 1 0 1 +14 6
4. საქართველო   3 1 0 2 -38 5
5. ურუგვაი         2 1 0 1 -23 4


მკითხველის კომენტარები / 169 /
არ მინდა უხეშად გამომივიდეს,უდიდეს პატივს ვცემ ქართველ მორაგბეებს,მაგრამ დროა მიწაზე დავეშვათ და რუმინეთთან,რუსეთთან,გერმანიასტან და მსგავს გუნდებთან მოგებას წარმატება არ დავარქვათ.ეს ჩემპიონატი ჩააგდო მწვრთნელმა,მათიაშვილმა,კვესელაძემ, ლობჟანიძემ ნარიაშვილმა მამუკაშვილმა და თითქმის უკანა ხაზის ყველა მოთამაშემ.რა უბედურებაა ეს დაგვიანებული შეცვლები როცა მარქაფაში ძლიერი მოთამაშეები გყავს რომელთაც მიდის თამაში და აზროვნებენ.დროა რაღაც შევცვალოთ,ტაქტიკა მიდგომა თუ სხვა კომპონენტი იმიტო რომ წიან ჩემპიონატთან შედარებით ჩვენი გუნდი რეგრესს განიცდის.თუ თაობათა ცვლაა მივცეთ ახალ ტაობას თამშის საშუალება დაე მაგათმა წააგონ ამ ანგარიშით,სამაგიეროდ დაიგეშებიან.პატივისცემა და სიყვარული ჩვენ მორაგბეებს
ბექა
11:11 03-10-2019
1
თქვე კაი ხალხო რა გიკვირთ ამხანაგურებშიც აგებდენ გაიხსენეთ იაპონიასთან სრული ფიასკო და იგივე ფიჯისთან და კიდევ ბევრი, მაშინ ამას არავინ არ მიაქცია ყურადღება.საერთოდ გვაჯობენ ყველაფერში, შერკინებაშიც რაც ვერ წარმოედგინა ქართველ გულშემატკივარს. ამ კვესელაძემ და მათიაშვილმა საერთოდ როგორ ითამაშენ თუ მათ თამაშს თამაში ქვია... ფედერაციას დავაი დასვიდანია ნუ ჰეიგი ისედაც მიდის.და საერთოდ ახალგაზრდულის მწვრთნელები დანიშნეთ ჯობია თუ ფული არ გაქვთ ნორმალურის მოსაწვევად... ჟვანიას რას ერჩოდით უკეთესები გყავდათ თუნდაც კვირიკაშვილს და საერთოდ კიდევ კარგი რომ ჰეიგი მიდის და იმედია სვანიძე მისი სასტავით მიყვება უკან და დააბრუნეთ ნიჟარაძე სანამ არ დავალთ რუსეთის და რუმინეთის დონემდე... ველოდები დისლაიკებს ფედერაციის აქტივისტებისაგან...
Maximus
11:37 03-10-2019
0

სიახლეები პოპულარული