საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სრულიად მოიშალა და ფიჯისთან დიდი ანგარიშით წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: worldrugby

3 ოქტომბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯის ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 10:45 დამარცხდა და თუ სასწაული არ მოხდა, ჯგუფში მე-3 ადგილზე გასვლას ვეღარ შევძლებთ.

მე-12 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" პირველად დააჯარიმეს შერკინებაში ფიჯელები. ხმალაძემ კიდეზე გადაიტანა ბურთი და საქართველოს ნაკრებმა აუტიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ შეუტია და მე-14 წუთზე ფიჯელები მაღალი ბოჭვის გამო დაჯარიმდნენ, თუმცა სოსო მათიაშვილმა ჯარიმა ზუსტად ვერ შეასრულა.

მე-20 წუთზე ქართველებმა სამწუხარო შეცდომა დაუშვეს. ფეხით შეყელებული ბურთის მოედნის ფარგლებს მიღმა გაშვებას კვესელაძე შეეცადა, თუმცა ბურთი ვერ
დაფარა, ის ფიჯელებს ჩაუვარდათ ხელში და ნაიკალევუმ დაგვალელოვა. ვოლავოლამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0.

34-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი კონტრშეტევა გააკეთა. ლობჟანიძემ ხმალაძეს გაატანა და თითქოს ძალიან ცოტა გვქონდა ლელომდე დარჩენილი, თუმცა ჯერ თოდუა შებოჭეს წესების დარღვევით, შემდეგ კი ნემსაძემ ბურთის მეტოქის ჩათვლის მოედანში დამიწება ვერ მოახერხა. მსაჯმა ჯარიმა დაგვიბრუნა და მათიაშვილმა ამჯერად ზუსტად დაარტყა - 3:7. პირველი ტაიმი სწორედ ამ ანგარიშით დამთავრდა.


მეორე ტაიმში კი, საწყის 10 წუთში "ბორჯღალოსნებმა" 2 ლელო გაუშვა. ჩვენი ჩათვლის მოედანში ბურთი ლომანიმ და ტუისოვამ დაამიწეს. მართალია, გიორგი კვესელაძის კარგი თამაშის წყალობით 54-ე წუთზე მამუკა გორგოძემ დადო ლელო და სიტუაცია თითქოს დაიძაბა - 10:17.


თუმცა ეს ბოლო პოზიტიური მომენტი იყო საქართველოს ნაკრებისთვის. 61-დან 71-ე წუთამდე ფიჯელებმა 3 ლელო დაგვიდეს, 3-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში უკვე თითქმის გამანადგურებელი გახდა - 10:38.

თუმცა, ფიჯელები ამაზე არ გაჩერებულან და მე-7 ლელოც დაგვიდეს. რადრადრამ დუბლი შეასრულა და საერთოდაც, სწორედ ამ კაცის უდიდესი დამსახურება იყო, ამ სხვაობით რომ დაამარცხეს საქართველო. ვოლავოლამ გარდასახვა ისევ ზუსტად დაარტყა - 45:10.

ფიჯიმ საქართველოს ნაკრებს აბსოლუტურად ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა. რაც ყველაზე გასაკვირი იყო, კუნძულელებმა შერკინებაშიც კი აჯობეს "ბორჯღალოსნებს" და ამის გათვალისწინებით, ამ ანგარიშით მარცხი გასაკვირი სულაც არ ყოფილა.


"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასი D ჯგუფის ბოლო მატჩს 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან გამართავს. ამ დროისთვის ჩვენს ჯგუფში მდგომარეობა ასე გამოიყურება:

1. უელსი            2 2 0 0 +33 9
2. ფიჯი              3 2 0 1 +14 7
3. ავსტრალია     2 1 0 1 +14 6
4. საქართველო   3 1 0 2 -38 5
5. ურუგვაი         2 1 0 1 -23 4


მკითხველის კომენტარები / 169 /
Rugby chveni tamashia......
Gio
03 ოქტომბერი 2019 11:23
17
ეგ არაფერია, ხდება! მომავალი წარმატებები მომელოცოს ყველასთვის და ბიჭებისთვის პირველ რიგში!!!
joi zaza
03 ოქტომბერი 2019 14:38
2
ისე ეს როუტნი სუფთა ჯიბგირს არ გავს??))))
dhlvfkb
03 ოქტომბერი 2019 13:45
4
ვინც ახლა ჩვენს ბიჭებს აკრიტიკებს ის ხალხია ვინც "რაგბი ჩვენი თამაშია" და მსგავს სისულეებს იძახის, მოლოდინები რო გაქვთ არარეალური იმის ბრალია და რაგბის გაგებაში რო არა ხართ იმისაც. რაგბი ლოგიკური თამაშია და მას ყველაზე კარგად ეს ხალხი თამაშობს, ყველა დიდ გუნდში კუნძულელები ყავთ, იქამდე ევროპულ გრანდებში. რა განვითარებაზე მელაპარაკებით? რა იაპონიაზე მეტი რესურსი გვაქვს? ვერ განვითარდნენ და ამიტომაც მონახეს გზა, კუნძულელებს მიცეს მოქალაქეობა და გააკეთეს კონკურენტუნარიანი ნაკრები. არ არი ეს რაგბი ჩვენი თამაში, მაგათი თამაშია და თამაშობენ კიდეც. ჩვენ რაც შეგვეფერება ჩვენი ნაკრები ყველაფერს აკეთებს, ფედერაციაც და ყველაზე მეტადაც ვითარდება რაგბი რაც შეიძლება. მადლობა მათ ამისთვის და ყოველთვის მადლობელი ვიქნები.
თენგო
03 ოქტომბერი 2019 14:40
14
და ამ კომენტარის მერე შენ ხარ რაგბის გაგებაში? ბიჭებს არ ლანძღავს არავინ - მოთამაშეები თამაშობენ, მწვრთნელი და ხელმძღვანელობა კი მათი თამაშის პლიუსების შეკოწიწებას და მინუსების დაფარვას ცდილობს. და კიდევ შემადგენლობას არჩევს. და ამათ (ჰეიგი და ფედერაცია) მხოლოდ ილაპარაკეს ბოლო 4 წელი და ამას დიდი ხანია ამჩნევდა ყველა ვისაც რაგბი მართლა ესმის. ჰეიგმა გააკეთა თავისი - უნდა წასულიყო და სხვა სისხლი იყო საჭირო. ასეა ყველა სპორტში და რაგბიშიც, ჩვენ კი ...
???
03 ოქტომბერი 2019 15:23
1
რაც რაგბიში გაკეთდა რა რაგბისთვის, არცერთ სპორტში არ გაკეთებულა. ჰეიგმაც არ ჩაატარა ცოტა სამუშაო. თაობათა ცვლაც დაემთხვა ამ ყველაფერს. თუ რაგბის გაგებაში ხარ, მართლა უნდა იცოდე რო ფიჯი, სამოა და ტონგა ამარაგებს მორაგბეებით ყველა დიდ ნაკრებს, ჩვენ კი ჩვენ თავთან შედარებით მაქსიმუმს ვაკეთებთ. რაც რაგბისთვის მოედნები გაკეთდა, რამხელა ფულიც ჩაიდო და რა დონის პოპულარიზაცია მოხდა საქართველოში, ასეთი პროგრესი არსად ყოფილა, უბრალოდ არსებობს რაღაც ჭერი, რომლის იქეთაც რაგბიში ვერ წახვალ, არაა ეს რაგბი ჩვენი თამაში და ძალად არ იქნება. ამის იქეთ ვერ წავალთ, გუნდებია ჩვენზე ათწლეულებით ადრე თამაშობენ, ვითარდებიან თითქოს და ჩვენზე წინაც კი არ არიან. ამ თამაშს სულ 10-15 ქვეყანაში თამაშობენ, ასე იყო და ასე დარჩება, რადგან რაგბის მსოფლიო ფედერაცია არ ცდილობს ჩაკეტილი კარებები გახსნას, ჩვენ კი არ უნდა ვიხვერწებოდეთ 6 ერში შესვლას, უნდა გააღონ 6 ერის კარები და მინიმუმ 2 გუნდი დაამატონ და თან უნდა ვარდებოდეს ბოლო გუნდი და ეს მიცემს საშუალებას ჩვენნაირ გუნდებს განვითარდეს. სხვა ვარიანტში 4 წელიწადში ერთხელ მაღალ დონეზე თამაშით არაფერი გამოვა. ეს რუსეთი გვყავს დაჭერილი და ვუგებთ, მაგით რა უნდა განვითარდეს? ნუ გვაქ ზემდმეტი მოლოდინები, რაღაც დონეზე რომ გავიდეთ ამისთვის მაღალ დონეზეა საჭირო ხშირი თამაში. ახლა კი არაა რაგბი ჩვენი თამაში, ვისიცაა ისინი იგებენ და ეგ არის.
თენგო
03 ოქტომბერი 2019 17:23
5
ტაქტიკა უნდა შევცვალოთ რაგბშიო რო წერთ.მაშინ ყველაზე კარგი ალტერნატივა იქნება თუ მთავარ მწვრთნელათ ნონა გაფრინდაშვილს დავნიშნავთ!!)))
გურამი
03 ოქტომბერი 2019 12:20
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული