საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სრულიად მოიშალა და ფიჯისთან დიდი ანგარიშით წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: worldrugby

3 ოქტომბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯის ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 10:45 დამარცხდა და თუ სასწაული არ მოხდა, ჯგუფში მე-3 ადგილზე გასვლას ვეღარ შევძლებთ.

მე-12 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" პირველად დააჯარიმეს შერკინებაში ფიჯელები. ხმალაძემ კიდეზე გადაიტანა ბურთი და საქართველოს ნაკრებმა აუტიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ შეუტია და მე-14 წუთზე ფიჯელები მაღალი ბოჭვის გამო დაჯარიმდნენ, თუმცა სოსო მათიაშვილმა ჯარიმა ზუსტად ვერ შეასრულა.

მე-20 წუთზე ქართველებმა სამწუხარო შეცდომა დაუშვეს. ფეხით შეყელებული ბურთის მოედნის ფარგლებს მიღმა გაშვებას კვესელაძე შეეცადა, თუმცა ბურთი ვერ
დაფარა, ის ფიჯელებს ჩაუვარდათ ხელში და ნაიკალევუმ დაგვალელოვა. ვოლავოლამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0.

34-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი კონტრშეტევა გააკეთა. ლობჟანიძემ ხმალაძეს გაატანა და თითქოს ძალიან ცოტა გვქონდა ლელომდე დარჩენილი, თუმცა ჯერ თოდუა შებოჭეს წესების დარღვევით, შემდეგ კი ნემსაძემ ბურთის მეტოქის ჩათვლის მოედანში დამიწება ვერ მოახერხა. მსაჯმა ჯარიმა დაგვიბრუნა და მათიაშვილმა ამჯერად ზუსტად დაარტყა - 3:7. პირველი ტაიმი სწორედ ამ ანგარიშით დამთავრდა.


მეორე ტაიმში კი, საწყის 10 წუთში "ბორჯღალოსნებმა" 2 ლელო გაუშვა. ჩვენი ჩათვლის მოედანში ბურთი ლომანიმ და ტუისოვამ დაამიწეს. მართალია, გიორგი კვესელაძის კარგი თამაშის წყალობით 54-ე წუთზე მამუკა გორგოძემ დადო ლელო და სიტუაცია თითქოს დაიძაბა - 10:17.


თუმცა ეს ბოლო პოზიტიური მომენტი იყო საქართველოს ნაკრებისთვის. 61-დან 71-ე წუთამდე ფიჯელებმა 3 ლელო დაგვიდეს, 3-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში უკვე თითქმის გამანადგურებელი გახდა - 10:38.

თუმცა, ფიჯელები ამაზე არ გაჩერებულან და მე-7 ლელოც დაგვიდეს. რადრადრამ დუბლი შეასრულა და საერთოდაც, სწორედ ამ კაცის უდიდესი დამსახურება იყო, ამ სხვაობით რომ დაამარცხეს საქართველო. ვოლავოლამ გარდასახვა ისევ ზუსტად დაარტყა - 45:10.

ფიჯიმ საქართველოს ნაკრებს აბსოლუტურად ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა. რაც ყველაზე გასაკვირი იყო, კუნძულელებმა შერკინებაშიც კი აჯობეს "ბორჯღალოსნებს" და ამის გათვალისწინებით, ამ ანგარიშით მარცხი გასაკვირი სულაც არ ყოფილა.


"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასი D ჯგუფის ბოლო მატჩს 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან გამართავს. ამ დროისთვის ჩვენს ჯგუფში მდგომარეობა ასე გამოიყურება:

1. უელსი            2 2 0 0 +33 9
2. ფიჯი              3 2 0 1 +14 7
3. ავსტრალია     2 1 0 1 +14 6
4. საქართველო   3 1 0 2 -38 5
5. ურუგვაი         2 1 0 1 -23 4


მკითხველის კომენტარები / 169 /
სისწრაფე, ფანტაზია, კომბინაცია - ნული. უკვე მიკვირს ევროპაში როგორ ათამაშებენ ამათ. ძალიან მტკივა გული მაგრამ რაღაც ბარდაკია გუნდში, არავითარი დისციპლინა. ტალახაძე უფრო სწრაფად ითამაშბდა, ძალიან ზანტად მოძრაობდნენ, რაიმე კომბინაცია თუ აქვთ დამუშავებული არა მგონია, ყველაფერს მწვრთნელს ნუ დააბრალებთ, თუ არ გაინძრევი წააგებ, ჩვენს ფეხბურთელებს ემსგავსებიან სამწუხაროდ
გია
03 ოქტომბერი 2019 15:51
3
ერთმნიშვნელოვანია, რომ მენეჯმენრი არ ვარგა, ოდნავი წინ გადადგმული ნაბიჯიც არ ჩანს რაგბში. პრინციპში ყველაფერში ეგრეა, თუმცა რაგბში აშკარა პროგრესი გვქონდა და და კიდევ ცოტა გვინდოდა რომ რეალურად დაფიქრებულიყვნენ ჩვენი ინტეგრაციით 6 ერში რაიმე ფორმით. ყოველშემთხვევაში სერიოზულად დაგვიწყეს ყურება და ანგარიშგასაწევ ძალად გვთვლიდნენ. ახლა რა კომენტარებს აკეთებენ გადახედეთ და მიხვდებით სად ვართ. გადასაყენებელია მთელი მენეჯმენტი, არაფრის გამკეთებლები ხართ
Patrioti
03 ოქტომბერი 2019 15:50
0
პირველ რიგში დისციპლინაა ნულის ტოლი გუნდში, მერე პლასტიკა უზომოდ აკლიათ და ფანტაზია. ვერც ერთი დამუშავებული კომბინაცია ვერ ვნახეთ საერთოდ ვერც ერთ თამაშზე....
ირაკლი
03 ოქტომბერი 2019 15:40
0
ელასტიურები გვჭირდება და ცეკვები და სხლა ამდაგვარები სჭირდებათ სპორცმენებს. აიაქსის ვარჯიში მაქვს ნანახი ცეკვას დიდ დროს უთმობენ. ქინქლაძე იმიტომ იყო მაგარი, რომ ბავშვობაში ცეკვავდა..........
ასეა ეს
03 ოქტომბერი 2019 15:37
3
დიდი მადლობა მთელ გუნდს სამწვრთნელო შტაბთან ერთად აგრეთვე ფედერაციის ხელმძღვანელობას.გმადლობთ ბატონებო რამეთუ დაგვაბრუნეთ ჩვენს ბავშვობაში როცა საქართველოში რაგბი პირველად შემოვიდა და ამათმა გაგვახსენეს როგორ იწყებოდა რაგბის განვითარება ჩვენს ქვეყანაში.
nika
03 ოქტომბერი 2019 15:18
4
რაგბი რომ განვითარდეს აგერ ერთ რამეს გთავაზობთ: აიყვანეთ ტექნიკური ფეხბურთელი ტიპები და რაგბის თამაში დააწყებინეთ. ჭიდაობიდან და 2უჯრედიანი სპორტებიდან ნურავის ნუ იღებთ რაგბში! უნდა მოვიდნენ ფეხბურთიდან და სხვა ტაქტიკური-ტექნიკური სპორტებიდან აი ესაა რაგბი.
კიდევ ერთი
03 ოქტომბერი 2019 15:09
5
სულ ეს არის დღემანდელი ქართული რაგბი,ბაქი ბუქი,ექვსი ერი,რეგბი ჩვენი თამაშია,მსოფლიოში უძლიერესი შერკინება და რა თქმა უნდა ბიძინას ქება დიდება ქართული რაგბის განვითარების გამო.ხოდა კრიტიკა არ გაბედოთ,ეწყინება.
me
03 ოქტომბერი 2019 15:02
4
ეს დამარცხება გაკვეთილია, და მომავალი გამარჯვებების საწინდარია...
tngh
03 ოქტომბერი 2019 14:56
9
ჰეიგი კი მიდის და მოვა ახალი მწვრთნელი, ჩვეულებრივი ამბავია, ყველა გუნდში ასეა, განახლება და ახალი იდეები, მიდგომები საჭიროა!
მაგრამ
ნაკრების მწვრთნელმა რა უნდა ქნას, შეკრებაზე როგორ შეუცლოს თამაშის სტილი და ფილოსოფია მოთამაშეს, რასაც მთელი წელი აკეთებს, როგორი ტექნიკაც აქვს, იმასთან მიახლოებულს, ცოტა უკეთ ან უარესად, ითამაშებს ნაკრებშიც.
არ არის ასე?
სხვა ამბავია სელექცია, თუ შეეძლო წაეყვანა უკეთესი მორაგბეები, შეეკრა უკეთესი გუნდი და სხვადასხვა მიზეზის გამო არ და ვერ გააკეთა მაშინ მევრთნელის პასუხისმგებლობაა ცხადია..
03 ოქტომბერი 2019 14:50
0
ეხლა უკვე იმ მიჯნაზე ვართ, ძლიერი მწვრთნელიც რომ ვერას გახდება.საქმე იმაშია, რომ ჩვენი უკანა ხაზის მოთამაშეთა უმეტესობა საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში არ თამაშობს, ან სულაც დიდი 10- ის მონაწილეა.ეს დონე კი სამწუხაროდ მხოლოდ რაგბი ევროპის დონეს თუ ეყოფა, მაქსიმუმ ჩვენი დონის რამდენიმე გუნდს. თუ მათი სათამაშო დონე არ ამაღლდა, წარმატება გამორიცხულია.ამიტომ საჭიროა ფრენჩაიზი, რომელზეც რაგბის კავშირის ახალმა ხელმძღვანელმა უნდა იმუშაოს
: )))))))
04 ოქტომბერი 2019 20:02
0
ნუ არ ვიცი რა ვთქვა საშინლად იმედგაცრუებული ვარ.... მესმის რო 4 დღე აღდგენისთვის ძალიან ცოტააა, მარა იმას რა ვუყოთ რო 12 მოთამაშე ისვენებდა დღევანდელი თამაშის???? მე მგონია რო ურუგვაისთან დაყენებული სასტავით რო დაეწყოთ თამაში ასეთი შედეგი არ იქნებოდა... მომკალით და ასე მგონია...
რაც შეეხება კონკრეტულად თამაშს.... შემადგენლობაზე ჩანდა რო თამაშის დაკეტვას და ტრადიციული მიძალებით დროის გაყვანას და უპირატესობის მოპოვებაზე იყო აქცენტი, მარა იმაზე არ დაფიქრებულან რო იძახოდენ ფიჯი გაშფრული გვყავსო, ფიჯელებიც არ ისხდენ კვერცხების საფხანად და ისინიც გაგვიშიფრავდენ თამაშს?????
ხო აჩვენა ურუგვაისთან თამაშმა რო აფრასიძე გაცილებით პროდუქტიული და კრეატიულია ვიდრე ლობჟანიძე??? სამწუხაროდ ვასკამ პროგრესი დაკარგა, ასე ჩანს ამ ეტაპზე ყოველი შემთხვევისთვის. აშკარად ტორმუზია მისი თამაში, საწყენია მარა ასეა.
მათიაშვილს რო არტყმევინებ ჯარიმას, წინა თამაშშიც გაფუჭ, იმის წინაშიც.... დააარტყმევინე რა აბჟანდაძეს... შესანიშნავად ურტყამს ეს ბიჭი... და ვაბშემც მათიაშვილი 15 ნომერზე მოთამაშე არააა მე თუ მკითხავთ, უფრო 14-ია.
სადააა 125% ფიზიკური მომზადება???? ფედერაციაააააა, თქვენთან ირბინა ვოლავოლამ ამოგდებული ინსტრუმენტით!!!! შერკინებაშიც კი მოგვიგეს....
მოკლედ მიზეზები ბევრია მაგრამ, მოთხოვნა ერთადერთი უნდა იყოს სიტუაციის რეალურად მაყურებლისგან -- ფედერაცია დროზე დააახვიეეეეთთთთ. სვანაძე ეს გასიებული ბოღმის ბოჭკა დააახვიეეეეეე.
დროზე დააბრუნეთ ნიჟარაძე. დროზეეეეე. თორე რუმინეთი მონაგონი იქნება ისეთ დღეში ჩავვარდებით!!!!
პ.ს. ბიჭებს ნუ ლანძღავთ აქ ზოგიერთები ბლინ!!! ჯანსაღი კრიტიკა და ლანძღვის გარჩევა ისწავლეთ ბიჯოოოოოოოო
მიროსან
03 ოქტომბერი 2019 14:50
2
მართალია... აფრასიძე-აბჟანდაძე, გიორგაძე, გოგიჩაშვილი... ჟვანია... ფრთაზე მათიაშვილი და 15ზე კვირიკაშვილი და მოსაგები იყო...
ႧႤႬႢႨႦႨ
03 ოქტომბერი 2019 15:06
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული