საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სრულიად მოიშალა და ფიჯისთან დიდი ანგარიშით წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: worldrugby

3 ოქტომბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯის ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 10:45 დამარცხდა და თუ სასწაული არ მოხდა, ჯგუფში მე-3 ადგილზე გასვლას ვეღარ შევძლებთ.

მე-12 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" პირველად დააჯარიმეს შერკინებაში ფიჯელები. ხმალაძემ კიდეზე გადაიტანა ბურთი და საქართველოს ნაკრებმა აუტიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ შეუტია და მე-14 წუთზე ფიჯელები მაღალი ბოჭვის გამო დაჯარიმდნენ, თუმცა სოსო მათიაშვილმა ჯარიმა ზუსტად ვერ შეასრულა.

მე-20 წუთზე ქართველებმა სამწუხარო შეცდომა დაუშვეს. ფეხით შეყელებული ბურთის მოედნის ფარგლებს მიღმა გაშვებას კვესელაძე შეეცადა, თუმცა ბურთი ვერ
დაფარა, ის ფიჯელებს ჩაუვარდათ ხელში და ნაიკალევუმ დაგვალელოვა. ვოლავოლამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0.

34-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი კონტრშეტევა გააკეთა. ლობჟანიძემ ხმალაძეს გაატანა და თითქოს ძალიან ცოტა გვქონდა ლელომდე დარჩენილი, თუმცა ჯერ თოდუა შებოჭეს წესების დარღვევით, შემდეგ კი ნემსაძემ ბურთის მეტოქის ჩათვლის მოედანში დამიწება ვერ მოახერხა. მსაჯმა ჯარიმა დაგვიბრუნა და მათიაშვილმა ამჯერად ზუსტად დაარტყა - 3:7. პირველი ტაიმი სწორედ ამ ანგარიშით დამთავრდა.


მეორე ტაიმში კი, საწყის 10 წუთში "ბორჯღალოსნებმა" 2 ლელო გაუშვა. ჩვენი ჩათვლის მოედანში ბურთი ლომანიმ და ტუისოვამ დაამიწეს. მართალია, გიორგი კვესელაძის კარგი თამაშის წყალობით 54-ე წუთზე მამუკა გორგოძემ დადო ლელო და სიტუაცია თითქოს დაიძაბა - 10:17.


თუმცა ეს ბოლო პოზიტიური მომენტი იყო საქართველოს ნაკრებისთვის. 61-დან 71-ე წუთამდე ფიჯელებმა 3 ლელო დაგვიდეს, 3-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში უკვე თითქმის გამანადგურებელი გახდა - 10:38.

თუმცა, ფიჯელები ამაზე არ გაჩერებულან და მე-7 ლელოც დაგვიდეს. რადრადრამ დუბლი შეასრულა და საერთოდაც, სწორედ ამ კაცის უდიდესი დამსახურება იყო, ამ სხვაობით რომ დაამარცხეს საქართველო. ვოლავოლამ გარდასახვა ისევ ზუსტად დაარტყა - 45:10.

ფიჯიმ საქართველოს ნაკრებს აბსოლუტურად ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა. რაც ყველაზე გასაკვირი იყო, კუნძულელებმა შერკინებაშიც კი აჯობეს "ბორჯღალოსნებს" და ამის გათვალისწინებით, ამ ანგარიშით მარცხი გასაკვირი სულაც არ ყოფილა.


"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასი D ჯგუფის ბოლო მატჩს 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან გამართავს. ამ დროისთვის ჩვენს ჯგუფში მდგომარეობა ასე გამოიყურება:

1. უელსი            2 2 0 0 +33 9
2. ფიჯი              3 2 0 1 +14 7
3. ავსტრალია     2 1 0 1 +14 6
4. საქართველო   3 1 0 2 -38 5
5. ურუგვაი         2 1 0 1 -23 4


მკითხველის კომენტარები / 169 /
დიდი მადლობა მელიტონას მარა ერთ წლის წინ წასულიყო ჯობდა. გრანდებს არ ვეტამაშებითო და მაგის ბრალია ერთ ადგილზე რო ვართო. სამ პირველი დონის გუნდს ვეთამაშეთ ზედიზედ - 2 შოტლანდიას და ერთი უელსს. რამე დაინახეთ ან ექსპერიმენტი ან განსხვავებული მიდგომა ? არა. გორგოძის მიმართ ალალი იყოს ის ტაში რაც დაგვიკვრია და დამიკვია მარა რატო დაბრუნდა გუნდში რომელშიც 2 წელია არ უთამაშია და მის სტილს საერთოდ ჩამორჩენილია? შერკინებაში დომინანტები ვიყავით და ახალი ტრენერი რატო ჩამოვიყვანეთ? და ბოლოს, ნიჟარაძე სვანიძით რატო შევცვალეთ? რამე შემატა ან ჩემპიონატს ან ნაკრებს?
d
03 ოქტომბერი 2019 11:42
1
ბარემ ვაისასაც მოუხადეთ მადლობა D.D.D
555
03 ოქტომბერი 2019 15:25
0
ხო უხადე მადლობები, 8 წელი უამრავი ფული წაიღო საქართველოდან და შერკინებაში აუტსაიდერად გვაქცია, თან ამდენი ქება თავში აუვარდა.
aleksandre
03 ოქტომბერი 2019 13:49
1
სანამ ხელდახელ თამაშს, სწრაფ კომბინაციებს და ერთი ერთზე ნორმალურად თამაშს არ ვისწავლით არსად არაფერი გვესაქმება არც 6 ერში ხა არც არსად, ესე მგონია რო საქართველო ყველაზე სუსტი გუნდია ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, ძალიან დიდი გულის ტკივილით ვიძახი ამას და ამავე დროს ყველაზე არასანახაობრივ რაბს თამაშობს ამ მსოფლიოზე.
ენთაზი
03 ოქტომბერი 2019 11:41
6
ფიჯისთან ასეთი სხვაობით წაგება სამწუხაროა, მაგრამ ყველა კომპონენტში შენზე ძლიერ მეტოქესთან დამარცხება, ტრაგედია ნამდვილად არ არის. უბრალოდ, სწორი დასკვნების გაკეთება არის აუცილებელია. P.S. ვფიქრობ, მსოფლიოს თასებს შორის ბოლო ოთხწლიან ციკლში რეგრესი თუ არა პროგრესი ნამდვილად არ ჰქონია ნაკრებს და ამ ყველაფრის გამომწვევ მიზეზებს კარგი ანალიზი და თამაშის ხარისხის მუდმივად დახვეწას თავდაუზოგავად მუშაობის გაგრძელება ესაჭიროება და ყველაფერი კარგად იქნება.
........
03 ოქტომბერი 2019 11:38
6
თქვე კაი ხალხო რა გიკვირთ ამხანაგურებშიც აგებდენ გაიხსენეთ იაპონიასთან სრული ფიასკო და იგივე ფიჯისთან და კიდევ ბევრი, მაშინ ამას არავინ არ მიაქცია ყურადღება.საერთოდ გვაჯობენ ყველაფერში, შერკინებაშიც რაც ვერ წარმოედგინა ქართველ გულშემატკივარს. ამ კვესელაძემ და მათიაშვილმა საერთოდ როგორ ითამაშენ თუ მათ თამაშს თამაში ქვია... ფედერაციას დავაი დასვიდანია ნუ ჰეიგი ისედაც მიდის.და საერთოდ ახალგაზრდულის მწვრთნელები დანიშნეთ ჯობია თუ ფული არ გაქვთ ნორმალურის მოსაწვევად... ჟვანიას რას ერჩოდით უკეთესები გყავდათ თუნდაც კვირიკაშვილს და საერთოდ კიდევ კარგი რომ ჰეიგი მიდის და იმედია სვანიძე მისი სასტავით მიყვება უკან და დააბრუნეთ ნიჟარაძე სანამ არ დავალთ რუსეთის და რუმინეთის დონემდე... ველოდები დისლაიკებს ფედერაციის აქტივისტებისაგან...
Maximus
03 ოქტომბერი 2019 11:37
0
თამაში წააგო მათიაშვილმა, სამი უმნისვნელოვანესი ლელო გავიდა მისგან, ბატივით იყო დაბნეული, არ იცოდა საით წასულიყო, უსუსტესი იყო კვესელაძე და ლობჟანიძე და ამ დროს გიზის ჩილაჩავა, მალაღურაძე და აფრასიძე. ას პროცენტიანი მოსაგები თამაში იყო. ეს ბიჭები რომ ყოლოდა, პირველ ტაიმს დიდი სხვაობით მოვიგებდით და მეორეშიც ტაქტიკურად გამართულები გავიდოდით. ამას მწვრთნელი ვერ ხედავს? არ მესმის მათიაშვილი რა ლოგიკით უნდა დაეყენებია, ან კვესელაძე-ლობჟანიძე. მსაჯიც არ მომეწონა. როგორც სჩანს, აქაც ტოტალიზატორი ჩაერია, ან ურუგვაისთან როგორ წააგო ფიჯიმ. თამაში მოსაგები იყო და იგი ჰეიგმა და მატიაშვილმა წააგო. მტელმა ქვეყანამ ვიცოდით რომ მათიაშვილი ფორმაში არ იყო. ამ დროს ლომები ისხდნენ. არ ვიცი, არა. გასაკვირია ეს ყველაფერი. ფედერაციის პრეზიდენტი დასახვრეტია. აქაც ნეპოტიზმია? კაროჩე, ხო ვერ გავიხარეთ
ვასო
03 ოქტომბერი 2019 11:34
2
ლობჟანიძე კვესელაძის დუეტი დღეს რაღაცით წააგავდა ინიესტა მესის ტანდემს?
ლუი
03 ოქტომბერი 2019 11:34
0
ახალი მწვრთნელია მოსაყვანი და დიდი სამუშაოა ჩასატარებელი.
სტატუს ქუო
03 ოქტომბერი 2019 11:33
1
და რომელია ჩვენი თამაში რაგბს როეცი შე დალოცვილო სად ბდღვნი ყველაფერს არსად ხოდა ეგ იცით რისი ბრალია ზედმეტი მოლოდინების რეალობას რო წყდები და კიდე წინასწარ ბაქიბუქის.ისე კი თაობათა ცვლა გარდაუალია რადგან ესეთი რაგბი ჩაბარდა პატრონს და კაი ხამია გავიდა მარილზე
zaza
03 ოქტომბერი 2019 11:31
6
ცოტა თვალი გაახილე და დაინახავ რომ ბოლო თვენახევარში რვა მსოფლიოს ჩემპიონი გყავს!!!! ჩხვიმიანი წურწუმია გობაძე პეტრიაშვილი ლომთაძე დავითაშვილი პლესნოი ტალახაძე!!!!
გურამი
03 ოქტომბერი 2019 11:54
4
რედაქციავ, თქვენ იყოთ უნამუსოები თუ არ გამოაქვეყნოთ ახლა რასაც ვიტყვი:
"ეს იყო დიდი ჩასვრა დიდ გარშოკში! ფაქტიურად, ეს იყო ქართული რაგბის წინსვლის დასამარება და წარსულში დაბრუნება!"
სიმართლე
03 ოქტომბერი 2019 11:31
13
ისე ჩემი აზრით ,ქრონოლოგიურად რო მოვყვეთ შოტლანდიასთან ტესტ მატჩებმა მგონი ფსიქოლოგიურად ძაან შეგვიშინეს ბიჭები რასაც ვუყურე ყველა თამაშში თითქოსდა შეშინებულები ვიყავით ,რა ყქმა უნდა მაგათ უნდა ვეთამაშოთ ისე ვერც ვერაფერში განვითარდებით მარა მაინცდამაინც მსოფლიოს წინნ არ გაგვიკეთა კაი საქმე
Ggg
03 ოქტომბერი 2019 11:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული