საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სრულიად მოიშალა და ფიჯისთან დიდი ანგარიშით წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: worldrugby

3 ოქტომბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯის ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 10:45 დამარცხდა და თუ სასწაული არ მოხდა, ჯგუფში მე-3 ადგილზე გასვლას ვეღარ შევძლებთ.

მე-12 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" პირველად დააჯარიმეს შერკინებაში ფიჯელები. ხმალაძემ კიდეზე გადაიტანა ბურთი და საქართველოს ნაკრებმა აუტიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ შეუტია და მე-14 წუთზე ფიჯელები მაღალი ბოჭვის გამო დაჯარიმდნენ, თუმცა სოსო მათიაშვილმა ჯარიმა ზუსტად ვერ შეასრულა.

მე-20 წუთზე ქართველებმა სამწუხარო შეცდომა დაუშვეს. ფეხით შეყელებული ბურთის მოედნის ფარგლებს მიღმა გაშვებას კვესელაძე შეეცადა, თუმცა ბურთი ვერ
დაფარა, ის ფიჯელებს ჩაუვარდათ ხელში და ნაიკალევუმ დაგვალელოვა. ვოლავოლამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0.

34-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი კონტრშეტევა გააკეთა. ლობჟანიძემ ხმალაძეს გაატანა და თითქოს ძალიან ცოტა გვქონდა ლელომდე დარჩენილი, თუმცა ჯერ თოდუა შებოჭეს წესების დარღვევით, შემდეგ კი ნემსაძემ ბურთის მეტოქის ჩათვლის მოედანში დამიწება ვერ მოახერხა. მსაჯმა ჯარიმა დაგვიბრუნა და მათიაშვილმა ამჯერად ზუსტად დაარტყა - 3:7. პირველი ტაიმი სწორედ ამ ანგარიშით დამთავრდა.


მეორე ტაიმში კი, საწყის 10 წუთში "ბორჯღალოსნებმა" 2 ლელო გაუშვა. ჩვენი ჩათვლის მოედანში ბურთი ლომანიმ და ტუისოვამ დაამიწეს. მართალია, გიორგი კვესელაძის კარგი თამაშის წყალობით 54-ე წუთზე მამუკა გორგოძემ დადო ლელო და სიტუაცია თითქოს დაიძაბა - 10:17.


თუმცა ეს ბოლო პოზიტიური მომენტი იყო საქართველოს ნაკრებისთვის. 61-დან 71-ე წუთამდე ფიჯელებმა 3 ლელო დაგვიდეს, 3-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში უკვე თითქმის გამანადგურებელი გახდა - 10:38.

თუმცა, ფიჯელები ამაზე არ გაჩერებულან და მე-7 ლელოც დაგვიდეს. რადრადრამ დუბლი შეასრულა და საერთოდაც, სწორედ ამ კაცის უდიდესი დამსახურება იყო, ამ სხვაობით რომ დაამარცხეს საქართველო. ვოლავოლამ გარდასახვა ისევ ზუსტად დაარტყა - 45:10.

ფიჯიმ საქართველოს ნაკრებს აბსოლუტურად ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა. რაც ყველაზე გასაკვირი იყო, კუნძულელებმა შერკინებაშიც კი აჯობეს "ბორჯღალოსნებს" და ამის გათვალისწინებით, ამ ანგარიშით მარცხი გასაკვირი სულაც არ ყოფილა.


"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასი D ჯგუფის ბოლო მატჩს 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან გამართავს. ამ დროისთვის ჩვენს ჯგუფში მდგომარეობა ასე გამოიყურება:

1. უელსი            2 2 0 0 +33 9
2. ფიჯი              3 2 0 1 +14 7
3. ავსტრალია     2 1 0 1 +14 6
4. საქართველო   3 1 0 2 -38 5
5. ურუგვაი         2 1 0 1 -23 4


მკითხველის კომენტარები / 169 /
არ მინდა უხეშად გამომივიდეს,უდიდეს პატივს ვცემ ქართველ მორაგბეებს,მაგრამ დროა მიწაზე დავეშვათ და რუმინეთთან,რუსეთთან,გერმანიასტან და მსგავს გუნდებთან მოგებას წარმატება არ დავარქვათ.ეს ჩემპიონატი ჩააგდო მწვრთნელმა,მათიაშვილმა,კვესელაძემ, ლობჟანიძემ ნარიაშვილმა მამუკაშვილმა და თითქმის უკანა ხაზის ყველა მოთამაშემ.რა უბედურებაა ეს დაგვიანებული შეცვლები როცა მარქაფაში ძლიერი მოთამაშეები გყავს რომელთაც მიდის თამაში და აზროვნებენ.დროა რაღაც შევცვალოთ,ტაქტიკა მიდგომა თუ სხვა კომპონენტი იმიტო რომ წიან ჩემპიონატთან შედარებით ჩვენი გუნდი რეგრესს განიცდის.თუ თაობათა ცვლაა მივცეთ ახალ ტაობას თამშის საშუალება დაე მაგათმა წააგონ ამ ანგარიშით,სამაგიეროდ დაიგეშებიან.პატივისცემა და სიყვარული ჩვენ მორაგბეებს
ბექა
03 ოქტომბერი 2019 11:11
1
თქვე კაი ხალხო რა გიკვირთ ამხანაგურებშიც აგებდენ გაიხსენეთ იაპონიასთან სრული ფიასკო და იგივე ფიჯისთან და კიდევ ბევრი, მაშინ ამას არავინ არ მიაქცია ყურადღება.საერთოდ გვაჯობენ ყველაფერში, შერკინებაშიც რაც ვერ წარმოედგინა ქართველ გულშემატკივარს. ამ კვესელაძემ და მათიაშვილმა საერთოდ როგორ ითამაშენ თუ მათ თამაშს თამაში ქვია... ფედერაციას დავაი დასვიდანია ნუ ჰეიგი ისედაც მიდის.და საერთოდ ახალგაზრდულის მწვრთნელები დანიშნეთ ჯობია თუ ფული არ გაქვთ ნორმალურის მოსაწვევად... ჟვანიას რას ერჩოდით უკეთესები გყავდათ თუნდაც კვირიკაშვილს და საერთოდ კიდევ კარგი რომ ჰეიგი მიდის და იმედია სვანიძე მისი სასტავით მიყვება უკან და დააბრუნეთ ნიჟარაძე სანამ არ დავალთ რუსეთის და რუმინეთის დონემდე... ველოდები დისლაიკებს ფედერაციის აქტივისტებისაგან...
Maximus
03 ოქტომბერი 2019 11:37
0
მეგობრებო, თუ ამ მოსაზრებაში მეთანხმებით. დამილაიქეთ!( იქნებ ვინმემ გაითვალისწინოს!): მხოლოდ, შერკინების და ძალისმიერი თამაშის იმედად ყოფნა, უკვე ძალიან ძველი სკოლაა(1970-იანი წლების და ვხედავთ ყოველთვის არ ამართლებს)! ამას, ძირითად იარაღად იყენებენ დაბალი ეშელონის გუნდები. თუ გვინდა ქართული რაბი განვითარდეს, მთელი ძალისხმევა უნდა გადაიტანონ ხელის ტექნიკის და სისწრაფეების გამომუშავებაზე! ეს ამოცანა უნდა გახდეს მთავარი, როგორც ახალი მწვრთენისთვის, ისე ბავშვთა რაგბიში! წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი თამაში ეწინააღმდეგება, რაგბის განვითარებას და უკანდახევა გარდაუვალია! ბავშვთა რაგბიში უნდა შეირჩეს მოზარდები სწრაფი აზროვნების და კოორდინაციის მიხედვითაც! მადლობა!
daTo
03 ოქტომბერი 2019 12:11
0
მართალია, სოსო ! ამას ამბობდა ჰეიგიც 8 წლის განმავლობაში, მაგრამ შედეგი?! ჩვენი გუნდი ისევ ვერ თამაშობს თანამედროვე სწრაფ გუნდებთან, ცდილობს ჩაკეტოს თამაში და შერკინების ხარჯზე გავიდეს ფონს! რაგბი მარტო ჭიდაობა არაა! ვიღებთ არამიმზიდველ თამაშს! ურუგვაიც კი ცდილობდა გაშლილი და სწრაფი რაგბის თამაშს. მე, მგონია, რომ, ისეთ ადგილას ვაკაკუნებთ, სადაც კარები არ არის!
daTo
03 ოქტომბერი 2019 16:43
0
მართალს ამბობ დათო და მოგიწონე კიდეც,მაგრამ სწორედ ამას ცდილობდა მთელი რვა წელი მილტონ ჰეიგი და რაგბის ფედერაცია.მეორე საკითხია,რომ შედეგი,როგორიც გვჭირდებოდა,ისეთი ვერ მივიღეთ.მასობრიობა,ჯერაც ვერ არის ისეთ დონეზე,რაც გვჭირდება და არჩვევანის საშუალებაში შეზღუდულები ვართ.მთელი ფიჯი რაგბს თამაშობს,უელსსა და შოტლანდიაში იმაზე მეტი რაგბის კლუბია,ვიდრე ჩვენთან რაგბში მოვარჯიშე და რა თქმა უნდა უკეთესი არჩვევანის საშუალებაც აქვთ.ყველაფერს დრო სჭირდება,მაგრამ ხელს ისიც გვიშლის,რომ ახალგააზრდობა ქვეყნიდან გარბის,შობადობამ ძალიან იკლო და შესაბამისად ბავშვთა რაოდენობაც,ესე იგი ასარჩევი კონტინგენტიც, სულ უფრო მცირდება.მე როცა ვსწავლობდი,ჩემი გამოშვება,სამი პარალელური კლასი იყო,ახლა კი ჩემს სოფელში,ერთი კლასიც ვეღარ ივსება.ესაა ჩვენი მთავარი უბედურება.
სოსო
03 ოქტომბერი 2019 13:04
1
უნდა ვუთხრათ ჩვენ ბებერ ლომებს მადლობა და გავაცილოთ. დადგა ამის დრო,სამწუხაროდ. მივცეთ ახალგაზრდებს მეტი თამაშის საშუალება. ბებრუხანა და ზანტი რაგბი პატრონს ჩაბარდა.
რამდენჯერაც შემოგვიტიეს, იმდენი ლელო დაგვიდეს.
TanoLife
03 ოქტომბერი 2019 11:13
1
ნეიტრალური გულშემატკივარი რომ ვიყო ვიტყოდი რომ, ყველაზე უინტერესო და უფანტაზიო გუნდები ამ ჩემპიონატზე არიან ნამიბია, კანადა და საქართველო. წყალში ჩაყრილი 4 წელი
giorgi
03 ოქტომბერი 2019 12:35
1
და რუსეთიც
გელა
03 ოქტომბერი 2019 12:43
3
რედაქციავ, თქვენ იყოთ უნამუსოები თუ არ გამოაქვეყნოთ ახლა რასაც ვიტყვი:
"ეს იყო დიდი ჩასვრა დიდ გარშოკში! ფაქტიურად, ეს იყო ქართული რაგბის წინსვლის დასამარება და წარსულში დაბრუნება!"
სიმართლე
03 ოქტომბერი 2019 11:31
13
მე შოტლანდიასთან პირველი თამაშის შემდეგ დავწერე იმათ კვაჭები მგონი ჩვენს 4 და 5 ნომერზე მაღლები არიანთქო ... ჩვენები ტოპ გუნდების მოთამაშეებს სიმაღლეშ 4-5 სანტიმეტრით ჩამორჩებიან საშუალოდ ყველა პოზიციაზე... ხოდა სიმაღლე რომ არ ყოფნით მასა რომ შეივსონ კუნთოვან მასას იზრდიან და სისხარტეს კარგავენ.... აი მთავარი რატო ვერ ვთამაშობთ თანამედროვე რაგბის :)
pontid გურია
03 ოქტომბერი 2019 12:26
1
კომენტარიც კი ზედმეტია, იმხელა უპირატესობა ჰქონდათ ყველაფერში. ფიზიკურად კიდევ ერთ ასეთ თამაშს ჩაატარებდნენ. ჩვენებზე ვერაფერს ვიტყვი, უკანა ხაზი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
: )))))))
03 ოქტომბერი 2019 11:15
0
ვინც შარშან, წყნარი ოკეანის თასზე ფიჯისთან თამაშის მეორე ტაიმი ნახა, დამეთანხმება იმაში, რომ მილტონ ჰეიგმა იმ თამაშიდან ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანა. შარშანაც მეორე ტაიმში თითქმის ყველა შერკინება მოგვიგეს, ზუსტად ასეთივე სტილში დაგვიდეს ლელოები. არაფერს აღარ ვამბობ მათიაშვილი, თოდუა, კვესელაძის თამაშზე - სამივემ უსუსტესად ითამაშა და 36 გაცუდებული ბოჭვიდან უმრავლესობა მათზეა, თანაც გადამწყვეტ მომენტებში. ძალიან ბევრ კომპონენტში გვაქვს მოსამატებელი, სამწუხაროდ დღეს რეალობა დავინახეთ - ფიჯის კონკურენტები ჩვენ დღესდღეობით არ ვართ
გულშემატკივარი
03 ოქტომბერი 2019 11:08
0
რაგბი ჩვენი თამაშიაო - ამის თქმის უფელბას თავს არ აძლევენ ზელანდიელები, ავსტრალიელები, სამხრეთაფრიკელები და მოკლედ ვისაც შეიძლება ქონდეს რეალურად ამის თქმის ამბიცია.

მოკლედ მარტო ქართული სიმჩატე თუ იტყოდა ამას, მაშინ როცა მსოფლიოს ათეულშიც კი არ არ ვართ. არა უშავს, კარგი გაკვეთილია. მეტი მუშაობა, ნაკლები თავში ავარდნა, მეტი თავმდაბლობა და შედეგიც იქნება. გავამხნევოთ ბიჭები, გულით ითამაშეს მაგრამ თავზევით ძალა არ არის.
ლევანი
03 ოქტომბერი 2019 11:24
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული