მერაბ შარიქაძე: ბოდიში, რომ ვერ გაგახარეთ...

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ფიჯისთან დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ მოედანზევე მსოფლიო რაგბის ტელევიზიასთან კომენტარი გააკეთა.

"არ ვიცი, რა მოხდა... რა შანსებიც გვქონდა, საკმარისად ვერ გამოვიყენეთ, ქულები ვერ მოვაგროვეთ. ფიჯელებმა კარგად ითამაშეს... ძალიან სამწუხარო შედეგი მივიღეთ.

ჩვენ ვალდებულების გრძნობა და თავდადება არ გვაკლია, თუმცა თავდადება ყოველთვის საკმარისი არაა. ქულების გარეშე ეს თავდადება ფუჭია, მოგებისათვის ქულები გვჭირდება.

ბოდიში მინდა მოვუხადო ჩვენს გულშემატკივრებს. ვიცით, თუ რა მნიშვნელობაც ჰქონდა მათთვის ამ შეხვედრას. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ მათი გახარება ვერ შევძელით."

საქართველოს ნაკრებს
მსოფლიო თასზე კიდევ 1 თამაში დარჩა ავსტრალიის ნაკრებთან. აღნიშნული მატჩი 11 ოქტომბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 48 /
ჭამასმას მოუკელით და სირბილს მიხედეთ, თორემ სულ ასე ჩასვრილები იქნებით.
Status quo
03 ოქტომბერი 2019 14:34
5
ბიჭებო გენაცვალეთ მონდომებაში და იმ გრძნობის განცდაში რასაც ქვეყნისა და ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა ქვია. ჩემი აზრით (სუბიექტურია) ძალიან დიდი წვლილი "მოტივაციის არ ქონაში" ითამაშა გულშემატკივარმა და მედიამ, თითქოს განცდა იყო ფიჯის (აუცილებლად) მოვუგებთ და მერე ავსტრალიასთან "რა იცი რა ხდება". მიყვარხართ ბიჭებო და წინ ბევრი გამარჯვებები გელით ქართველების გულის გასახარათ. თქვენით ამაყობს საქართველო.
dato
03 ოქტომბერი 2019 14:05
9
ყველაფერში ზედაპირულობა გვანადგურებს . იმედგაცრუებული? 2-3 წელია ნათლად ჩანს რომ ნაკრები ვერ ვითარდებოდა, რუმინეთშიც გამოჩნდა...?! გადახედეთ ჩვენს ლელოებს, 90 პროცენტი ჭიდაობაში გვაქვს დადებული. ეს გუშინდელი რაგბია. ურუგვაიმ რაგბის თამაშში გვაჯობა, მათი ლელოც ამას ადასტურებს, ჩვენ ჭიდაობაში დავჯაბნეთ. იმედგაცრეებული კი არა, განადგურებული ვარ რეალობით,ცრუ იმედებს რომ იძლეოდა ჰეიგი,(თუ დიპლომატიურად აფერისტობდა?) მაგრამ მოულოდნელიც არ იყო ჩემთვის, ამ ბიჭების პატივისცემაში ნუ შემეჯიბრებით, მე მგონია სხვა მწვრთნელის ხელში სხვა თამაშის სწავლა მოუწევთ. ან ახალგაზრდებზე უნდა გადავერთოდ, თუ 20 წლიანებში უკვე დაგვიანებული არ არის.იტალიამდე ჯერ დრო რჩება. ფედერაციას თუ უნდა განვითარება -უნდა მოიარონ საქართველო -სხარტი და პლასტიკასთან დაახლოებული ბავშვები მოიძიონ, დააფინანსონ და წინსვლა თვალში საცემი გახდება, ჰეიგს და მის ოჯახს მადლობა, მაგრამ ადრე 2-3 წ. წინ უნდა წასულიყო...
გუსანი
03 ოქტომბერი 2019 14:23
0
ყანყრატო მაქვს ბოღმით და ტკივილით გაჭედილი.... რატომ...რატოოომ... ანგარიში სამარცხვინოა, მაგრამ ხდება... მაგრამ თუ ფიჯი შერკინებაშიც კი ასე დაგვჩაგრავდა...ამას კოშმარულ სიზმარსიც კი ვერ წარმოვიდგენდი....
გიორგი48
03 ოქტომბერი 2019 13:42
0
წაგებაზე კი არ მწყდება გული.იმაზე მწყდება რომ რაშიც ვჯობდით მოწინააღმდეგეებს იმაშიც ვეღარ ვჯობივართ.ეს მელიტონას ბრალი არაა. ამას უფრო ღრმათა აქვს ფესვები გამჯდარი
გრიგოლ1408
03 ოქტომბერი 2019 13:32
0
ეს დამარცხება მომავალი გამარჯვებების საწინდარია!!!
Teimurazi
03 ოქტომბერი 2019 14:57
4
ქართული ჭიდაობა&ძიუდო აი რა არის ჩვენი.
გიგი
03 ოქტომბერი 2019 12:48
11
ბიჭები კარგები გვყავს. ტაქტიკაა სსწორი დასაყენებელი. ისე რომ გუნდმა ორივე ტაიმი ითამაშოს. ჯერჯერობით თანაბრად თამაში 1 ტაიმი შეგვიძლია ძლიერ მეტოქესთან. იმედია ახალი ტრენერი უკეთესი იქნება. იმედია მარტო ჭიდაობას არ ვიხილავთ მომავალში. ახლანდელებიც ძლიერები არიან და მომავალი თაობაც იმედის მომცემია.
ალბად ფედერაციას უნდა უძღვოდეს ისეთი პიროვნება ვინც ყველაზე კარგად შეასრულებს თავის საქმეს. მერე კი ძლიერი ტრენერი უნდა მოვიწვიოთ და მე მგონი იქნება პროგრესი. თან კლუბებიც და შიდა ჩემპიონატის დონემ უნდა აიწიოს.
მადლობა ბიჭებს და ჰეიგს. მე მჯერა თქვენი ბიჭებო. ღმერთი თქვენსკენ!
კობა
03 ოქტომბერი 2019 14:22
3
თავითავად კარგები არიან აბა რა. მაგრამ როგორც მოთამაშეები მაღალი დონის არ არია, რაც შედეგით დადასტურდა.
შალვა
03 ოქტომბერი 2019 15:45
0
საბოდიშო არაფერი გაქვთ, ძალით რომ არ წაგიგიათ ყველამ დაინახა, უბრალოთ ქართველებს გვჩვევია ტრაბახი და ბაქი ბუქი და ეს გვღუპავს სწორედ, ჩვენ რეალობის აღთქმა არ ვიცით და სულსწრაფები ვართ, იმისათვის რომ დიდ გუნდებს მოუგოთ ბევრი უნდა ვიშრომოთ და გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა, პატივს უნდა ვცემდეთ ერთმანეთს, მოკლედ ბევრი გვაკლია წარმატებებისთვის,ეს მარტო რაგბს არ ეხება ზოგადად ყველაფერს
zmo
03 ოქტომბერი 2019 13:36
2
ამ მწარე და უშანსო მარცხმა დაგვარწმუნა, რომ ამ თაობის მორაგბეებს დიდ ექვსეულში შანსი არ აქვთ..
იქნეებ 18 და 20 წლამდელებმა პერსპექტივაში ...რაამე...ეჰჰჰ... გასკდა გული...
გიორგი 50
03 ოქტომბერი 2019 13:45
1
გასკდა გული... ალბათ, 10 წლის სიცოცხლე დამაკლდა....
გიორგი 50
03 ოქტომბერი 2019 13:59
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული