ფიჯელთა კაპიტნის კომენტარი საქართველოს დამარცხების შემდეგ

AutoSharing Option
ფიჯის ნაკრების კაპიტანმა დომინიკო ვაქანიბუროტუმ საქართველოსთან გამართული მატჩის შემდეგ მსოფლიო რაგბის ტელევიზიას კომენტარი მისცა.

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მოთამაშეებს. მათ ამ შეხვედრაში მთელი გული ჩადეს, თავი არ დაუხრიათ და შესანიშნავად დაასრულეს თამაში.

თამაშამდე ვიცოდით, რა გველოდებოდა, საქართველოს ხომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შერკინება ჰყავს. ეს დიდი გამოწვევა იყო ჩვენთვის და ბიჭებს კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო, რომ თამაშის ბოლომდე არაფერი დაუთმიათ".

ფიჯის ნაკრებს წინ 1 შეხვედრა ელის უელსის ეროვნულ გუნდთან და თუ ევროპელების დამარცხებას მოახერხებენ, გარკვეული შანსები ექნებათ პლეი-ოფში გასასვლელად.

საქართველოს დამარცხების შემდეგ " style="height: 50px; width: 50px;" />საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სრულიად მოიშალა და ფიჯისთან დიდი ანგარიშით წააგო [VIDEO]

altმერაბ შარიქაძე: ბოდიში, რომ ვერ გაგახარეთ...

მკითხველის კომენტარები / 8 /
მოდით ნუ დავაბრაებთ წაგებას იმას, რომ ჩვენს ნაკრებს ძლიერ ნაკრებებთან იშვიათად უწევთ თამაშო. ჯერ ერთი მოთამაშეთა 80%-ზე მეტი ევროპის უძლიერეს გუნდებში თამაშობს და მეორეც ფიჯელებს შიდა ჩემპიონატიც ჩვენზე სუსტი აქვთ და ნაკრებიც არ ეთამაშება მსოფლიოს უძლიერეს გუნდებს, მაგრამ?...
ჟორა
08 ოქტომბერი 2019 20:06
0
კლასის შემდგომ ამაღლებას, როგორც ვხედავთ უკვე მოითხოვს ყველას ერთობლივ ძალისხმევას.
საჭიროა ძლიერი საქართველოს პირველობა, თუმცა ყველაფერი ბავშვთა რაგბიდან უნდა დაიწყოს. კიდევ ბევრი საკითხია მაგრამ ეს უმთავრესია.
არ შეიიძლება იმის უგულვებელყოფა, რაც გაკეთდა.
პეტრე
04 ოქტომბერი 2019 16:34
0
თუ გვინდა მსოფლიოს თვალში რეიტინგი აიმაღლო და საკითხავი არ გახადო ღირსი ხარ თუ არა 6 ერში თამაშის, ეს საქმით უნდა დამტკიცო და ფიჯისთან არგენტინასთან საფრანგეთთან იტალიასთან არ უნდა დამარცხდე და ის არაა საქმე რუმინეთს რუსეთს ურუგვაის და ესპანეთს რომ მოუგებ.ყველა ვითარდება და ჩვენ რაგბის არ ეშველა რამე.
misha
04 ოქტომბერი 2019 08:40
3
რეაბილიტაციაა საჭირო გულშემატკივართა თვალში. ფიჯელებმა ეს შეძლეს, ვნახოთ რა გამოუვათ ბორჯღალოსნებს, თავაწეულები დაგვიბრუნდებიან თუ თავსლაფდასხმულები.
ჟორა გაბრიჭიძე
03 ოქტომბერი 2019 23:21
3
ავტორი ცდილობს დადებითად განაწყოს მკითხველი და მიტომ დაასრულა სტატია ოპტიმისტურად. არ გვინდა რა გამოკიდება. აბა ის დაეწერა წავაგეთ დღეს და მორჩა, გადაგვესვა მსოფლიოს მასშტაბით წითელი ხაზიო?
ნათია
03 ოქტომბერი 2019 20:51
9
ნათია, სპორტული ჟურნალისტიკა მხატვრული ლიტერატურა არ არი, რომ ფანტაზიას შეასხა ფრთები. ფაქტებით უნდა ილაპარაკო აქ. მაშინ დავწეროთ, მოვუგეთ დღეს ფიჯისთქო და უფრო სასიამოვნო იქნება, ტკბილად დაგვეძინება ყველას.
giorgi
03 ოქტომბერი 2019 21:11
0
"ფიჯის ნაკრებს წინ 1 შეხვედრა ელის უელსის ეროვნულ გუნდთან და თუ ევროპელების დამარცხებას მოახერხებენ, ძალიან კარგი შანსები ექნებათ პლეი-ოფში გასასვლელად" - პატივცემულო ავტორო, ერთი აგვიხსენით როგორ გამოდის ეგ ყველაფერი? უელსი წააგებს ურუგვაისთან? თუ ჩვენ მოვუგებთ ავსტრალია? რაღაცას რო წერთ, დაფიქრდით ცოტა.
giorgi
03 ოქტომბერი 2019 15:25
1
გარკვეული შანსები უწერია , ანუ შენი ჩამოთვლილი რომ ეგრე მოხდეს - შანსია რომ გავიდნენ
..
04 ოქტომბერი 2019 14:57
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული