ზურაბ ჟვანიას მეუღლე რაგბის კავშირს მიმართავს: ზურაზე ხალხს არეკინებდით და ახვედრებდით, სტატუსი წაშალეო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური "უოსპსის" მორაგბე ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ლილე სახელაშვილმა Facebook-ზე რაგბის კავშირისადმი მიმართვა გამოაქვეყნა.

"გთხოვთ გააზიაროთ ჩემი მიმართვა რაგბის ფედერაციას - სიმართლე უნდა ითქვას. მედიის და პრესის დიდი ინტერესი იყო ზურას მსოფლიოზე არწაყვანის საკითხზე, თუ რა ხდებოდა. ზურას და ჩემი ტელეფონი არ ჩერდებოდა.

ზურამ შეგნებულად თქვა უარი განცხადების გაკეთებაზე, რადგან არ უნდოდა ეს მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს მომხდარიყო. ანალოგიურად ვფიქრობდი მეც. უბრალოდ, ისე განავითარეთ მოვლენები, შეუძლებელია ხმა არ ამოიღო.

ზურაზე ხალხს არეკინებდით და ახვედრებდით, სტატუსი წაშალეო და
მე ვინ დამირეკავს ამ შემთხვევაში. სხვის საქმეში ჩარევისთვის საკუთარი ადგილის დასათბობად გამოქვეყნდება მისი სახელი და გვარიც. პირველად მინდა შევეხო იმ საკითხს, რის გამოც ვწერ - შეიძლება ახალგაზრდა მორაგბეები დააყენოთ და ბოდიში ახდევინოთ თქვენს პასუხისმგებლობაზე? რატომ არ იხდით თქვენვე ბოდიშს საკუთარ პასუხისმგებლობაზე რაგბის ფედერაცია, სამწვრთნელო შტაბი?

წელს რაც ხდება ქართულ რაგბიში, არის თქვენი სრული პასუხისმგებლობა. ასევე მივმართავ ხალხს, რომელიც ცალკეულ მორაგბეებს არასამართლიანად მოიხსენიებს. მათ თავიანთი მაქსიმუმი გააკეთეს, იშრომეს და გუნდი უფრო მეტად რომ ვერ განვითარდა, ამაზე პასუხისმგებლობა მწვრთნელს და ფედერაციას მოსთხოვეთ. ეს ბიჭები არ იმსახურებენ არანაირად თქვენს ლანძღვას.

ყველაფერი იქიდან დაიწყო:

1) ერთადერთი ქართველი გყავთ ზურაბ ჟვანია, რომელიც თამაშობს ინგლისურ პრემიერშიფში, საქართველოს სახელი ასე გააქვს მსოფლიოში და ჩამოვიდა საქართველოში წარმატებული სეზონის შემდეგ, ერთ ადამიანს ფედერაციიდან არ გიკითხავთ, როგორ მოსწონს მისი გუნდი ან როგორ შეეწყო.

2) ზურას საუკეთესო ლელოს დამალვა ლელოების დასახელების დროს.

3) მიზეზების მოგონება და ანკესზე წამოგება - ყველამ კარგად იცით, როგორი რთული და გადამღლელი სეზონი ჩაატარა ზურამ და ახალჩამოსულს მოსთხოვეს დაუყოვნებლივ ბაზაზე შესვლა, როცა ოფიციალურად მას ეკუთვნის რამდენიმე კვირა დასასვენებლად, ისევ იმისთვის, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. ამაზე რომ ვერ წამოაგეს, შემდეგ მიზეზი გახდა ტესტ-მატჩი, რომელიც ზურასნაირად ვერ ჩააბარა მინიმუმ 7-მა ადამიანმა, მაგრამ ისინი მოხვდნენ შემადგენლობაში.

შერჩევითი სამართალი კი განაპირობა მწვრთნელის მიმხრობილობამ და იმან, რომ ჰყავს საკუთარი ფავორიტები ზურას პოზიციაზე, მაგრამ გვყავს კი ასეთი მორაგბეები დასაკარგი? მე ყველას წარმატება მიხარია და წარმატებას ვუსურვებ, რადგან საკუთარსაც არ ვუჩივით, მაგრამ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მხოლოდ მწვრთნელი და არსებული მდგომარეობაა ფედერაციაში, რომელიც უნდა დალაგდეს.

ზურამ მიიღო უდიდესი დარტყმა ამ პერიოდში, რადგან მისთვის საქართველოს სახელით და მისი ქვეყნისთვის თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გაიარა ეს პერიოდი, რადგან წარმატებული ადამიანია და წარმატებულად ასპარეზობს ინგლისურ პრემიერშიფში.

რას ველოდებით? ძალიან დიდ წარმატებას და ეს ყველაფერი ზურასგან მოგხმარდებათ თქვენ და ქართველ გულშემატკივრებს. რაგბი ქართველების თამაშია და შემდეგ მსოფლიოზე ქართველები გამარჯვებულები იქნებიან. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქართველ გულშემატკივრებს ზურას ასეთი სიყვარულისთვის", - წერს ლილე სახელაშვილი.

მკითხველის კომენტარები / 85 /
მთავარი ხარ ჟვანო ასეთი ოჯახი გყავს მითუმმეტეს.მიაწექი
რაგბი-რაგბი
04 ოქტომბერი 2019 16:14
4
ძალიან არ მინდა, რომ ჩვენ უვარგისს და უთავმოყვარეო ფეხბურთელებს დაემსგავსოთ, მაგრამ..............
კახა
04 ოქტომბერი 2019 15:37
2
წარმატებები ზუზუს.პირველი ხარ საქართველოში.
რაგბის ფანი
04 ოქტომბერი 2019 15:35
4
გორგოძე მეორე???)))))))))))))
Shoti
04 ოქტომბერი 2019 16:12
4
ამ სტატიას კომენტარს არ გავუწევ, მაგრამ ფაქტია, ნაკრები ორი წელია რეგრესს განიცდის.
მერაბი
04 ოქტომბერი 2019 15:30
1
საქართველოს ნაკრებს ერთი თამაში დარჩა კიდევ გასამართი და დავაოკოთ ნერვები ყველას ძალიან გთხოვთ. ვუგულშემატკივროთ ბიჭებს და ავსტრალიასთან ღირსეული ბრძოლა ვუსურვოთ, იქნებ აღვიდგინოთ ცოტა შელახული რეპუტაცია.
შაკო
04 ოქტომბერი 2019 15:15
4
რაღაცა რომ ვერ იყო კარგად ფედერაციისა და ნაკრების ურთიერთობაში, მოთამაშეების მიკერძოებული წაყვანა და ფედერაციის კარნახი მწვრთნელებისათვის, მსოფლიო ჩემპიონატამდეც ვრცელდებოდა ხმები. როგორც ჩანს, საფუძველიც ჰქონდა. მსოფლიოზე წარუმატებლობის ერთერთი მიზეზი შესაძლოა ესეც არის.
ნიკო
04 ოქტომბერი 2019 14:28
1
დამატება

არ უნდა მეშლებოდეს,,,
გლოსტერში (ინგლისში) კიდევ ერთი ქართველი თამაშობს საკმაოდ "ნორმაკლურად" Val Rapava-Ruskin რომელსაც ვფიქრობ დსალიან მალე იხოლავთ ინგლისის რიგებში
ვოვა
04 ოქტომბერი 2019 13:45
1
თუ სათქმელი იყო ჯობდა თავის დროს ამოეღო ხმა თვით მორაგბეს
არამგონია ჟვანიას ყოფნას რადიკალური ცვლილებები გამოეწვია ამ ასპარეზობაზე
(ჩემი პირადი ხედვაა)
ვხედავ რომ ტრადიციები რღვევას განიცდის თანამედროვე საქართველოში მაგრამ იქნებ ეცადა რომ ჯერ ოჯახში დამდგარიყო პირველ პლანზე და მერე გუნდშიც ეცადა იგივე

კეთილის სურვილებით

ვოვა
ვოვა
04 ოქტომბერი 2019 13:31
15
ტრადიციის რა მოგახსენო, თვითონ მოაგვაროს ყველამ ეგ პრობლემა, მაგრამ დანარჩენში გეთანხმები ბოლომდე
!!!!
05 ოქტომბერი 2019 10:12
0
სამარცხვინო შედარებაა ოჯახში პოზიციონერებასთან, ვინაიდან მეუღლის მხარდაჭერა საყოველთაოდ მიღებული ფორმაა. თუ არის საჭიროება, მხარდაჭერა აუცილებელიც კია მეუღლის მხრიდან და მხოლოდ მისასალმებელია.
vladi
04 ოქტომბერი 2019 17:19
5
https://www.youtube.com/watch?v=YzSYp8Kc6I0

უყურეთ მის თამაშს ინგლისის პრემიერშიპში. ასეთი მორაგბე რატომ არ უნდა წაიყვანო თუ პირადი ამბავი არ არის? ზუსტად ესეთი მორაგბე გვაკლია ეხლა. ძლიერი, სწრაფი და განსხვავებული სტილის.
ლაშა
04 ოქტომბერი 2019 13:28
1
ყველაზე სწრაფია და მაგარი მოთამაშე მის პოზიციაზე.ყველაზე კარგ ფორმაში იყო წელს დასანანია.წარმატებები
მერაბი მერაბი
04 ოქტომბერი 2019 13:14
1

სიახლეები პოპულარული