ზურაბ ჟვანიას მეუღლე რაგბის კავშირს მიმართავს: ზურაზე ხალხს არეკინებდით და ახვედრებდით, სტატუსი წაშალეო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური "უოსპსის" მორაგბე ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ლილე სახელაშვილმა Facebook-ზე რაგბის კავშირისადმი მიმართვა გამოაქვეყნა.

"გთხოვთ გააზიაროთ ჩემი მიმართვა რაგბის ფედერაციას - სიმართლე უნდა ითქვას. მედიის და პრესის დიდი ინტერესი იყო ზურას მსოფლიოზე არწაყვანის საკითხზე, თუ რა ხდებოდა. ზურას და ჩემი ტელეფონი არ ჩერდებოდა.

ზურამ შეგნებულად თქვა უარი განცხადების გაკეთებაზე, რადგან არ უნდოდა ეს მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს მომხდარიყო. ანალოგიურად ვფიქრობდი მეც. უბრალოდ, ისე განავითარეთ მოვლენები, შეუძლებელია ხმა არ ამოიღო.

ზურაზე ხალხს არეკინებდით და ახვედრებდით, სტატუსი წაშალეო და
მე ვინ დამირეკავს ამ შემთხვევაში. სხვის საქმეში ჩარევისთვის საკუთარი ადგილის დასათბობად გამოქვეყნდება მისი სახელი და გვარიც. პირველად მინდა შევეხო იმ საკითხს, რის გამოც ვწერ - შეიძლება ახალგაზრდა მორაგბეები დააყენოთ და ბოდიში ახდევინოთ თქვენს პასუხისმგებლობაზე? რატომ არ იხდით თქვენვე ბოდიშს საკუთარ პასუხისმგებლობაზე რაგბის ფედერაცია, სამწვრთნელო შტაბი?

წელს რაც ხდება ქართულ რაგბიში, არის თქვენი სრული პასუხისმგებლობა. ასევე მივმართავ ხალხს, რომელიც ცალკეულ მორაგბეებს არასამართლიანად მოიხსენიებს. მათ თავიანთი მაქსიმუმი გააკეთეს, იშრომეს და გუნდი უფრო მეტად რომ ვერ განვითარდა, ამაზე პასუხისმგებლობა მწვრთნელს და ფედერაციას მოსთხოვეთ. ეს ბიჭები არ იმსახურებენ არანაირად თქვენს ლანძღვას.

ყველაფერი იქიდან დაიწყო:

1) ერთადერთი ქართველი გყავთ ზურაბ ჟვანია, რომელიც თამაშობს ინგლისურ პრემიერშიფში, საქართველოს სახელი ასე გააქვს მსოფლიოში და ჩამოვიდა საქართველოში წარმატებული სეზონის შემდეგ, ერთ ადამიანს ფედერაციიდან არ გიკითხავთ, როგორ მოსწონს მისი გუნდი ან როგორ შეეწყო.

2) ზურას საუკეთესო ლელოს დამალვა ლელოების დასახელების დროს.

3) მიზეზების მოგონება და ანკესზე წამოგება - ყველამ კარგად იცით, როგორი რთული და გადამღლელი სეზონი ჩაატარა ზურამ და ახალჩამოსულს მოსთხოვეს დაუყოვნებლივ ბაზაზე შესვლა, როცა ოფიციალურად მას ეკუთვნის რამდენიმე კვირა დასასვენებლად, ისევ იმისთვის, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. ამაზე რომ ვერ წამოაგეს, შემდეგ მიზეზი გახდა ტესტ-მატჩი, რომელიც ზურასნაირად ვერ ჩააბარა მინიმუმ 7-მა ადამიანმა, მაგრამ ისინი მოხვდნენ შემადგენლობაში.

შერჩევითი სამართალი კი განაპირობა მწვრთნელის მიმხრობილობამ და იმან, რომ ჰყავს საკუთარი ფავორიტები ზურას პოზიციაზე, მაგრამ გვყავს კი ასეთი მორაგბეები დასაკარგი? მე ყველას წარმატება მიხარია და წარმატებას ვუსურვებ, რადგან საკუთარსაც არ ვუჩივით, მაგრამ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მხოლოდ მწვრთნელი და არსებული მდგომარეობაა ფედერაციაში, რომელიც უნდა დალაგდეს.

ზურამ მიიღო უდიდესი დარტყმა ამ პერიოდში, რადგან მისთვის საქართველოს სახელით და მისი ქვეყნისთვის თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გაიარა ეს პერიოდი, რადგან წარმატებული ადამიანია და წარმატებულად ასპარეზობს ინგლისურ პრემიერშიფში.

რას ველოდებით? ძალიან დიდ წარმატებას და ეს ყველაფერი ზურასგან მოგხმარდებათ თქვენ და ქართველ გულშემატკივრებს. რაგბი ქართველების თამაშია და შემდეგ მსოფლიოზე ქართველები გამარჯვებულები იქნებიან. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქართველ გულშემატკივრებს ზურას ასეთი სიყვარულისთვის", - წერს ლილე სახელაშვილი.

მკითხველის კომენტარები / 85 /
ნაკრების შედეგზე პასუხისმგებელია მწვრთნელი. ცოლების ასეთი გამოხტომების გამო საკმაო ფეხბურთელს დაენგრა კარიერა. სამირ ნასრი არ წაიყვანა დეშამმა 2014 წლის მსოფლიოზე და მეოთხედფინალში წაგების შემდეგ მაგის ცოლმა რაღაც ეგეთი იაზვური დაწერა. ხოდა 2014 წლიდან საერთოდ აღარ გამოიძახეს ნაკრებში. საფრანგეთი კი გახდა მსოფლიო ჩემპიონი 2018-ში.
ფეხბურთის ქომაგი
04 ოქტომბერი 2019 10:01
4
ეთამაშათ ბიჭებს ოთხივე თამაში და მერე თუნდაც კარვები გაეშალათ ფედერაციასთან(არ არის ლამაზი როდესაც ნაკრების წევრი ხარ და ცოლი ლაპარაკოს შენს სათქმელს).გაიგეთ ხალხო კითხულებენ ამას ნაკრების ბიჭები და როგორ მოქმედებს მათზე თქვენც უნდა ხვდებოდეთ!
არც ისე არ არის რომ მაინცდამაინც ზურა დაიჩაგრა ამ პოზიციაზე, დიდი კონკურენციაა პირველ ხაზში და ერთი ხელის მოსმით ვერ აარჩევ საუკეთესოს.
გორგის
04 ოქტომბერი 2019 11:07
1
კარგი იქნება რო ცოლებს არ უწევდეთ ამ საკითხებზე საუბარი. მაგრამ ვთქვათ და არ დაეწერა ეს რაც დაწერა, საიდან გამოვიდოდა ინფორმაცია და ვინ იტყოდა იმას რომ არის შერჩევითი სამართალი და ფედერაციაში ადგილი აქვს ნაცნობ-ახლობლობას და არა პროფესიონალიზმს? ჩემი პირველი განცდა და რეაქცია იყო ის რომ ფედერაციაში მართლაც რაღაცაა შესაცვლელი და მხოლოდ ამის მერე იყო ის რო ცოტა უხერხული და უსიამოვნოა როცა ცოლებს უწევთ მეუღლეებზე საუბარი.
გიორგი
04 ოქტომბერი 2019 10:47
3
რა ვქნა, მე ასეთი ვარ. მაინც ვთვლი, რომ რაგბიც და კალათბურთიც კაცების თამაშია. ჰო და რა პონტია ცოლების სტატიების წერა. და მეორე, ფიჯისთან წაგების მერე კი არა, ბევრად, ბევრად ადრე უნდა ამ თემებზე ლაპარაკი. ღმერთმა დამიფაროს, რომ ამის მჯეროდეს - ვოთომ და გუნდის კრახს ელოდებოდნენ და უხაროდათ ჟვანიების ოჯახში... აი რომ გუშინ მოეგოთ, დაწერდა მაშინ, გამოაქვეყნებდით?
alexandre
04 ოქტომბერი 2019 09:29
6
ისე, ჩემო ლილე ასეთი გულდათუთქული გულშემატკივარი თუ ხართ ქართული რაგბის, ერთი-ორი სიტყვით ურუგვაისთან მოგებაც მიგელოცათ ქართველებისთვის, კუბოს ფიცარზე ლურსმანივით რომ დაგვაჭედე თქვენი პოსტი, რომელიც ჩასაფრებული პოზიციიდან გაკეთებულ განცხადებას უფრო ჰგავს, ვიდრე წაგებისგან გამოწვეულ სევდას.
დამიჯერეთ, მსგავსი განცხადებები ზურას უფრო ავნებს, ხვალ-ზეგ ნაკრებში ისევ ამ ბიჭებთან ერთად უნდა ითამაშოს ვინც დღეს საქართველოს სახელს იცავს და მხარდაჭერა ჭირდება.
ირაკლუ
04 ოქტომბერი 2019 09:26
6
უწერია ყველას წარმატება მიხარიაო, ალბათ რომელიმე რაგბისტის ოჯახის წევრი ხარ მაგრამ წერს გოგო რომ ეს რაგბისტებს არ ეხება და ყველას წარმატებას უსურვებს, კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა
ნინი
05 ოქტომბერი 2019 15:51
0
4 წელი ერთი თამაშისთვის მზადებას და მერე ასეთ ფიასკოს, ჯობია სხვა თამაში ვცადოთ, უფრო თანამედროვე, სწრაფი. ისეთი, როგორსაც ასაკობრივი ნაკრებები თამაშობენ და კარგადაც გამოსდით. არაფერი მოულოდნელი არ მომხდარა - ყველა პრინციპული თამაში აქამდეც უშანსოდ წავაგეთ - იაპონია, იტალია, შოტლანდიის 2 თამაში და საინტერესოა ახლა რას ელოდებოდა გულშემატკივარი. ხაზის მწვრთნელი ან არ გვყავს ან ჯობია რო არ გვყავდეს , თუ ასე ათამაშებს.
Joseph
04 ოქტომბერი 2019 08:41
1
ზურა ჟვანიამ გააკეთა განცხადება თავის დროზე და თუ ახლა მისმა ცოლმა დამატებით განცხადება გამოაქვეყნა, თან სამართლიანი ჩემის აზრით, რას ხედავთ ამაში ცუდს და რომელიღაც ქვეყნის პონტოს ვერ გავიგე, ქართველი ქალი ყოველთვის ედგა ქმარს გვერდში, თუ საჭირო იყო ხმალსა იქნევდა
გელა
04 ოქტომბერი 2019 07:41
11
ფარ ხმალი!!

რა გეშველებათ ქართველებო
გიორგი
04 ოქტომბერი 2019 09:53
7
ჯობდა თავიდანვე გაეკეთებინა სრულყოფილი განცხადება. ეს ყველაფერი ინტრიგის მატარებელია, მითუმეტეს ახლა ცოლი გამოვიდა სიტყვაში. ნამდვილად არ ჩანს ლამაზად. მწვრთნელმა ახსნა, თუ რატომ დარჩა განაცხადს მიღმა მაგრამ ამის საპასუხოდ არაფერი უთქვამს.
????
04 ოქტომბერი 2019 05:31
2
ყოფილი რაგბისტი ვარ.მეც მქონდა ასეთი მომენტები მაგრამ როცა საჭირო იყო ხმა არ ამოვიღე და ვინანე.მადლობას გიხდით გააკეთეთ ის, რაც მე ვერ გავაკეთე თავის დროზე.
Nodo-nodo
04 ოქტომბერი 2019 03:06
5
დაიოკეთ ამბიციები, მოეშვით ინტრიგნობებს, თქვენი საქმე გულწრფელად აკეთეთ და არ დაიჩაგრებით
გიორგი
04 ოქტომბერი 2019 09:52
6
რა ქვეყანაში ვცხოვრობთ.რაგბის კავშირო ინტრიგნობებს გუნდი შეკარით გირჩევნიათ!!!!
!
04 ოქტომბერი 2019 02:52
6
რა ქვეყანაში ვცხოვრობთ.რაგბის კავშირო ინტრიგნობებს გუნდი შეკარით გირჩევნიათ!!!!
!
04 ოქტომბერი 2019 02:52
4
საღოლ ამათ კიდე თქვეს და ილაპარაკეს.რამდენი რამე აქვთ მიქარული ისე როარ ვიცით
ნოდო/
04 ოქტომბერი 2019 02:19
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული