ზურაბ ჟვანიას მეუღლე რაგბის კავშირს მიმართავს: ზურაზე ხალხს არეკინებდით და ახვედრებდით, სტატუსი წაშალეო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური "უოსპსის" მორაგბე ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ლილე სახელაშვილმა Facebook-ზე რაგბის კავშირისადმი მიმართვა გამოაქვეყნა.

"გთხოვთ გააზიაროთ ჩემი მიმართვა რაგბის ფედერაციას - სიმართლე უნდა ითქვას. მედიის და პრესის დიდი ინტერესი იყო ზურას მსოფლიოზე არწაყვანის საკითხზე, თუ რა ხდებოდა. ზურას და ჩემი ტელეფონი არ ჩერდებოდა.

ზურამ შეგნებულად თქვა უარი განცხადების გაკეთებაზე, რადგან არ უნდოდა ეს მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს მომხდარიყო. ანალოგიურად ვფიქრობდი მეც. უბრალოდ, ისე განავითარეთ მოვლენები, შეუძლებელია ხმა არ ამოიღო.

ზურაზე ხალხს არეკინებდით და ახვედრებდით, სტატუსი წაშალეო და
მე ვინ დამირეკავს ამ შემთხვევაში. სხვის საქმეში ჩარევისთვის საკუთარი ადგილის დასათბობად გამოქვეყნდება მისი სახელი და გვარიც. პირველად მინდა შევეხო იმ საკითხს, რის გამოც ვწერ - შეიძლება ახალგაზრდა მორაგბეები დააყენოთ და ბოდიში ახდევინოთ თქვენს პასუხისმგებლობაზე? რატომ არ იხდით თქვენვე ბოდიშს საკუთარ პასუხისმგებლობაზე რაგბის ფედერაცია, სამწვრთნელო შტაბი?

წელს რაც ხდება ქართულ რაგბიში, არის თქვენი სრული პასუხისმგებლობა. ასევე მივმართავ ხალხს, რომელიც ცალკეულ მორაგბეებს არასამართლიანად მოიხსენიებს. მათ თავიანთი მაქსიმუმი გააკეთეს, იშრომეს და გუნდი უფრო მეტად რომ ვერ განვითარდა, ამაზე პასუხისმგებლობა მწვრთნელს და ფედერაციას მოსთხოვეთ. ეს ბიჭები არ იმსახურებენ არანაირად თქვენს ლანძღვას.

ყველაფერი იქიდან დაიწყო:

1) ერთადერთი ქართველი გყავთ ზურაბ ჟვანია, რომელიც თამაშობს ინგლისურ პრემიერშიფში, საქართველოს სახელი ასე გააქვს მსოფლიოში და ჩამოვიდა საქართველოში წარმატებული სეზონის შემდეგ, ერთ ადამიანს ფედერაციიდან არ გიკითხავთ, როგორ მოსწონს მისი გუნდი ან როგორ შეეწყო.

2) ზურას საუკეთესო ლელოს დამალვა ლელოების დასახელების დროს.

3) მიზეზების მოგონება და ანკესზე წამოგება - ყველამ კარგად იცით, როგორი რთული და გადამღლელი სეზონი ჩაატარა ზურამ და ახალჩამოსულს მოსთხოვეს დაუყოვნებლივ ბაზაზე შესვლა, როცა ოფიციალურად მას ეკუთვნის რამდენიმე კვირა დასასვენებლად, ისევ იმისთვის, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. ამაზე რომ ვერ წამოაგეს, შემდეგ მიზეზი გახდა ტესტ-მატჩი, რომელიც ზურასნაირად ვერ ჩააბარა მინიმუმ 7-მა ადამიანმა, მაგრამ ისინი მოხვდნენ შემადგენლობაში.

შერჩევითი სამართალი კი განაპირობა მწვრთნელის მიმხრობილობამ და იმან, რომ ჰყავს საკუთარი ფავორიტები ზურას პოზიციაზე, მაგრამ გვყავს კი ასეთი მორაგბეები დასაკარგი? მე ყველას წარმატება მიხარია და წარმატებას ვუსურვებ, რადგან საკუთარსაც არ ვუჩივით, მაგრამ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მხოლოდ მწვრთნელი და არსებული მდგომარეობაა ფედერაციაში, რომელიც უნდა დალაგდეს.

ზურამ მიიღო უდიდესი დარტყმა ამ პერიოდში, რადგან მისთვის საქართველოს სახელით და მისი ქვეყნისთვის თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გაიარა ეს პერიოდი, რადგან წარმატებული ადამიანია და წარმატებულად ასპარეზობს ინგლისურ პრემიერშიფში.

რას ველოდებით? ძალიან დიდ წარმატებას და ეს ყველაფერი ზურასგან მოგხმარდებათ თქვენ და ქართველ გულშემატკივრებს. რაგბი ქართველების თამაშია და შემდეგ მსოფლიოზე ქართველები გამარჯვებულები იქნებიან. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქართველ გულშემატკივრებს ზურას ასეთი სიყვარულისთვის", - წერს ლილე სახელაშვილი.

მკითხველის კომენტარები / 85 /
ისე, ჩემო ლილე ასეთი გულდათუთქული გულშემატკივარი თუ ხართ ქართული რაგბის, ერთი-ორი სიტყვით ურუგვაისთან მოგებაც მიგელოცათ ქართველებისთვის, კუბოს ფიცარზე ლურსმანივით რომ დაგვაჭედე თქვენი პოსტი, რომელიც ჩასაფრებული პოზიციიდან გაკეთებულ განცხადებას უფრო ჰგავს, ვიდრე წაგებისგან გამოწვეულ სევდას.
დამიჯერეთ, მსგავსი განცხადებები ზურას უფრო ავნებს, ხვალ-ზეგ ნაკრებში ისევ ამ ბიჭებთან ერთად უნდა ითამაშოს ვინც დღეს საქართველოს სახელს იცავს და მხარდაჭერა ჭირდება.
ირაკლუ
04 ოქტომბერი 2019 09:26
6
უწერია ყველას წარმატება მიხარიაო, ალბათ რომელიმე რაგბისტის ოჯახის წევრი ხარ მაგრამ წერს გოგო რომ ეს რაგბისტებს არ ეხება და ყველას წარმატებას უსურვებს, კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა
ნინი
05 ოქტომბერი 2019 15:51
0
მეუღლეების ციკლუდან მორიგი გაბღენძილი და ამბიციური გამოხტომა.
გიორგი
03 ოქტომბერი 2019 23:17
17
ნაკრების შედეგზე პასუხისმგებელია მწვრთნელი. ცოლების ასეთი გამოხტომების გამო საკმაო ფეხბურთელს დაენგრა კარიერა. სამირ ნასრი არ წაიყვანა დეშამმა 2014 წლის მსოფლიოზე და მეოთხედფინალში წაგების შემდეგ მაგის ცოლმა რაღაც ეგეთი იაზვური დაწერა. ხოდა 2014 წლიდან საერთოდ აღარ გამოიძახეს ნაკრებში. საფრანგეთი კი გახდა მსოფლიო ჩემპიონი 2018-ში.
ფეხბურთის ქომაგი
04 ოქტომბერი 2019 10:01
4
ეთამაშათ ბიჭებს ოთხივე თამაში და მერე თუნდაც კარვები გაეშალათ ფედერაციასთან(არ არის ლამაზი როდესაც ნაკრების წევრი ხარ და ცოლი ლაპარაკოს შენს სათქმელს).გაიგეთ ხალხო კითხულებენ ამას ნაკრების ბიჭები და როგორ მოქმედებს მათზე თქვენც უნდა ხვდებოდეთ!
არც ისე არ არის რომ მაინცდამაინც ზურა დაიჩაგრა ამ პოზიციაზე, დიდი კონკურენციაა პირველ ხაზში და ერთი ხელის მოსმით ვერ აარჩევ საუკეთესოს.
გორგის
04 ოქტომბერი 2019 11:07
1
კარგი იქნება რო ცოლებს არ უწევდეთ ამ საკითხებზე საუბარი. მაგრამ ვთქვათ და არ დაეწერა ეს რაც დაწერა, საიდან გამოვიდოდა ინფორმაცია და ვინ იტყოდა იმას რომ არის შერჩევითი სამართალი და ფედერაციაში ადგილი აქვს ნაცნობ-ახლობლობას და არა პროფესიონალიზმს? ჩემი პირველი განცდა და რეაქცია იყო ის რომ ფედერაციაში მართლაც რაღაცაა შესაცვლელი და მხოლოდ ამის მერე იყო ის რო ცოტა უხერხული და უსიამოვნოა როცა ცოლებს უწევთ მეუღლეებზე საუბარი.
გიორგი
04 ოქტომბერი 2019 10:47
3
თუ სათქმელი იყო ჯობდა თავის დროს ამოეღო ხმა თვით მორაგბეს
არამგონია ჟვანიას ყოფნას რადიკალური ცვლილებები გამოეწვია ამ ასპარეზობაზე
(ჩემი პირადი ხედვაა)
ვხედავ რომ ტრადიციები რღვევას განიცდის თანამედროვე საქართველოში მაგრამ იქნებ ეცადა რომ ჯერ ოჯახში დამდგარიყო პირველ პლანზე და მერე გუნდშიც ეცადა იგივე

კეთილის სურვილებით

ვოვა
ვოვა
04 ოქტომბერი 2019 13:31
15
სამარცხვინო შედარებაა ოჯახში პოზიციონერებასთან, ვინაიდან მეუღლის მხარდაჭერა საყოველთაოდ მიღებული ფორმაა. თუ არის საჭიროება, მხარდაჭერა აუცილებელიც კია მეუღლის მხრიდან და მხოლოდ მისასალმებელია.
vladi
04 ოქტომბერი 2019 17:19
5
ტრადიციის რა მოგახსენო, თვითონ მოაგვაროს ყველამ ეგ პრობლემა, მაგრამ დანარჩენში გეთანხმები ბოლომდე
!!!!
05 ოქტომბერი 2019 10:12
0
https://www.youtube.com/watch?v=YzSYp8Kc6I0

უყურეთ მის თამაშს ინგლისის პრემიერშიპში. ასეთი მორაგბე რატომ არ უნდა წაიყვანო თუ პირადი ამბავი არ არის? ზუსტად ესეთი მორაგბე გვაკლია ეხლა. ძლიერი, სწრაფი და განსხვავებული სტილის.
ლაშა
04 ოქტომბერი 2019 13:28
1
წარმატებები ჟვანია ს მთელი საქართველო პატივს გცემთ.
რაგბი-რაგბი
04 ოქტომბერი 2019 11:33
1
როგორ ჩასაფრებული ელოდით ალბათ ამ თამაშს, ვითომ რაგბის მცოდნე და მოყვარულო ქართველებო, რას ელოდით რომ ფიჯის დავამარცხებდით? გუნდს რომელმაც საფრანგეთი სახლში დაამარცხა და არაერთი სხვა ძლიერი ნაკრები, მორაგბეები რომლებიც საუკეთესო ჩემპიონატებში აზანზარებენ გუნდებს.ჩვენს ბიჭებს რისი გაკეთებაც შეეძლოთ გააკეთეს. მილტონი რომელმაც დიდი ფურცელი დაწერა ჩვენი რაგბის ისტორიაში, არის შეცდომები მაგრამ ყველა დიდ თუ პატარა დონის მწვრთნელს მოსდის და არ უნდა გადავაყოლოთ ამას, ორი თამაშის მოგების პრეტენზია რომ გვაქვს მსოფლიოზე ამ კაცის დამსახურბაა სწორედ, ქალბატონო ლილე თუ რაიმე პრეტენზია გაქვთ ჯობდა ბოლო თამაშის შემდეგ გეთქვათ თქვენც და ზურასაც, მიუხედავად იმისა რომ მეც დარწმუნებული ვარ ზურა ერთერთი საუკეთესა თავის პოზიციაზე.
გოგია
04 ოქტომბერი 2019 10:58
3
ბოლო თამაში ქონდათ უკვე ურუგვაისთან ...მანამდის და შემდეგშიც უბრალოდ სტატისებად არიან მოედანზე ...და თავი რომ პროფესორად მოგაქვს და აქ ხალხს იარლიკებს კიდებ ეგრეც არ არის ...შენს გარდა სხვებსაც სტკივა გულ ი რაც ხდება და მათ მითუმეტეს ვინც შიგნიდან იცის თუ რა და როგორ მოხდა ეგ უსამართლობები ...და როდესაც შეხედენ თუ რა შედეგები მოყვა “ ისტორიის დამწერ მწვრთნელის “ ( ერთი რა ფურცლები დაწერა წაგვაკითხე რა ჩვენაც) და ფედარაციის გადაწყვეტილებებს და ნახეს რომ ყოველგვარი პერსპექტივა მოკვდა ( თუ შენაც გჯერა იმ შენი მელიტონასი რომ ავსტრალიას მოვუგებთ ) და დარჩა ისევ მხოლოდ ფორმალობა ამოიღეს ამ ხალხმა ხმა თან მათმა ჩემზე შენზე და ბევრ სხვებზე უკეთ იციან და ტკივათ რაც ხდება ....აქ ადრე წერდნენ ვინც ნაკრებში მოხვდა იმათ სერიოზულ ფულს გადაუხდიანო და ვინც დატოვენ ისინი ბოღმის გამო ყვირიანო ....აუეეეე ესენიც წლობით თამაშობენ წამყვან კლუბებში და არ მგონია რომ ვინმე მათგანს ფულის გამო დაწყვეტოდა გული და მაგის გამო ამოეღოთ ხმა ...აქ დიდ უსამართლობას ქონდა ადგილი და შედეგიც სახეზე არის ...სპორტმაც და ცხოვრებამაც ეგრე იცის გამარჯვებულებს არ ასამართლებენოო ....მაგრამ პრეტენზიები მათ თანაც ჩნდება ხოლმე ...
Auee
04 ოქტომბერი 2019 13:02
7
არ დაუჩაგრავთ ჟვანია უსამართლოდ, დიდი კონკურენცია იყო უბრალოდ პირველ ხაზში, ეგაა და ეგ. ვერც მილტონას დააძალებ რამეს, არ არის მაგის კაცი (მაგას სხვა ცოდვებიც ეყოფა)
zviads
04 ოქტომბერი 2019 10:26
1
ეს მეორე ვანდა ნარაა?!
aburjga
04 ოქტომბერი 2019 11:09
1
რა ვქნა, მე ასეთი ვარ. მაინც ვთვლი, რომ რაგბიც და კალათბურთიც კაცების თამაშია. ჰო და რა პონტია ცოლების სტატიების წერა. და მეორე, ფიჯისთან წაგების მერე კი არა, ბევრად, ბევრად ადრე უნდა ამ თემებზე ლაპარაკი. ღმერთმა დამიფაროს, რომ ამის მჯეროდეს - ვოთომ და გუნდის კრახს ელოდებოდნენ და უხაროდათ ჟვანიების ოჯახში... აი რომ გუშინ მოეგოთ, დაწერდა მაშინ, გამოაქვეყნებდით?
alexandre
04 ოქტომბერი 2019 09:29
6
საქართველოს ნაკრებს ერთი თამაში დარჩა კიდევ გასამართი და დავაოკოთ ნერვები ყველას ძალიან გთხოვთ. ვუგულშემატკივროთ ბიჭებს და ავსტრალიასთან ღირსეული ბრძოლა ვუსურვოთ, იქნებ აღვიდგინოთ ცოტა შელახული რეპუტაცია.
შაკო
04 ოქტომბერი 2019 15:15
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული