ზურაბ ჟვანიას მეუღლე რაგბის კავშირს მიმართავს: ზურაზე ხალხს არეკინებდით და ახვედრებდით, სტატუსი წაშალეო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური "უოსპსის" მორაგბე ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ლილე სახელაშვილმა Facebook-ზე რაგბის კავშირისადმი მიმართვა გამოაქვეყნა.

"გთხოვთ გააზიაროთ ჩემი მიმართვა რაგბის ფედერაციას - სიმართლე უნდა ითქვას. მედიის და პრესის დიდი ინტერესი იყო ზურას მსოფლიოზე არწაყვანის საკითხზე, თუ რა ხდებოდა. ზურას და ჩემი ტელეფონი არ ჩერდებოდა.

ზურამ შეგნებულად თქვა უარი განცხადების გაკეთებაზე, რადგან არ უნდოდა ეს მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს მომხდარიყო. ანალოგიურად ვფიქრობდი მეც. უბრალოდ, ისე განავითარეთ მოვლენები, შეუძლებელია ხმა არ ამოიღო.

ზურაზე ხალხს არეკინებდით და ახვედრებდით, სტატუსი წაშალეო და
მე ვინ დამირეკავს ამ შემთხვევაში. სხვის საქმეში ჩარევისთვის საკუთარი ადგილის დასათბობად გამოქვეყნდება მისი სახელი და გვარიც. პირველად მინდა შევეხო იმ საკითხს, რის გამოც ვწერ - შეიძლება ახალგაზრდა მორაგბეები დააყენოთ და ბოდიში ახდევინოთ თქვენს პასუხისმგებლობაზე? რატომ არ იხდით თქვენვე ბოდიშს საკუთარ პასუხისმგებლობაზე რაგბის ფედერაცია, სამწვრთნელო შტაბი?

წელს რაც ხდება ქართულ რაგბიში, არის თქვენი სრული პასუხისმგებლობა. ასევე მივმართავ ხალხს, რომელიც ცალკეულ მორაგბეებს არასამართლიანად მოიხსენიებს. მათ თავიანთი მაქსიმუმი გააკეთეს, იშრომეს და გუნდი უფრო მეტად რომ ვერ განვითარდა, ამაზე პასუხისმგებლობა მწვრთნელს და ფედერაციას მოსთხოვეთ. ეს ბიჭები არ იმსახურებენ არანაირად თქვენს ლანძღვას.

ყველაფერი იქიდან დაიწყო:

1) ერთადერთი ქართველი გყავთ ზურაბ ჟვანია, რომელიც თამაშობს ინგლისურ პრემიერშიფში, საქართველოს სახელი ასე გააქვს მსოფლიოში და ჩამოვიდა საქართველოში წარმატებული სეზონის შემდეგ, ერთ ადამიანს ფედერაციიდან არ გიკითხავთ, როგორ მოსწონს მისი გუნდი ან როგორ შეეწყო.

2) ზურას საუკეთესო ლელოს დამალვა ლელოების დასახელების დროს.

3) მიზეზების მოგონება და ანკესზე წამოგება - ყველამ კარგად იცით, როგორი რთული და გადამღლელი სეზონი ჩაატარა ზურამ და ახალჩამოსულს მოსთხოვეს დაუყოვნებლივ ბაზაზე შესვლა, როცა ოფიციალურად მას ეკუთვნის რამდენიმე კვირა დასასვენებლად, ისევ იმისთვის, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. ამაზე რომ ვერ წამოაგეს, შემდეგ მიზეზი გახდა ტესტ-მატჩი, რომელიც ზურასნაირად ვერ ჩააბარა მინიმუმ 7-მა ადამიანმა, მაგრამ ისინი მოხვდნენ შემადგენლობაში.

შერჩევითი სამართალი კი განაპირობა მწვრთნელის მიმხრობილობამ და იმან, რომ ჰყავს საკუთარი ფავორიტები ზურას პოზიციაზე, მაგრამ გვყავს კი ასეთი მორაგბეები დასაკარგი? მე ყველას წარმატება მიხარია და წარმატებას ვუსურვებ, რადგან საკუთარსაც არ ვუჩივით, მაგრამ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მხოლოდ მწვრთნელი და არსებული მდგომარეობაა ფედერაციაში, რომელიც უნდა დალაგდეს.

ზურამ მიიღო უდიდესი დარტყმა ამ პერიოდში, რადგან მისთვის საქართველოს სახელით და მისი ქვეყნისთვის თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გაიარა ეს პერიოდი, რადგან წარმატებული ადამიანია და წარმატებულად ასპარეზობს ინგლისურ პრემიერშიფში.

რას ველოდებით? ძალიან დიდ წარმატებას და ეს ყველაფერი ზურასგან მოგხმარდებათ თქვენ და ქართველ გულშემატკივრებს. რაგბი ქართველების თამაშია და შემდეგ მსოფლიოზე ქართველები გამარჯვებულები იქნებიან. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქართველ გულშემატკივრებს ზურას ასეთი სიყვარულისთვის", - წერს ლილე სახელაშვილი.

მკითხველის კომენტარები / 85 /
რაღაცა რომ ვერ იყო კარგად ფედერაციისა და ნაკრების ურთიერთობაში, მოთამაშეების მიკერძოებული წაყვანა და ფედერაციის კარნახი მწვრთნელებისათვის, მსოფლიო ჩემპიონატამდეც ვრცელდებოდა ხმები. როგორც ჩანს, საფუძველიც ჰქონდა. მსოფლიოზე წარუმატებლობის ერთერთი მიზეზი შესაძლოა ესეც არის.
ნიკო
04 ოქტომბერი 2019 14:28
1
ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. ფედერაციას და მწვრთნელს მივანდოთ შიდა სამზარეულო. თუ წარმატებებს მიაღწიეს მივულოცოთ, თუ ვხედავთ რომ პრობლემები მატულობს, მაშინ მოვკითხოთ. ზოგადად ყოველი ქართველი ხომ თავის თავს და საკუთარ აზრს უალტრნატივოდ თვლის, ესეც ხომ ჩვენი სენია თუ რამეში ვცდები?! ბევრი უსამართლობა არსებობს სპორტშიც ისევე როგორც სხვა სფეროებში და ამ საქმეში უცხო ადამიანების ცხვირის ჩარევა საჭირო არაა, თუ გინდა სპორცმენის ოჯახის წევრი იყო. მწვრთნელმა და ფედერაციამ ასე გადაწყვიტეს და ასე გააკეთეს, ყველგან ასე ხდება და ზედმეტი ცხვირის ჩარევები და დასვრილი საცვლის გარეთ გამოტანა არავის წაადგება და პირველ რიგში ქართულ რაგბს!!! ჟვანიაც ეტყვის თავის სათქმელს ფედერაციას, თუ რამე სათქმელი აქვს, ოღონდ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, ზომა და წონა!!!
joi zaza
04 ოქტომბერი 2019 12:17
5
გალახული კაცის პოზიციიდან საუბარს გავს
ქომაგი
04 ოქტომბერი 2019 00:12
4
თუ რამეს ამბობს, მიზეზი უნდა დაასახელოს, თუ ვერ ასახელებს, უნდა გაჩუმდეს.ისე გამოვიდა, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო. აქ რომ წერს მისი მეუღლე, ვინ გყავთ ამის დონის მორაგბეო, ეს უკვე უსამართლოა.
: )))))))
04 ოქტომბერი 2019 05:39
3
აბა, კაცო, რა ცოლის საქმეა ქმრის ჯანმრთელობაზე და კარიერაზე ლაპარაკი, ნწ, ნწ, ნწ. ვერ დაეტევა სამზარეულოში? ბავშვები გაზარდოს მაგან, ვაჟკაცების საქმეში რას ერევა. ქალის სადღეგრძელოს თქმა არ დაგავიწყდეთ განსხვავებულით ღვინის სტომაქში ჩასხმისას.
tambuktu
04 ოქტომბერი 2019 13:08
7
ყველაზე სწრაფია და მაგარი მოთამაშე მის პოზიციაზე.ყველაზე კარგ ფორმაში იყო წელს დასანანია.წარმატებები
მერაბი მერაბი
04 ოქტომბერი 2019 13:14
1
ეს ყველაფერის გასაგებია, მარა ცოლის პირით რატომ ლაპარაკობს ეს კაცი? თუ მისი აგენტია ცოლი, ან იურისტი მაშინ კიდევ ჰო მაგრამ, თვითონ რომ თქვას სათქმელი არ სჯობია? პროფესიულ კარიერაში ასე ჩარევა გინდა ცოლის მხრიდან, გინდა ქმრის მხრიდან .... რა ვიცი აბა... ბოდიში პირადულს რომ შევეხე....
პავლე
04 ოქტომბერი 2019 11:57
1
როგორ გაუჭირდა წარმომიდგენია ამ განცხადების გაკეთება ,მაგრამ საჭირო იყო.ასე რომ ეთქვა ყველას ყველაფერი... წარმატებები და წინსვლა
გუჯა
04 ოქტომბერი 2019 11:31
7
ჩასაფრებულის პოზიციიდან თანაც ცოლი ალაპარაკო არაქართულია,უფრო რუსული პონტია.
ჩემი აზრით
04 ოქტომბერი 2019 00:51
25
წარმატება სპორტში მხოლოდ ვარჯიში არაა,ყველაზე ძვირფასი ცხოვრებაში ოჯახია,ხოდა ოჯახიდან უდიდესი მხარდაჭერა ჭირდება სპორცმენს,აშკარად ზურა ძალიან გულდაწყვეტილია,თან ვერაფერს ამბობს,ოჯახის წევრებმა ითბინეს და ნაკრების ასეთი შედეგის მერე მსოფლიოზე ვეღარ მოთბინეს და გულის ნადებიც ამოიღეს! წარმატებები ზურას! გულს ნუ გაიტეხ ძმაო! აგერ მილტონ Hეიგი წარსულს ჩაბარდა!
zura
04 ოქტომბერი 2019 09:26
6
ამ სტატიას კომენტარს არ გავუწევ, მაგრამ ფაქტია, ნაკრები ორი წელია რეგრესს განიცდის.
მერაბი
04 ოქტომბერი 2019 15:30
1
მიაწვა ჟვანო მაგარი სეზონი გაგვახარე ძმაო.
რაგბი
04 ოქტომბერი 2019 12:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული