ზურაბ ჟვანიას მეუღლე რაგბის კავშირს მიმართავს: ზურაზე ხალხს არეკინებდით და ახვედრებდით, სტატუსი წაშალეო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური "უოსპსის" მორაგბე ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ლილე სახელაშვილმა Facebook-ზე რაგბის კავშირისადმი მიმართვა გამოაქვეყნა.

"გთხოვთ გააზიაროთ ჩემი მიმართვა რაგბის ფედერაციას - სიმართლე უნდა ითქვას. მედიის და პრესის დიდი ინტერესი იყო ზურას მსოფლიოზე არწაყვანის საკითხზე, თუ რა ხდებოდა. ზურას და ჩემი ტელეფონი არ ჩერდებოდა.

ზურამ შეგნებულად თქვა უარი განცხადების გაკეთებაზე, რადგან არ უნდოდა ეს მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს მომხდარიყო. ანალოგიურად ვფიქრობდი მეც. უბრალოდ, ისე განავითარეთ მოვლენები, შეუძლებელია ხმა არ ამოიღო.

ზურაზე ხალხს არეკინებდით და ახვედრებდით, სტატუსი წაშალეო და
მე ვინ დამირეკავს ამ შემთხვევაში. სხვის საქმეში ჩარევისთვის საკუთარი ადგილის დასათბობად გამოქვეყნდება მისი სახელი და გვარიც. პირველად მინდა შევეხო იმ საკითხს, რის გამოც ვწერ - შეიძლება ახალგაზრდა მორაგბეები დააყენოთ და ბოდიში ახდევინოთ თქვენს პასუხისმგებლობაზე? რატომ არ იხდით თქვენვე ბოდიშს საკუთარ პასუხისმგებლობაზე რაგბის ფედერაცია, სამწვრთნელო შტაბი?

წელს რაც ხდება ქართულ რაგბიში, არის თქვენი სრული პასუხისმგებლობა. ასევე მივმართავ ხალხს, რომელიც ცალკეულ მორაგბეებს არასამართლიანად მოიხსენიებს. მათ თავიანთი მაქსიმუმი გააკეთეს, იშრომეს და გუნდი უფრო მეტად რომ ვერ განვითარდა, ამაზე პასუხისმგებლობა მწვრთნელს და ფედერაციას მოსთხოვეთ. ეს ბიჭები არ იმსახურებენ არანაირად თქვენს ლანძღვას.

ყველაფერი იქიდან დაიწყო:

1) ერთადერთი ქართველი გყავთ ზურაბ ჟვანია, რომელიც თამაშობს ინგლისურ პრემიერშიფში, საქართველოს სახელი ასე გააქვს მსოფლიოში და ჩამოვიდა საქართველოში წარმატებული სეზონის შემდეგ, ერთ ადამიანს ფედერაციიდან არ გიკითხავთ, როგორ მოსწონს მისი გუნდი ან როგორ შეეწყო.

2) ზურას საუკეთესო ლელოს დამალვა ლელოების დასახელების დროს.

3) მიზეზების მოგონება და ანკესზე წამოგება - ყველამ კარგად იცით, როგორი რთული და გადამღლელი სეზონი ჩაატარა ზურამ და ახალჩამოსულს მოსთხოვეს დაუყოვნებლივ ბაზაზე შესვლა, როცა ოფიციალურად მას ეკუთვნის რამდენიმე კვირა დასასვენებლად, ისევ იმისთვის, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. ამაზე რომ ვერ წამოაგეს, შემდეგ მიზეზი გახდა ტესტ-მატჩი, რომელიც ზურასნაირად ვერ ჩააბარა მინიმუმ 7-მა ადამიანმა, მაგრამ ისინი მოხვდნენ შემადგენლობაში.

შერჩევითი სამართალი კი განაპირობა მწვრთნელის მიმხრობილობამ და იმან, რომ ჰყავს საკუთარი ფავორიტები ზურას პოზიციაზე, მაგრამ გვყავს კი ასეთი მორაგბეები დასაკარგი? მე ყველას წარმატება მიხარია და წარმატებას ვუსურვებ, რადგან საკუთარსაც არ ვუჩივით, მაგრამ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მხოლოდ მწვრთნელი და არსებული მდგომარეობაა ფედერაციაში, რომელიც უნდა დალაგდეს.

ზურამ მიიღო უდიდესი დარტყმა ამ პერიოდში, რადგან მისთვის საქართველოს სახელით და მისი ქვეყნისთვის თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გაიარა ეს პერიოდი, რადგან წარმატებული ადამიანია და წარმატებულად ასპარეზობს ინგლისურ პრემიერშიფში.

რას ველოდებით? ძალიან დიდ წარმატებას და ეს ყველაფერი ზურასგან მოგხმარდებათ თქვენ და ქართველ გულშემატკივრებს. რაგბი ქართველების თამაშია და შემდეგ მსოფლიოზე ქართველები გამარჯვებულები იქნებიან. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქართველ გულშემატკივრებს ზურას ასეთი სიყვარულისთვის", - წერს ლილე სახელაშვილი.

მკითხველის კომენტარები / 85 /
მთავარი ხარ ჟვანო ასეთი ოჯახი გყავს მითუმმეტეს.მიაწექი
რაგბი-რაგბი
04 ოქტომბერი 2019 16:14
4
წარმატებები ზუზუს.პირველი ხარ საქართველოში.
რაგბის ფანი
04 ოქტომბერი 2019 15:35
4
გორგოძე მეორე???)))))))))))))
Shoti
04 ოქტომბერი 2019 16:12
4
გაიმართება შენი მაგრამ ოჯახის ძმაო.აქვთ სათქმელი და ამბობენ რა გაუხურეთ.წარმატებები ზურას
ზაზა
04 ოქტომბერი 2019 13:06
1
ზურას დანახვა ყოველთვის იმედის მომცემი იყო მართლაც რა მოხდა საინტერესოა
თენგო
04 ოქტომბერი 2019 19:48
0
რა უსაქმური ხალხი ხართ და შურიანი სხვისი წარმატება როგორ გულზე გხვდებსთ .ჟვანო იმიტომ შევიდა სხვაზე გვიან სხვაზე გვიან დაასრულა სეზონი და ასე უწევდა ფორმალურად.საქართველოში როდის რჩებიან ჩემპიონატს იცით?? ჟვანო ის ენები თქვენ მუშაობთ და მაგიტომაცაა დღეს ნომერ პირველი ნაკრებში
ნიკა
04 ოქტომბერი 2019 11:22
3
ჟვანო,გაჩეჩილაძე,ასეიშვილი ფრუიძე რო ყოფილიყვნენ.ეჰ მილტონა....
გუჯა
06 ოქტომბერი 2019 02:43
0
სათქმელი უნდა თქმულიყო და თქვეს.მადლობა ყველ ენის ახელისთვის.ბევრ და ეს ვხბდებოდით მაგრამ ესეც დაგვეხმარა.წარმატებები კარგ კაცს
გიო
04 ოქტომბერი 2019 12:35
3
რაც გაუკეთებიათ ჟვანიასთვის მეეჭვება არის მერე ნაკრებში თამაშის სურვილი ქონდეს.მაგრამ თუ თხობეს ალბათ ითამაშებს. სამარცხვინო ქვეყანა
მერაბი
04 ოქტომბერი 2019 12:02
9
რა ქვეყანაში ვცხოვრობთ.რაგბის კავშირო ინტრიგნობებს გუნდი შეკარით გირჩევნიათ!!!!
!
04 ოქტომბერი 2019 02:52
4
ზუზუ არ იყო ხოდზე ტესტი ვერ ჩააბარა)) ჰეიგ...
..
04 ოქტომბერი 2019 01:23
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული