ზურაბ ჟვანიას მეუღლე რაგბის კავშირს მიმართავს: ზურაზე ხალხს არეკინებდით და ახვედრებდით, სტატუსი წაშალეო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური "უოსპსის" მორაგბე ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ლილე სახელაშვილმა Facebook-ზე რაგბის კავშირისადმი მიმართვა გამოაქვეყნა.

"გთხოვთ გააზიაროთ ჩემი მიმართვა რაგბის ფედერაციას - სიმართლე უნდა ითქვას. მედიის და პრესის დიდი ინტერესი იყო ზურას მსოფლიოზე არწაყვანის საკითხზე, თუ რა ხდებოდა. ზურას და ჩემი ტელეფონი არ ჩერდებოდა.

ზურამ შეგნებულად თქვა უარი განცხადების გაკეთებაზე, რადგან არ უნდოდა ეს მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს მომხდარიყო. ანალოგიურად ვფიქრობდი მეც. უბრალოდ, ისე განავითარეთ მოვლენები, შეუძლებელია ხმა არ ამოიღო.

ზურაზე ხალხს არეკინებდით და ახვედრებდით, სტატუსი წაშალეო და
მე ვინ დამირეკავს ამ შემთხვევაში. სხვის საქმეში ჩარევისთვის საკუთარი ადგილის დასათბობად გამოქვეყნდება მისი სახელი და გვარიც. პირველად მინდა შევეხო იმ საკითხს, რის გამოც ვწერ - შეიძლება ახალგაზრდა მორაგბეები დააყენოთ და ბოდიში ახდევინოთ თქვენს პასუხისმგებლობაზე? რატომ არ იხდით თქვენვე ბოდიშს საკუთარ პასუხისმგებლობაზე რაგბის ფედერაცია, სამწვრთნელო შტაბი?

წელს რაც ხდება ქართულ რაგბიში, არის თქვენი სრული პასუხისმგებლობა. ასევე მივმართავ ხალხს, რომელიც ცალკეულ მორაგბეებს არასამართლიანად მოიხსენიებს. მათ თავიანთი მაქსიმუმი გააკეთეს, იშრომეს და გუნდი უფრო მეტად რომ ვერ განვითარდა, ამაზე პასუხისმგებლობა მწვრთნელს და ფედერაციას მოსთხოვეთ. ეს ბიჭები არ იმსახურებენ არანაირად თქვენს ლანძღვას.

ყველაფერი იქიდან დაიწყო:

1) ერთადერთი ქართველი გყავთ ზურაბ ჟვანია, რომელიც თამაშობს ინგლისურ პრემიერშიფში, საქართველოს სახელი ასე გააქვს მსოფლიოში და ჩამოვიდა საქართველოში წარმატებული სეზონის შემდეგ, ერთ ადამიანს ფედერაციიდან არ გიკითხავთ, როგორ მოსწონს მისი გუნდი ან როგორ შეეწყო.

2) ზურას საუკეთესო ლელოს დამალვა ლელოების დასახელების დროს.

3) მიზეზების მოგონება და ანკესზე წამოგება - ყველამ კარგად იცით, როგორი რთული და გადამღლელი სეზონი ჩაატარა ზურამ და ახალჩამოსულს მოსთხოვეს დაუყოვნებლივ ბაზაზე შესვლა, როცა ოფიციალურად მას ეკუთვნის რამდენიმე კვირა დასასვენებლად, ისევ იმისთვის, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. ამაზე რომ ვერ წამოაგეს, შემდეგ მიზეზი გახდა ტესტ-მატჩი, რომელიც ზურასნაირად ვერ ჩააბარა მინიმუმ 7-მა ადამიანმა, მაგრამ ისინი მოხვდნენ შემადგენლობაში.

შერჩევითი სამართალი კი განაპირობა მწვრთნელის მიმხრობილობამ და იმან, რომ ჰყავს საკუთარი ფავორიტები ზურას პოზიციაზე, მაგრამ გვყავს კი ასეთი მორაგბეები დასაკარგი? მე ყველას წარმატება მიხარია და წარმატებას ვუსურვებ, რადგან საკუთარსაც არ ვუჩივით, მაგრამ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მხოლოდ მწვრთნელი და არსებული მდგომარეობაა ფედერაციაში, რომელიც უნდა დალაგდეს.

ზურამ მიიღო უდიდესი დარტყმა ამ პერიოდში, რადგან მისთვის საქართველოს სახელით და მისი ქვეყნისთვის თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გაიარა ეს პერიოდი, რადგან წარმატებული ადამიანია და წარმატებულად ასპარეზობს ინგლისურ პრემიერშიფში.

რას ველოდებით? ძალიან დიდ წარმატებას და ეს ყველაფერი ზურასგან მოგხმარდებათ თქვენ და ქართველ გულშემატკივრებს. რაგბი ქართველების თამაშია და შემდეგ მსოფლიოზე ქართველები გამარჯვებულები იქნებიან. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქართველ გულშემატკივრებს ზურას ასეთი სიყვარულისთვის", - წერს ლილე სახელაშვილი.

მკითხველის კომენტარები / 85 /
რა გასაგებად გადმოცემს აზრს ეს დალოცვილი.
გოგი
07 ოქტომბერი 2019 21:53
1
ამბიციების, ჩხუბისა და გაწევ-გამოწევის გარეშე ვის რა გამოსვლია? დააკვირდით მეგობრებო როგორი სიმშვიდე და იდილია გვაქვს ქართულ ფეხბურთში - შესაშური, ხოლო ჭიდაობაში სროლამდე მიდის საქმე, შედეგებიც შეადარეთ და დაინახავთ, პირველ შემთხვევაში ქვეშაფსიების გაკეთებულ საქმეს და მეორე შემთხვევაში კაცების.
goga
04 ოქტომბერი 2019 11:24
11
ნარო მილიარდჯერ დაჯარიმდა ძაან ცუდია თუ არ მოუმატა არა წელს ფორმაში. ვერც გოგიჩა ბრწყინავს.ჟვანია ასეიშვილი კარგი იქნებოდა წელს.მილტონა......
ნიკა
07 ოქტომბერი 2019 16:28
1
თქვენ ხო არ ღადაობთ .რა ნარო და გოგიჩა.ნარო კარგი იყო 2 წლის უკან ეხლა სახელი შემორჩა და პრესტიჟი , გოგიჩაიშვილი ჯერ არ არის მზად .წელს ყველაზე კარგ ფორმაში ზუზუ იყო ამათგან და ამიტომაც აფეთქდა ზუზუზე ყველაფერი.ნაროს მაგარ პატივს ვცემ მაგრამ მაგრად მოუკლო.მაოფლიოზე მისი წაყვანა წამგებიანი იყო გუნდისთვის
რაგბის ფანი ჯაბა
05 ოქტომბერი 2019 00:34
5
აგერ წავა ეხლა მილტონ ჰეიგი და მწვრთნელიც დაგვჭირდება
: )))))))
05 ოქტომბერი 2019 12:59
0
ეტყობა შენ ღადაობ.
????
05 ოქტომბერი 2019 11:50
1
ახალი კინგ კონგი ყავს რაგბის ჟვანო
ნიკა
05 ოქტომბერი 2019 23:26
0
ყველაზე უნდა მორაგბეა ბინა ვიცი.მაგრად უყვარს რაგბი და ეტყობა სულით რაგბისტია.გადახედეთ არის ლელოებს ბინა არ იცით.და წარმატება უსურვეთ. ინგლისის პრემიერშიფში ერთადერთი ქართველი გვყავს და სულ პირველზე ათამაშებენ
ნიკა
04 ოქტომბერი 2019 12:39
9
ნიკა გასაგებია რასაც იძახი მაგრამ:
ბინა რაგბისტის არის ლელოების გადახედვა, პრემიერშიფის პირველზეა სულ ათამაშებენ, მოგებას უსურვებთ, ზურა ბიჭი ხარ კარგი და მართალია?
გრამატიკოსი
04 ოქტომბერი 2019 12:58
0

სიახლეები პოპულარული