ჰეიგმა შემადგენლობა ბოლოჯერ დაასახელა - "ბორჯღალოსნების" განაცხადი ავსტრალიასთან მატჩისთვის

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2019 წლის მსოფლიო თასის დასკვნითი შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ჩვენი გუნდი 11 ოქტომბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე, ავსტრალიის ნაკრებს შიზუოკაში ეთამაშება. აღსანიშნავია, რომ "ვოლაბები" ერთადერთია ტიერ1-ის გუნდებიდან, რომლის წინააღმდეგაც აქამდე არასდროს გვითამაშია.

ბოლო მატჩი ჰეიგის თავკაცობით

11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ბოლოჯერ ითამაშებს მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით და შესაბამისად, ახალზელანდიელმა ბოლოჯერ დაასახელა გუნდის შემადგენლობა. მან 3 ოქტომბერს ფიჯისთან გამართული მატჩის სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ორი ცვლილება განახორციელა, სულ კი 23-კაციან რაზმში ოთხი ცვლილებაა.

სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები როტაციის პრინციპით მოხდა. 9 ნომრად
თამაშს იწყებს გელა აფრასიძე, ხოლო ვასილ ლობჟანიძემ მარქაფაში გადაინაცვლა. სხვა მხრივ, ხაზი უცვლელი დარჩა. მგეზავი კვლავ გამოცდილი ლაშა ხმალაძეა, ცენტრში მერაბ შარიქაძე და დავით კაჭარავა შეწყვილდნენ, ფულბეკი სოსო მათიაშვილი იქნება, ხოლო ფრთებზე სანდრო თოდუა და გიორგი კვესელაძე ითამაშებენ.

წინა მატჩის შემდეგ უცვლელია შერკინების პირველი და მეორე ხაზი. პირველ ხაზში თამაშს იწყებენ მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი, ხოლო მეორეში გიორგი ნემსაძე და კოტე მიქაუტაძე შეწყვილდებიან. ნემსაძისთვის ეს ბოლო ოფიციალური თამაშია მის კარიერაში. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნეს ფლანკერმა მამუკა გორგოძემ და შერკინების შემკვრელმა ბექა გორგაძემ, ხოლო მეორე ფლანკერი ბექა საღინაძე იქნება, რომელიც მარქაფიდან დაწინაურდა, სკამზე კი გიორგი თხილაიშვილმა გადაინაცვლა.

ორი ცვლილებაა მარქაფაშიც. ლევან ჩილაჩავას ნაცვლად, ავსტრალიასთან თამაშში გიორგი მელიქიძე ჩაერთვება, ხოლო მირიან მოდებაძის ნაცვლად, ხაზში თამაზ მჭედლიძეს ვიხილავთ.

2019 წლის მსოფლიო თასი. D ჯგუფი. 11 ოქტომბერი. შიზუოკა
საქართველო - ავსტრალია (14:15 საქ. დრ.)

ხაზი | ბექები
15. იოსებ მათიაშვილი, 14. გიორგი კვესელაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გელა აფრასიძე;

შერკინება | ფორვარდები
1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა

16. ჯაბა ბრეგვაძე, 17 გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. ოთარ გიორგაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 33 /
გამხნევება სჭირდებათ ჩვენს ბიჭებს კიდევ კარგათ თამაშობენ მილტონ ჰეიგის და მისი სამწვრთნელო შტაბის ხელში ყველა მოწინააღმდეგესთან ერთი და იგივე ტაქტიკით თამაშმა მიგვიყვანა ზუსტად ამ შედეგებამდე !!!!! იმედს ვიქონიებ ფედერაცია ყურადღებით გაითვალისწინებს დაშვებულ შეცდომებს!!!!!



ქომაგი
02:39 10-10-2019
3
მათიაშვილის ადგილი არის 10 ნომერზ3 აბჟანდაძის ადგილად და ამ შ3მთხვ3ვაში ხვალინდელ თამაშში ხმალაძის მაგივრად ათზე უნდა იდგეს გახსოვთ რამდენჯერ ჭრიდა ხაზს და როგორ თამაშობდა ფეხით რა მფრინავი ლელოები დადო გინდა კანადასთან და გინდა სხვა მატჩებში დიახ სწორედ მაშინ 10 ნომერზე იდგა არაა გარემარბობა მისი სტილი და რით ვერ გაიგო ჰეიგმა
გოგა
00:29 10-10-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული