„მსოფლიო რაგბის“ მაღალი მიღწევების გენერალური მენეჯერი პიტერ ჰორნი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა უკანახაზელები პროგრესირებენ და უახლოეს პერიოდში ეს შედეგებზეც აისახება.
„მსოფლიო რაგბის“ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით - „მაღალეფექტური სისტემა ქართული რაგბის ნათელი მომავლისთვის“, სადაც საუბარია მსოფლიო თასზე მოთამაშე ახალგაზრდა ქართველ მორაგბეებზე და აკადემიის სივრცეში 14-16 წლის მორაგბეების განვითარების სისტემაზე:
„შესაძლოა, წლევანდელი მსოფლიო თასი საქართველოსთვის გეგმის მიხედვით ვერ წარიმართა, მაგრამ მის შემადგენლობაში ახალგაზრდა მორაგბეების სიმრავლე, მომდევნო ოთხწლიან ციკლში, კარგ შედეგებს გვპირდება. პიტერ ჰორნი მიიჩნევს, რომ მეორე დონის ქვეყნებში, ახალგაზრდა მორაგბეებს შორის
იაპონიაში საქართველოს ძალიან ბევრი 24 წლამდე პერსპექტიული მოთამაშე ჰყავს. ისეთი მორაგბეები, როგორებიც ოთარ გიორგაძე, გურამ გოგიჩაშვილი, ვანო კარკაძე, გიორგი მელიქიძე და ბექა გორგაძე არიან, მომდევნო სეზონებში საფრანგეთის ტოპ 14-ში დახვეწენ ოსტატობას და მსოფლიო დონის მორაგბეებად ჩამოყალიბდებიან.
თუმცა მათ სარაგბო ევოლუციაში ერთი ასპექტი განსაკუთრებით საყურადღებოა. თუ გასულ წლებში ერის ნიჭი, ტრადიციულად, მორკინალების სასარგებლოდ იხრებოდა, 2019 წლის მსოფლიო თასზე მზარდი, ახალგაზრდა ბექებიც გამოჩნდნენ.
მათ სათავეში უდგას 20 წლის მგეზავი თედო აბჟანდაძე, რომლის შემოქმედება წელს 20-წლამდელთა ჩემპიონატზეც ვიხილეთ; ასევე, ვასილ ლობჟანიძე, რომელსაც 24 წელი მომდევნო კვირაში (14 ოქტომბერი) უსრულდება. ამ წყვილს ემატება 21 წლის ცენტრი გიორგი კვესელაძე, ნახევარმცველი გელა აფრასიძე და 22 წლის გარემარბი მირიან მოდებაძე. საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძეც კი ჯერ მხოლოდ 26 წლისაა.

„შესაძლოა, ისინი იმედგაცრუებულნი არიან იაპონიაში ნაჩვენები შედეგებით, თუმცა საკვანძო მომენტი ისაა, რომ აღწევენ წარმატებებს ასაკობრივ კატეგორიებში, რაც სამომავლოდ უმაღლეს დონეზეც აისახება“ - ამბობს ჰორნი, რომელიც მეორე დონის ქვეყნების განვითარებაზეა პასუხისმგებელი:
„საქართველო ევოლუციის პროცესშია, რომლის ფარგლებშიც უნდა განაგრძოს 14-16 წლის ნიჭიერი მოზარდების განვითარება ყოველდღიური ვარჯიშებით, რათა იმ პერიოდისთვის, როდესაც ისინი 18-20 წლისანი იქნებიან, მათი სარაგბო ცოდნა უფრო მაღალი იყოს. ეს ის უპირატესობაა, რაც ტიერ1-ის ქვეყნებს გააჩნიათ. ისინი მოთამაშეთა განვითარებას ადრეული ასაკიდან იწყებენ და სანაკრებო შემადგენლობასაც დიდი რაოდენობის მოთამაშეებიდან ირჩევენ“.

ჰორნს მაგალითად მამუკა გორგოძე მოჰყავს, რომლის გამოძახება სხვა მოთამაშის ტრავმის გამო გახდა აუცილებელი. ის ამბობს, რომ სიღრმეების შექმნა მეორე დონის ნაკრებებისთვის ამომავალი წერტილი უნდა იყოს:
„ასეთ ქვეყნებს ხშირ შემთხვევებში თითო პოზიციაზე მხოლოდ ერთი ძლიერი მორაგბე ჰყავთ. როდესაც ის სათადარიგოთა სკამზე ხვდება, სიტუაცია ცოტათი რთულდება; თუ შემადგენლობაში საერთოდ ვერ ხვდება, მაშინ რეალური სირთულეები იწყება და თუ ასეთი მორაგბე ტრავმას იღებს, სიტუაცია კრიტიკული ხდება, მაგრამ საქართველოს ახლა ძალიან კარგი ახალგაზრდები ჰყავს და მათი მომავალი შესანიშნავი უნდა იყოს. ისინი აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას, რადგან შექმნეს მაღალეფექტური სისტემა, რაც ზოგიერთი კავშირისთვის შურის საგანია“.
საქართველოს მთავარი აკადემია თბილისში, ეროვნული ნაკრების ბაზაზე, „შევარდენზეა“ განთავსებული. განვითარების ცენტრებია ქუთაისსა და ბათუმში. ასევე მცირე აკადემიებია გორსა და თელავში.
„ამრიგად, მათ ჰყავთ დიდი რაოდენობით ახალგაზრდა მორაგბეები, რომლებიც ყოველდღე ვარჯიშობენ და 20-წლამდელთა ნაკრებს ხარისხიანი პროგრამების განხორციელებაში ეხმარებიან. ახლა მთავარი ამოცანაა, რომ 20-წლამდელთა თამაში ტესტ-დონეზე აისახოს“.
საქართველოს რაგბის კავშირის მაღალი მიღწევების მენეჯერი ვასილ აბაშიძე ამბობს, რომ მსოფლიო რაგბის ინვესტიცია ისეთ უცხოელ მწვრთნელებში, როგორებიც არიან მილტონ ჰეიგი, გრეემ როუნთრი, ჯო ვურზლი, ასევე ფიზმომზადების სპეციალისტი ფილ ჰილი და სამედიცინო პერსონალის ხელმძღვანელი საიმონ პოუპი, ქვეყანას განვითარებაში დაეხმარა. ამავდროულად, ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი ადგილობრივი სპეციალისტები.
„ახალი, მაღალი მიღწევების პროგრამა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელებმა შარშან დაიწყეს და ის სრულადაა მორგებული 14-16 წლის მორაგბეებზე. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ეს პროექტი სწორი მიმართულებით ვითარდება და ამას წარმატებული, უცხოური აკადემიების ხალმძღვანელებიც ადასტურებენ. ყოველ წელს ვხედავთ, რომ 20-წლამდელთა ნაკრებიდან ოთხი-ხუთი მოთამაშე პირველ გუნდში ადის“, - ამბობს აბაშიძე.

სირთულე, რომელსაც ქართული რაგბი ხშირად აწყდება, მდგომარეობს იმაში, რომ უკანა ხაზისთვის საჭირო აღნაგობის, სწრაფი ახალგაზრდები, არჩევანს უფრო ფეხბურთზე აკეთებენ, სადაც კარიერის აწყობა რაგბისთან შედარებით ბევრად შემოსავლიანია.
„მათ უნდა განაგრძონ ისეთი ბავშვების აღმოჩენა, როგორებიც ვასო და თედო არიან. მათ აქვთ შესაბამისი აღნაგობა, ნიჭი და სისწრაფე“, - აცხადებს ჰორნი.
ის და მილტონ ჰეიგი ირწმუნებიან, რომ საქართველოში რაგბი დე-ფაქტო გახდა ეროვნული სპორტის სახეობა.
„როდესაც საქართველოში ადამიანებს ესაუბრები, გრჩება შთაბეჭდილება, რომ ეროვნული სპორტის სახეობა რაგბია. შესაძლოა, ეს იმის გამო ხდება, რომ მორაგბეთა ნაკრები უფრო წარმატებულია, ვიდრე საფეხბურთო“, - გვიყვება ჰორნი და აგრძელებს:
„ახალგაზრდების გულისა და გონების მოხიბვლა საქართველოს რაგბის კავშირის მთავარი პრიორიტეტია, რათა უფრო მეტი ბავშვი ჩაერთოს რაგბიში, ვიდრე ფეხბურთში. როგორც კი ეს გარდამტეხი მომენტი დადგება, ჩვენ უფრო მეტ მაღალი დონის ქართველ ბექს ვიხილავთ. საუკეთესო ქართველი ფორვარდები რეგულარულად მიდიან სათამაშოდ საფრანგეთში და მათი უმრავლესობა მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება. ახლა ხაზის მოთამაშეების ჯერია და ისინი უნდა გახდნენ საინტერესონი პროფესიული კლუბებისთვის“.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით