"ბორჯღალოსნების" ავსტრალიასთან მატჩისწინა პრესკონფერენცია - იოლი თამაში არც ერთისთვის არ იქნება

AutoSharing Option
2019 წლის მსოფლიო თასის დასკვნით მატჩში, 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან გასამართი შეხვედრის წინ, "ბორჯღალოსნებმა" ტრადიციული კაპიტნის ვარჯიში და პრესკონფერენცია გამართა.

„იოლი თამაში არც ერთისთვის იქნება“

"ბორჯღალოსანთა" კაპიტანი მერაბ შარიქაძე ამბობს, რომ გუნდი ავსტრალიასთან მატჩში საკუთარი რეპუტაციის გამყარებას ეცდება:

„განწყობა არ შეცვლილა! ჩვენ ისევ გვინდა, საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ თავი, საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. გვინდა, ჩვენი რეპუტაცია გავზარდოთ და გავაძლიეროთ იმაზე მეტად, ვიდრე ამ წუთას არის. ამის მისაღწევად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. გუნდიც და მეც თავს კარგად ვგრძნობთ. ჩვენ მოტივირებულნი ვართ, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია...“.

ის
დარწმუნებულია, რომ ავსტრალიის ნაკრებთან თამაში ნებისმიერ ეტაპზე რთული იქნებოდა და მეტოქეს ბოლომდე ბრძოლას ჰპირდება:

„ავსტრალიის დარ პირველი დონის გუნდებთან თამაში იოლი არც ერთ სტადიაზე არაა. ყველა თამაშში ისინი სრულად იხარჯებიან, რა მნიშვნელობისაც უნდა იყოს ის მატჩი. მიდგომის კუთხით მათთვის ხვალინდელი მატჩი განსხვავებული არ იქნება. ჩვენ უფრო რთულ სიტუაციაში ვართ, ვიდრე მეტოქე და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც არის შესაძლებელი, რათა ჩვენი საუკეთესო მხარე ვანახოთ. არც ისინი იქნებიან გულხელდაკრეფილნი და ამიტომაც იოლი თამაში არც ერთისთვის იქნება“.

გუნდის კაპიტანს ისიც ჰკითხეს, რამდენად დაეხმარებოდა ქართულ მორაგბეებს განვითარებაში ზე-რაგბიში თამაში, რაზეც მან უპასუხა:

„ქართველი მორაგბეების მოხვედრა ძალიან კარგი გამოცდილება იქნებოდა. იცით, რომ ერთი მორაგბე, ჯაბა ბრეგვაძე ზე-რაგბის კლუბ "სანვულვზში" თამაშობს და საუცხოო გამოცდილებებს გვიზიარებს. ის ევროპული რაგბისგან განსხვავებულია. უფრო სწრაფი და დინამიკური თამაშებია და ვიმედოვნებ, ამ გუნდებში მოხვედრის შანსი ქართველ მორაგბეებსაც გვექნება. იმედია, ამას ხვალინდელ თამაშში ვაჩვენებთ, რომ ქართველი მორაგბეები იმსახურებენ ზე-რაგბის გუნდებში თამაშს“.

„ავსტრალიასთან თამაში დიდი პატივია“

"ბორჯღალოსანთა" ფულბეკ სოსო მათიაშვილისთვის ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ თამაში დიდი პატივია:

„რა თქმა უნდა, ამაღელვებელია... ფაქტობრივად, ამ მორაგბეების თამაშის ყურებით გავიზარდეთ და დიდი პატივია მათ წინააღმდეგ თამაში. მოხარული ვარ, რომ მსოფლიოს ჩვენს შესაძლებლობებს ვაჩვენებთ. ავსტრალიის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. ძალიან კარგი შეტევა აქვთ და დაცვაში მაქსიმალური ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. უნდა ვეცადოთ, ბურთი გავაკონტროლოთ და უმეტესი დრო შეტევაში გავატაროთ, რათა ნაკლები შესაძლებლობა მივცეთ“.

მას ასევე ჰკითხეს: "სოსო, რატომაა საქართველო კარგი ძალისმიერ სპორტის სახეობებში, ისეთებში, როგორებიც ძიუდო, ჭიდაობა და რაგბია?"

„ალბათ, ყველაზე დიდი მიზეზი ისაა, რომ საქართველო მთელი ისტორიის განმავლობაში იბრძოდა, ჩვენ მუდამ სამშობლოს დაცვა გვიწევდა და ქართველებისთვის ბრძოლა ბუნებრივი მდგომარეობაა. ბრძოლა, ჭიდაობა - გენში გვაქვს, ფიზიკურად ძლიერები და ღონიერები ვართ. მე ალბათ, გამონაკლისი ვარ (იცინის). ალბათ, სწორედ ამიტომ ვართ ძლიერები შერკინებაში. ჩვენ გვიყვარს ბრძოლა და გამარჯვება. იმედი მაქვს, ხვალ ამ ნაწილში შევძლებთ დომინირებას და თუ შევძლებთ, თამაშის მოგების შანსიც იქნება“.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 10 /
არ ვიცი, არ ვიცი...ავსტრალიასთან დომინირებას თუ აპირებთ, საღოლ თქვენ:)
emigranti
04:14 11-10-2019
4
მათიაშვილი არ არის საქართველოს ნაკრების რირსი, იმიტომ კი არა, რომ ცუდი 15 ნომერია ეგ არაფერ შუაში არაა საერთოდ პრობლემურია #15 საქართველოში, სოსო არ თამაშობს ნთელი სულით და გულით ყოველთვის ერიდება კონტაქტში შესვლას და ან ეს უნდა გამოასწოროს ამ თამაშში ან დატოვოს ნაკრები
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული