2019 წლის მსოფლიო თასის D ჯგუფის შეხვედრა საქართველოსა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის ძალიან დაძაბულად დაიწყო.
ავსტრალია პირველივე წუთებიდან უტევდა, თუმცა "ბორჯღალოსნები" თავს საიმედოდ იცავდა და პირველად მე-14 წუთზე დავჯარიმდით, კაჭარავას ფეხი დაუცდა და ბეილის თავზე დაეცა.
ავსტრალიელმა მოედანი დატოვა, მისმა თანაგუნდელებმა კი ძალიან სახიფათოდ შემოგვიტიეს, ჩვენი ჩათვლის მოედანთან 1 მეტრში იყვნენ, თუმცა ქართველმა მორაგბეებმა შესანიშნავად მოახერხეს თავის დაცვა და "ვოლაბებს" ბურთი წინ
დაუვარდათ.
23-ე წუთზე კი ავსტრალიელებმა ლელო დაგვიდეს. მეთ თუმუამ მოედნის ცენტრში გაჭრა დაცვის ხაზი. ჩვენმა მეტოქეებმა სწრაფად შეუტიეს და უაითმა ბურთი ჩვენი ჩათვლის მოედნის ხაზზე დაამიწა. თუმუამ ზუსტად გარდასახა და ანგარიში 7:0 გახდა.
ცენტრიდან ბურთის განახლების შემდეგ ავტრალიელები საკუთარ 22-იანთან დაჯარიმდნენ. მართალია, დერეფნიდან შემოტანილი ბურთი "ვოლაბებმა" ჩაგვიხურეს, თუმცა მალევე ისევ დაჯარიმდნენ და 29-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციიდან ჩვენს ნაკრებს შეხვედრაში პირველი ქულები მოუტანა - 3:7.
35-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ყვითელი ბარათი ავსტრალიელთა 8 ნომერ ნაისარანის უჩვენა, რომელმაც უხეშად ითამაშა გიორგი ნემსაძის წინააღმდეგ. თუმცა ჯარიმის დარტყმის შემდეგ დერეფნიდან შემოტანილი ბურთი წავაგეთ, შემდეგ დავჯარიმდით და ავსტრალიელებმა უკვე კარში დაარტყეს - 10:3.
ამის შემდეგ ჩვენ შევუტიეთ, თუმცა ბურთი ხელიდან გაგვივარდა და მალე "ვოლაბებმა" ბურთი მოედნის ფარგლებს მიღმა გადააგდეს. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 3:10 წააგო.
მაგრამ მწვრთნელი და ტაკტიკოსები გვხავდა 0
ვიმედოვნებ 4 წლის მერე ოდნავ მოუმატებენ