"ბორჯღალოსნების" კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ავსტრალიის ნაკრებთან მსოფლიო თასის მატჩის შემდეგ მოკლე კომენტარი მსოფლიო რაგბის ტელევიზიას მისცა.
"კარგად ვიბრძოლეთ, ყველაფერი გავაკეთეთ რომ ასეთი ანგარიში არ ყოფილიყო. იმედი მაქვს, მომავალში მსგავს თამაშებში უკეთ გამოვალთ, რადგან ქულების მოპოვების გარეშე ავსტრალიის დონის გუნდებს ვერ მოუგებ.
თოდუას ლელოს შემდეგ თითქოს შეგვეძლო თამაშში დაბრუნება, თუმცა ავსტრალია ძალიან ძლიერია. სამწუხაროდ, მსოფლიო თასზე ჩვენი მიზნები ვერ შევასრულეთ, როგორც ჩვენ, ისე გულშემატკივრები სულ სხვა შედეგებს ველოდით. თუმცა, იმედი მაქვს, მომავალში ეს ახალგაზრდა გუნდი უკეთეს შედეგს დააფიქსირებს".
საქართველოს ნაკრებმა 2019
წლის რაგბის მსოფლიო თასზე ბოლო შეხვედრა ჩაატარა და ავსტრალიასთან ანგარიშით 8:27 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 5 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა.