"ბორჯღალოსნები": მადლობა ჰეიგს - საფრანგეთში ბევრად უფრო წარმატებული მსოფლიო თასი გვექნება

AutoSharing Option
მსოფლიოს თასზე ავსტრალიასთან წაგების (8:27) შემდეგ საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა ისაუბრეს.

"ამაყი ვარ, ბოლომდე ვიბრძოლეთ"
შედეგით უკმაყოფილო იყო, თუმცა დაცვაში თამაშით კმაყოფილი გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე:

"მიმაჩნია, რომ კარგად ვიბრძოლეთ და დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ. თუმცა, ამ თამაშში შეტევა ჩვენს კარგ მხარედ ნამდვილად არ უნდა ჩაითვალოს და სტატიკაშიც როგორც გვინდოდა ისე არ წავიდა საქმე, მაგრამ მე ამაყი ვარ გუნდით, რადგან ბოლომდე ვიბრძოლეთ და ძალიან ცუდია, რომ ბოლოში მიყოლებით ორი ლელო მივიღეთ. ესაა სწორედ სხვაობა ძალიან კარგ გუნდებსა და არცთუ ისე კარგ
გუნდებს შორის. ამ ეტაპზე ესაა სხვაობა ავსტრალიასა და ჩვენს შორის. ისინი მუდამ ძლიერ გუნდებს ეთამაშებიან და მათ შეასრულეს რაც სურდათ. თუმცა, მე კვლავ ამაყი ვარ იმით, რაც ჩვენ გავაკეთეთ. იმედი მაქვს, მომავალში უკეთ ვითამაშებთ და საფრანგეთში ბევრად უფრო წარმატებული მსოფლიო თასი გვექნება".

შარიქაძეს მეტოქის შერკინებისა და განსაკუთრებით დერეფანში თამაშის შეფასება სთხოვეს, სადაც მეტოქემ 5 ჩვენი მოწოდება მოიგო:

"ავსტრალია ძალიან ძლიერი გუნდია და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ანალიზის უნარი აქვს. შეგვისწავლეს და იცოდნენ რის გაკეთებას ვაპირებდით, ხოლო შერკინებებს რაც შეეხება - როგორც გუშინ მილტონმა განაცხადა - მათ შერკინებაში თამაშს მნიშვნელოვნად მოუმატეს. ავსტრალია ნამდვილად არ იყო შერკინების მხრივ საუკეთესო გუნდი, თუმცა ახლა მიმაჩნია, რომ ამ კომპონენტში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მათ ეს გააუმჯობესეს, ახლა ჩვენც უნდა გავაუმჯობესოთ და როდესაც შემდეგ მსოფლიოზე კვლავ შევხვდებით, ბევრად უნდა გავურთულოთ საქმე და უკეთესი თამაში შევთავაზოთ".

პრესკონფერენციის დასასრულს შარიქაძემ სიტყვა ითხოვა და სამედიცინო ჯგუფს, ასევე მილტონ ჰეიგს მადლობა გადაუხადა:

"მინდა, მადლობა გადავუხადო ჯედ მაკნამარას და საიმონ პოუპს, რომლებმაც ტრავმის შემდეგ ფეხზე დამაყენეს. ისეთი ტრავმა მქონდა, მალე დაბრუნება შეუძლებელი ჩანდა და მათი ძალისხმევით მსოფლიო თასზე სამი მატჩის ჩატარება შევძელი.

მინდა, კიდევ ერთი რამ ვთქვა - როგორც იცით, დღეს მილტონ ჰეიგს ბოლო მატჩი ჰქონდა საქართველოს ნაკრების თავკაცის რანგში - მილტონს მინდა მადლობა გადავუხადო, ვინაიდან მან უამრავი რამ გააკეთა ქართული რაგბისთვის, დიდი წვლილი შეიტანა ქართული რაგბის განვითარებაში. მადლობა მილტონ, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთე და შენ რომ არა, მე აქ არ ვიჯდებოდი".

"ძლიერი მხარეები ვერ გამოვიყენეთ"
დავით კაჭარავა მიიჩნევს, რომ ბორჯღალოსნებს ამ თამაშის მოგების შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ ძლიერი მხარეები ვერ გამოიყენეს:

"მთლიანობაში, შედეგით უკმაყოფილო ვარ. ვფიქრობ, ამ თამაშის მოგება შეიძლებოდა. მაგრამ ვერ გამოვიყენეთ ჩვენი ძლიერი მხარეები შერკინებაში, მოლსა და დერეფანში. ძალიან ბევრი ბურთი დავთმეთ და შანსები ვერ გამოვიყენეთ. თუ ავსტრალიას და მის მსგავს გუნდებს ბურთს დაუთმობ, მათთან კონკურენცია გაგიჭირდება".

"მიზნის მიღწევას 4 წლის შემდეგ ვეცდებით"
თამაშის შეფასებისას ბურთის არქონაზე ამახვილებს ყურადღებას შალვა მამუკაშვილი და იმედოვნებს, რომ გუნდი დასახული მიზნის მიღწევას 4 წლის შემდეგ მოახერხებს:

"მთელი პირველი ტაიმი და მეორე ტაიმი დასკვნით 5 წუთამდე, დაძაბული იყო. დაცვაში 200-ზე მეტი ბოჭვა შევასრულეთ, თუმცა შეტევაში ბურთი სულ 3 თუ 4 წუთი გვქონდა და მარცხი ამან განაპირობა. ეს ტურნირის ბოლო მატჩი იყო და ვერ ვიტყვი, რომ შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგან მინიმუმ ორი თამაშის მოგებას ვგეგმავდით. ახლა ნაკრებს რამდენიმე მორაგბე დატოვებს, გარკვეული დროის შემდეგ ახალი მოთამაშეები დაგვემატებიან და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გაუმჯობესებისთვის ვიმუშავებთ, რათა დასახულ მიზანს საფრანგეთში მივაღწიოთ".

გიორგი თხილაიშვილმა მადლობა გადაუხადა მილტონ ჰეიგს და დასძინა:

"ჰეიგმა ქართული რაგბის განვითარებისთვის უდიდესი სამუშაო გასწია და უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში, ყველა წარმატება მას უკავშირდება".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 25 /
მადლობა ბიჭებს თავდადებული ბრძოლისთვის

Vern Cotter ნაკრების მწვრთნელად !!!!!!!!
Best
12 ოქტომბერი 2019 11:48
1
მადლობა მელიტონ!!! რაც შეეხება საფრანგეთში უკეთესად გამოსვლას-იქ ჯერ მოხვედრაა საჭირო
ბათუმის ფანი
12 ოქტომბერი 2019 11:23
16
მოკლედ ორი გამოსავალია, ან უფრო მაღალი დონის შეჯიბრში მივიღოთ მონაწილეობა, ან ფრანჩაიზი ანდა დამოუკიდებელი ტურნირი, საქართველო, სამოა, ფიჯი, რუმინეთი, ტონგა, იაპონია.
ან რამოდენიმე ძლიერი ნატურალიზებული მოთამაშე საჭირო პოზიციებზე, მსურველი ნამდვილად იქნება, მითუმეტეს ამ პრაქტიკას ჩვენზე ძლიერი ნაკრებები იყენებენ!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
12 ოქტომბერი 2019 11:19
3
მილტონ ჰეიგს დიდი მადლობა! ძალიან მაგარ ქართველად ჩამოყალიბდა. ნეტავ ეს ადამიანი თავის ოჯახთან ერთად სამუდამოდ საქართველოში დასახლებულიყო! ამაზე უკეთესი მწვრთნელი და უცხოელი პიროვნება ძალიან დიდხანს აღარ გვეღირსება. რაც შეეხება რაგბს, ამის შემდეგ რაც არ უნდა სამწუხაროდ მოგეჩვენოთ ჩემი პროგნოზი, წინსვლის პერსპექტივას ვერ ვხედავ. ის კი არა ვფქრობ მალე გახშირდება წაგებები ისეთ გუნდებთან როგებიცაა: რუმინეთი, ესპანეთი, კანადა, აშშ, ურუგვაი, გერმანია (გერმანიამ რომ ჩათვალოს საჭიროდ 2 წელიწადში ისეთ გუნდს დააყენებენ 6 ერში თანაბრად ითამაშებენ) და სამწუხაროდ რუსეთიც! თუ რეიტინგში ახლა ვართ 10-ეულის მახლობლად, ალბათ 20-ეულის მიდამოებში ვიბრუნებთ. ღმერთმა ქნას მე ვცდებოდე/ გამიხარდება კიდეც! აქვე უნდა შევეხო ლიბერასტების ძალმომრეობას ამ ერთ დროს ვაჟკაცურ სპორტზე. რა სამარცხვინო პოზიციაც დაიკავეს მსოფლიოს რაგბის კავშირმა, ავსტრალიის რაგბის კავშირმა, ავსტრალიელმა მორაგბეებმა მას შემდეგ რაც მსოფლიოს ერთ-ერთმა უძლიერესმა მორაგბემ ავსტარალიის ნაკრების ფულბეკმა ისრაელ ფოლაუმ გააკეთა სჯარო განცხადება რაგბში ჰომოსექსუალიზმის ბაცილის გავრცელების საწინააღმდეგოდ, ამ სპორტს განვითარება არ უწერია. ამის შემდეგ ვაჟკაცმა კაცმა შერკინებაში და რაქში ჩადგომა როგორ უნდა შეძლოს, როცა უკნიდან თავისივე გუნდის მამათმავალი მორაგბე უდგას გამაგრებაზე. წარმოგიდგენიათ რა უხერხული სიტუაცია იქმნება?! ეს ხომ ჩოგბურთი, ფრენბურთი (იქ არ არის მოთამაშეთა შორის უშუაო ფიზიკური კონტაქტი და ამიტომ დავასახელე) არ არის ან საპარიკმახერო?! ჩემი აზრით ყველა ქვეყნის ტრადიციული ორიენტაციის მორაგბეებს საჯაროდ უნდა გამოეხატათ მხარდაჭერა ფოლაუს პოზიციისადმი, იმ ზომამდეც კი, რომ თუ ფოლაუს ჩამოაშორებდნენ რაგბს, უარი ეთქვათ მსოფლიო თასზე ასპარეზობაზე! უბრალოდ ვალდებულებიც კი იყვნენ! ხოლო მსოფლიო რაგბის კავშირმა რაგბის როგორც ვაჟკაცური სპორტის დასამარბა დაასრულა იმით, რომ მსოფლიო თასის ფინალის არბიტრად დანიშნა ნაიჯნელ ოუენსი, რომელიც ამაყობს თავისი ჰოლმოსექსუალობით!
aburjga
12 ოქტომბერი 2019 09:52
12
საინტერესოა, ეს 10 დისლაიქი" ლგბტ პირებმა და მათმა გულშემატკივრებმა დამიწერეს?!
aburjga
13 ოქტომბერი 2019 09:57
0
მილტონ ჰეიგი - "ის დამოკიდებულება, რომელიც ავსტრალიურმა მედიამ გამოიჩინა, შეიძლება ითქვას, აგდებული და უპატივცემულო იყო." აბა ახლა იმ ხალხისგან, იმათი ჟურნალისტებისაგან, ვინც თავისი ქვეყნის საუკეთესო მორაგბე და ქრისტიანი კაცი ლგბტ პირებისათვის მიუღებელი რაღაც პატარა განცხადების გამო ნაკრებიდან და როგორც ვიცი გუნდიდანც გარიცხეს, აი იმათ რა პატივისცემა უნდა მოთხოვო საქართველოს ნაკრების მიმართ?! სასიხარულოც კი არის თუ უარყოფითად მოგვიხსენიეს!
aburjga
12 ოქტომბერი 2019 13:31
0
ყველა გამოხმაურება
ამ კომენტარის წერისას ცრემლიც მომეძალა სიმართლე გითხრათ ძლივს დავწერე ქართულ რაგბიში რაღაც ერა დასრულდა გიო ნემსაძის მამუკას და დათო კაჭარავას სახით ასევეა ჩვენებურად რო ვტქვათ ჩვენი მელიტონაც დიდი მადლობა მათ ყველას და არ იქნება გადაჭარბებული თუ ამ ხალხს გაცილებას მოუწყობთ
dato
12 ოქტომბერი 2019 09:06
2
ეს მსოფლიო უკვე ჩავლილია და ავად თუ კარგად ერთი თამაში მაინც მოვიგეთზ ეხლა უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თუ ვინ მოვა ფედერაციის სათავეში და ვის მოიყვანენ მთავარ მწვრთნელად!!! იმედია ეს უქნარა სვანიძე თავისი გუნდით სამუდამოდ ჩამოსცილდება გუნდს თორემ როგორც კულუარებში გაჟღერდა მაიასაშვილის დანიშვნას აპირებს, მწვრთნელის რომელიც რა ნაკრებსაც არ გაეკარა ახალგაზრდულებში თუ ეროვნულში ყველგან ფიასკო განიცადა!!! აი ეს კი კიდევ ერთი დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.
Lado
12 ოქტომბერი 2019 08:03
1
მადლობა მილტონ . შენ ყველაზე საუკეთესო იყავი
ზვიადი
12 ოქტომბერი 2019 04:54
6
დიდი მადლობა ბიჭებს თავდადებისათვის. მადლობა ჰეიგს, ძალიან დიდი სამუშაო გასწია და წარმატება მომავალ საქმიანობაში.ამ თაობას ხელით თამაშს და მიყოლას და ოფლოუდებს ჰეიგი ვერ ასწავლიდა, ასე რომ ახალგაზრდებმა უნდა გაგვახარონ ამ მხრივ. ამიტომაც გვიჭირს შვიდკაცაში, სადაც სწრაფი, ხელით თამაშია საჭირო.
emigranti
12 ოქტომბერი 2019 03:54
1
წარმატებები მილტონ ჰეიგს :) მადლობა
გადასარევი გიორგი
12 ოქტომბერი 2019 01:42
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული