მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო

AutoSharing Option
მსოფლიო თასზე ავსტრალიასთან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ისაუბრა:

"20 წუთში დაახლოებით 111 ბოჭვა გავაკეთეთ და ვგრძნობდით, ეს მეორე ტაიმში გუნდზე აისახებოდა. შესვენების შემდეგ ყველა შესაბამისად განწყობილი იყო. მეორე ტაიმში გვინდოდა ამ ტალღას ავყოლოდით და სირთულეებისთვის თავი დაგვეღწია. გვქონდა რამდენიმე შესაძლებლობა, თუმცა სტატიკაში ვერ ვივარგეთ და ამან წნეხი მოგვიმატა.

75-ე წუთამდე უცვლელი იყო ანგარიში და მერე მათ დამაგვირგვინებელი ორი ლელო დადეს, რაც გულდასაწყვეტია. თუმცა, დაცვაში ბიჭებმა საოცრად ითამაშეს და ეს ჩვენს არსს ასახავს, ეს ჩვენი ხასიათია, ბოლომდე ვიბრძვით.
მე ბიჭებით ძალიან ამაყი ვარ.

ის დამოკიდებულება, რომელიც ავსტრალიურმა მედიამ გამოიჩინა, შეიძლება ითქვას, აგდებული და უპატივცემულო იყო. ავსტრალია ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც გაუმჯობესებული სტატიკა, დერეფანი და მოლი აქვს. მთლიანობაში ძალიან კარგი შერკინება აქვთ.

ამ კომპონენტებს რომ შეხედოთ, გაითვალისწინოთ იმ მოთამაშეების კლასი, რომლებიც მათ ჰყავთ და ზოგადად, ამ შეხვედრას რომ შევხედოთ როგორც თიერ1-ისა თიერ2-ის დაპირისპირებას, მიმაჩნია, რომ კარგად ვითამაშეთ".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა დაწერეს ასეთი ეს მაინც გვითხარით
giorgi
15:46 12-10-2019
0
მართალია ეს კაცი. გმადლობ მელიტონ!
emigranti
04:07 12-10-2019
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული