World Rugby-მ "ტვიტერის" გვერდიდან ცნობილ დღესასწაულ Halloween-თან დაკავშირებით ქართველი მორაგბეების ვიდეო გააზიარა, რომელშიც ლევან ჩილაჩავა 2019 წლის მსოფლიო თასის ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე ვანო კარკაძეს ეხუმრება.
აღნიშნული დღესასწაული სათავეს ძველ კელტებთან და გალებთან იღებს და მისი დასახელება Halloween, კელტური ენიდან მოდის და "წმინდანთა საღამოს" ნიშნავს. კოსტიუმირებული შეხვედრა ამ დღესასწაულის დღესთან ბავშვთა ტრადიციებიდან მოდის, რომლებიც უფროსებმაც აითვისეს.
ხოლო, რაც უშუალოდ რაგბის მსოფლიო თასს შეეხება, საქართველოს ნაკრები უკვე დაემშვიდობა ამ ტურნირს. დღეს, 1-ელ ნოემბერს, ბრინჯაოსთვის მატჩში ერთმანეთს ახალი ზელანდიისა და უელსის ნაკრები გუნდები შეერკინებიან. შეხვედრა თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება. ფინალი კი ხვალ, 2 ნოემბერს გაიმართება.