"ბორჯღალოსნების" ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?! - ვინ არის სამხრეთაფრიკელი სპეციალისტი

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად სამხრეთაფრიკელი სპეციალისტი, 59 წლის სვის დე ბრუინი განიხილება.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ აღნიშნული ინფორმაცია გაზეთ "ლელოსთან" დაადასტურა.

მისი თქმით, თუ მას პრეზიდენტად აირჩევენ, სამხრეთაფრიკელი სპეციალისტი სვის დე ბრუინი მაისიდან საქართველოს ნაკრებში იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 30 იანვარს გაიმართება, სადაც ოფიციალურად კანდიდატურა ჯერჯერობით მხოლოდ გოჩა სვანიძემ წარადგინა. არჩევნებში მონაწილეობას ასევე აპირებენ ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე.

რაც შეეხება სვის დე ბრუინს, მან სამწვრთნელო კარიერა "შარკის" აკადემიაში დაიწყო, შემდეგ კი
"ვაილდბისთზის" მთავარი მწვრთნელი გახდა. ამის შემდეგ ის "გრიქვაზს" წვრთნიდა.

2001 წელს დე ბრუინმა სამხრეთ აფრიკის 21-წლამდელთა ნაკრები ჩაიბარა, 2004 წლიდან კი ისევ "შარქსში" დაბრუნდა, სადაც დაახლოებით 8 წელი გაატარა.

ამის შემდეგ მან "გოლდენ ლაიონსი" ჩაიბარა და პარალელურად, "ზე რაგბიში" მოთამაშე "ლაიონსის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. 2016 წელს "ლაიონსი" "ზე რაგბის" ფინალში დამარცხდა, 2017-ში კი ამავე ტურნირის ფინალში "ქრუსეიდერზთან" წააგეს. 2018 წლიდან კი დე ბრუინი "ლაიონსის" მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, თუმცა "ზე რაგბის" ფინალში კვლავ "ქრუსეიდერზთან" დამარცხდა.

2019 წლის 18 ოქტომბრიდან დე ბრუინმა სამხრეთაფრიკულ "კინგზში" დაიწყო მუშაობა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებში კონსულტანტადაც დასაქმდა, თუმცა პირადი მიზეზების გამო დატოვა თანამდებობა.
მკითხველის კომენტარები / 26 /
საეჭვოდ იყურება ) მეტი ვერავინ ნახეს ? ასისტენტად ბოლოს ერთი წელი მთავარად და გამოუშვეს ?
dato
15 იანვარი 2020 11:05
6
კაით რა ეხლა მარტლა რა ამას მაისაშვილი ჯობია ეს ტიპი ჩვენს ნაკრებს ვერც ვერაფერს შემატებს და პირიქით შეიძლება მოხდეს არა და არა.
zurabi
15 იანვარი 2020 12:38
20
რაგბის ცნობილი სპეციალისტი, რომ არის, ეგ არა ახალია და ვიცით. ამ სურათის მიხედვით, კი ეტტყობა რაგბის გარდა ბილიარდის სპეციალისტიც უნდა იყოს.
biliardisti
16 იანვარი 2020 04:12
6
ირაკლი აბუსერიძეო?ეგ მართლა ბიძინას ჯიბის ბილიარდი რატომ უნდა აირჩიონ?ნიჟარაძეს ამ დამსახურებულ და სიტყვის კაცს ფედერაციას აღარ აკარებენ და უწიგნური ნაპარლამენტარი უნდა დაგვისვან კავშირში? რატომ?ერთი კობიაშვილმა ააყვავა ქართული ფეღბურთი და მეორე აბუსერიძე განავითარებს რაგბს.
888
18 იანვარი 2020 13:11
9
მაინც რა არის ეს ბილიარდი (ჯიბის) ვინმე ახსნის?
ზაზა
23 იანვარი 2020 16:51
0
De bruini namdvilad kargi mwvrtnelia, erti eg mapiqrebs, xshiri nervuli ashlilobebei da depresia aqvs, samwuxatod. Piradi mizezebi rom weria statiashi- egaa. Svanizes rac sheexeba, bizinasavit iqceva- tu ammirchevt, ras nishnavs? Gaepormebina aqamde?! Ise, tu de bruini da svanize tandemshi unda mivigot, me xurcize, maisashvili mirchevnia
Zura
15 იანვარი 2020 17:00
5
მწვრთნელზე თავიდანვე ითქვა, რომ არჩევნების შემდეგ გადაწყვეტდნენ, რაც სწორია.
სვანიძის არჩევანი - დე ბრუინია, თუ სხვა გაიმარჯვებს, თავის კანდიდატურას შეარჩევს (შეიძლება ესეს დე ბრუინი აღმოჩნდეს)
თუმცა უკეთესი კი იქნებოდა პრეზიდენტობის კანდიდატებს რომ შეეჯერებინათ კანდიდატურა და ევროპის ჩემპიონატს უმწვრთნელოდ არ შევხვედრილვიყავით.
Supporter
15 იანვარი 2020 17:11
1
ქუთაისელებს ყველა მწვრთნელი ჩხეტიანი როგორ გგონიათ? ცოტა ხანში ნახავთ ეგ თქვენი ჩხეტიანი რა მწვრთნელიც არი
ქ.ბათუმი. ქუთაისის ქუჩა.
15 იანვარი 2020 12:33
14
ეს ვინ არი ? ამის მოყვანა რაც დაუჯდებათ ამას ისევ ქართველი ჯობს ჰეიგზე უკეტესს დაგვპირდნენ და ესაა ? თუ ეხლა ისეა საქმე ვინც იქნება სულ ერთი თუა მაშინ იყოს მაისაშვილი.
civi
15 იანვარი 2020 13:18
24
ეს ვინ არისო რომ კითხულობ აქ ჩანს რა დონეზე ხარ რაგბში ჩახედული :)რათქმაუნდა უკეთესებიც არსებობენ რომლებიც ჩვენი დონის ქვეყანას არ ჩაიბარებენ(ფინანსური მდგომარეობის გამო).
ამ მდგომარეობაში ძალიან კარგი კანდიდატურაა.
civi-ის
15 იანვარი 2020 14:35
1
ამ კანდიდადურიც განხილვაც კი ზედმეტად მიმაჩნია.მცოფლიო ჩემპიონატი 5 თვი წინ დამთავრდა და .... ,,გრანდებიდან''ერთი რიგიანი მწვრთნელი ვერავინ როგორ ვერ ამოირჩიე ამხ.გოჩა?
გიორგი ჯანიკაშვილი
15 იანვარი 2020 13:14
21
გრანდების მწვრთნელი ვინ?) ჰანსენი, ჯონსი, ერასმური, გეტლანდი?)))

თუ არ ერკვევით რაგბიში, მცოდნე საზოგადოებაში მაინც გაიკითხეთ ვინ არის დე ბრუინი
Supporter
15 იანვარი 2020 15:38
1
მერე რა უდა გააუმჯობესოს და განავითაროს? მწვრთნელთა კურსები არ აქვთ ამათ?
sdfffff
15 იანვარი 2020 14:21
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული