"ბოლომდე ვიბრძოლებ" - ქართული რაგბის ლეგენდები არჩევნებში მხარს ირაკლი აბუსერიძეს უჭერენ [VIDEO]

AutoSharing Option
ქართული რაგბის ლეგენდები საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ირაკლი აბუსერიძეს უჭერენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნები 30 იანვარს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება.

ჯერჯერობით ოფიციალურად კანდიდატურა მხოლოდ მოქმედმა პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ დააყენა, თუმცა პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აპირებენ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ამჟამად პარლამენტის წევრი ირაკლი აბუსერიძე და რაგბის კავშირის მაღალი მიღწევების ყოფილი მენეჯერი ბაჩო ხურციძე.

ირაკლი აბუსერიძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "სპორტი იმედზე" საკუთარი პროგრამა წარადგინა და განაცხადა, რომ კანდიდატურას ოფიციალურად ერთ კვირაში წარადგენს.

"2015 წელს, როცა რაგბის
კავშირის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას ვგეგმავდი, კანდიდატურა მოვხსენი, რადგან დაძაბულობამ პიკს მიაღწია და რაგბის კავშირის გახლეჩვა არ მინდოდა. ამ გადმოსახედიდან, შევცდი, დიდი შეცდომა დავუშვი, რადგან ქართული რაგბი დღეს უფრო ცუდ მდგომარეობაშია.

როგორც სახლს სჭირდება ფუნტამენტი, ასევე მნიშვნელოვანია ბავშვთა რაგბის განვითარება. თუ ბავშვთა რაგბი არ განვითარდება, ეროვნულ გუნდს შევსება არ ექნება. დღეს ქართულ ბავშვთა რაგბიში ერთი მწვრთნელი 35-40 ბავშვს ავარჯიშებს, მწვრთნელთა რაოდენობა არასაკმარისია. უნდა შეიცვალოს ვითარება და ერთი მწვრთნელი 15-20 ბავშვს უნდა წვრთნიდეს.

ასევე მნიშვნელოვანია ქალთა რაგბის განვითარება. დღეს 7-ქალა რაგბის ნაკრები გვყავს, მაგრამ 15-ქალა ნაკრები არ გვყავს. ასევე, მძიმე ვითარებაა რეგიონალურ რაგბიში.

საქართველოს ჩემპიონატში ბევრი სარაგბო მატჩი ყოფილა, როცა სასწრაფო დახმარების მანქანა არ ყოფილა. ყველა გუნდს ფიზმომზადება უნდა ჰყავდეს, რაც ტრავმების მიღებას შეამცირებს.

რაგბის კავშირში ბევრი პროფესიონალია, რომელთა ხელში გავიზარდე. ვეტერანები, რომლებიც უცხოეთში კარიერას დაასრულებენ, მათი ცოდნა ქართული რაგბის განვითარებას გამოადგება.

პრეზიდენტობაზე კანდიდატურას შემდეგ კვირაში შევიტან. წარსულისგან განსხვავებით, კანდიდატურას არ მოვხსნი, ბოლომდე ვიბრძოლებ", - აღნიშნა აბუსერიძემ.

აღსანიშნავია, რომ აბუსერიძეს მხარს უჭერენ ლაშა ლომიძე, შალვა სუთიაშვილი, გოდერძი შველიძე, კარლენ ასეიშვილი, ვიტო კოლელიშვილი, დავით ზირაქაშვილი, ილია ზედგინიძე და მამუკა გორგოძე.

მორაგბეების მხარდაჭერის მიმართვა სოციალურ ქსელში გავრცელდა, ხოლო გორგოძის განცხადებით, თუ ვერ მოხერხდა კანდიდატების გაერთიანება, ის მხარს აბუსერიძეს დაუჭერს.

"მივესალმები, თუ კანდიდატები გაერთიანდებიან და თავიანთ გამოცდილებას ერთად მოახმარენ რაგბის განვითარებას, დაძლევენ არსებულ რეგრესს და პროგრესისკენ წავლენ. თუ ეს გაერთიანება არ მოხდა, მაშინ მე მხარს ვუჭერ ირაკლი აბუსერიძეს, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ბოლო წლებში არსებული შედეგებიდან გამომდინარე, ახალი ძალა და სისხლია საჭირო", - განაცხადა გორგოძემ "იმედთან" საუბარში.


altრაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად გოჩა სვანიძე წარადგინეს

altსაქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნების თარიღი ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 38 /
მართლა გგონია რომ მაგარი მორაგბე იყავი??
Devi
20 იანვარი 2020 20:47
7
დააბრუნეთ ნიჟარაძე თუ გინდათ ქართული რაგბის ისევ განვითარება,თორემ კრემლი ამ ქოც-ებით ქართულ რაგბსაც მინიმუმ რუსეთის დონეზე დაიყვანენ (!)-ყელში აქვთ გაჩხერილი კრემლს- ქართული რაგბი,ისევე როგორც ქართული სახელმწიფო და...- რა ვერ გავიგეთ-ივანაშვილების ,,ინტელექტი,,- ,,განათლება,, პროცესების აღქმა,დამოკიდებულებები,პასუხისმგებლობის ხასრისხი,პროფესიონალიზმის ხარისხი...არა-ადეკვატურია,რასაც თავად ვერ ათვითცნობიერებენ და - ვხედავთ-2012 წლიდან -რა დღეში ჩააგდეს-სახელმწიფო ?! გაძარცვული, ღატაკი, უსუსური, დაკნინებული,უიმედო და უპერსპექტივო, საიდანაც 100 000-ბით მოქალაქე გადის და პროცესი მხოლოდ შეუქცევადია(?!), რაც შეეხება - ბ.ივანაშვილმა დააფინანსა -რაგბი,დღეს მაინც აშკარაა, რომ ეს უპირატესად მთელი რაგბის სამყაროს მოსყიდვა-პოლიტიკური კორუფცია იყო-ხელისუფლებაში მოსვლისათვის და კიდევ უფრო მეტი ფინანსების-ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს და ერის გაძარცვით გამდიდრებისათვის და მეტი არაფერი,თორემ არსებულ დღეში-2012 წლიდან ა რ ჩავარდებოდა ქართული რაგბი, გაცილებით განვითარებული იქნებოდა, როგორც პროფესიონალიზმის ხარისხი,ორგანიზაცია, რაგბის ინფრასტრუქტურა, ზოგადად სპორტის სახეობებში ფინანსების ოდენობა - ინვესტიოციები... ეს ჩემი აზრია.
გლახუნა
20 იანვარი 2020 18:13
24
ეს ყველაფერი ბიძინას ბიზნეს ცენტრთან და კრემლთან და არა აქ!
: )))))))
23 იანვარი 2020 11:16
0
ეს სპორტული საიტია ძმაო. პოლიტიკური პროპაგანდები სხვაგან გასწიე. ისედაც თითმის ყველგან ასეა. არ მინდა გითხრა ყელში ამოხვედით, ვიტყვი რომ ყელში ამოვიდა რა!!! .....
SL
21 იანვარი 2020 00:57
9
კარგი მორაგბეობა არ ნიშნავს კარგ პრეზიდენტობას, ლეგენდები კი არა, ვინც არ უნდა უჭერდეს მხარს.მისი ინტელექტი ნამდვილად არ მეტყველებს უკეთესზე
: )))))))
20 იანვარი 2020 18:06
2
ობიექტუობას არაფერი სჯობია, ყველა ფედერაციის მუშაობა ფასდება შესაბამისი ნაკრების გამოსვლით დიდ ტურნირებზე, რაგბის რეგრესი სახეზეა, შესაბამისად უნდა შეიცვალოს პრეზიდენტი, ფეხბურთს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში პროგრესია.
ბმბ
20 იანვარი 2020 17:27
9
ყველაფერს მაინც ფული ჭირდება თორე საუბარი ყველამ ისწავლა დღეს დდ თუ რამე გაკეთდა რაგბში ნიჟარაძის დროს გაკეთდა ისიც ერთი კაცის ფულით და მორჩა ცალკე აღებული პროგრამა ფინანსების გარეშე ფარატინა ქაღალდია
zaza
20 იანვარი 2020 17:16
0
შენ ბრმასავით ნუ ილაპარაკებ მეგობარო? გაკეთებით სვანიძის დროს მეტი გაკეთდა, მაგრამ აქ სულ სხვა რამეზეა საუბარი. მეტი გვინდა!! გამაჯვებები გვინდა!!
SL
21 იანვარი 2020 00:49
10
4 წელია პარლამენტში, კომიტეტში. რამე თუ გააკეთა რაგბისთვის. უბრალოდ თბილი სკამი უნდა.
dato
20 იანვარი 2020 16:02
3
აბუ საქმის კაცია, რადგან კამერების წინ ზოგიერთებივით არ კეკლუცობს გგონიათ საქმეს არ აკეთებს. თავის სამაჟორიტარო რაიონში სარაგბო ბაზა აბუმ ააშენებინა და უამრავი რამ გააკეთა.
ლევანი
29 იანვარი 2020 09:25
0
პარლამენტარს რაგბიში რა უნდა გაეკეთებინა? ფედერაციის მუშაობაში ჩარეულიყო თუ მწვრთნელისთვის "რჩევები" მიეცა?
SL
21 იანვარი 2020 00:54
8
მე როგორც ვიცი აბუსერიძე არავის არ მოსწონს რეგბის წრეში - არ მგონია მან შეძლოს მოთამაშეების და ფედრაციის მუშაკების მოტივირება და თავის ხედვებში დარწმუნება.
ჩემი აზრით იცის რომ პარლამეტარი ვეღარ იქნება და ეხლა ეძებს ხელგამოსაკრავ თამანდებობას.
genadi
20 იანვარი 2020 15:43
7
შენ რას იძახი ვინ რაგბისტებს არ უნდა. აბუს ღიად უჭერენ მხარს!!
დათო
29 იანვარი 2020 09:30
0
პირდაპირ განცვიფრებული ვარ თქვენი მიხვედრილობით!! როგორც ჩანს კაცი ვერაფერს გამოგაპარებთ!
SL
21 იანვარი 2020 01:00
10
საქართველოში ხომ ვერ მოიშალა ძმაკაცობით და ნაცნობობით საქმის კეთება, რა პრინციპით უჭერენ მხარს აბუსერიძეს? პარლამენტარი ყოფილა და მგონი ოჯახის წევრების გარდა არავინ იცის ეგ ამბავი, ერთი გაკეთებული საქმე თქვას. კარგი მორაგბე იყო და ეს არ ნიშნავს იმას რომ კარგი პრეზიდენტი იქნება, კავშირს ჭირდება ძლიერი მენეჯერი, თავისი წარსულით და საქმით. ამ კანდიდატებში ბაჩო ხურციძე უალტერნეტიოა თავისი გაკეთებული საქმით ქართულ რაგბში, თუ სხვა უფრო ძლიერი არ გამოჩნდა ვინმე
გიო
20 იანვარი 2020 15:03
3
ნუთუ ქოცის მსახვრალი ხელი რაგბსაც უნდა მიწვდეს? ესღა დარჩათ ასარევი. პარლამენტში ხომ ისახელა თავი აბუსერიძემ და ეხლა ფედერაციაში უნდა პრეზიდენტობა. კარგი რაგბისტობა არაა საკმარისი სამართავად, მართვას ინტელექტი და კარგი მენეჯერი უნდა. სპორტსმენობა საკმარისი რომ იყოს სამართავად თბილისი აყვავებული უნდა იყოს ქვეყანაზე რომ არაფერი ვთქვათ, სავსეა პარლამენტი ყოფილი სპორტსმენებით.
irakli81
20 იანვარი 2020 14:55
5
თქვენი მსახვრალი გონება ვის შემოგვთავაზებდა? პარტიული ნიშნით? რომელი პარტიიდან?
SL
21 იანვარი 2020 01:03
10
რა მარაზმია პროსტა.
ფას
20 იანვარი 2020 14:49
2

სიახლეები პოპულარული