"ბოლომდე ვიბრძოლებ" - ქართული რაგბის ლეგენდები არჩევნებში მხარს ირაკლი აბუსერიძეს უჭერენ [VIDEO]

AutoSharing Option
ქართული რაგბის ლეგენდები საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ირაკლი აბუსერიძეს უჭერენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნები 30 იანვარს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება.

ჯერჯერობით ოფიციალურად კანდიდატურა მხოლოდ მოქმედმა პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ დააყენა, თუმცა პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აპირებენ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ამჟამად პარლამენტის წევრი ირაკლი აბუსერიძე და რაგბის კავშირის მაღალი მიღწევების ყოფილი მენეჯერი ბაჩო ხურციძე.

ირაკლი აბუსერიძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "სპორტი იმედზე" საკუთარი პროგრამა წარადგინა და განაცხადა, რომ კანდიდატურას ოფიციალურად ერთ კვირაში წარადგენს.

"2015 წელს, როცა რაგბის
კავშირის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას ვგეგმავდი, კანდიდატურა მოვხსენი, რადგან დაძაბულობამ პიკს მიაღწია და რაგბის კავშირის გახლეჩვა არ მინდოდა. ამ გადმოსახედიდან, შევცდი, დიდი შეცდომა დავუშვი, რადგან ქართული რაგბი დღეს უფრო ცუდ მდგომარეობაშია.

როგორც სახლს სჭირდება ფუნტამენტი, ასევე მნიშვნელოვანია ბავშვთა რაგბის განვითარება. თუ ბავშვთა რაგბი არ განვითარდება, ეროვნულ გუნდს შევსება არ ექნება. დღეს ქართულ ბავშვთა რაგბიში ერთი მწვრთნელი 35-40 ბავშვს ავარჯიშებს, მწვრთნელთა რაოდენობა არასაკმარისია. უნდა შეიცვალოს ვითარება და ერთი მწვრთნელი 15-20 ბავშვს უნდა წვრთნიდეს.

ასევე მნიშვნელოვანია ქალთა რაგბის განვითარება. დღეს 7-ქალა რაგბის ნაკრები გვყავს, მაგრამ 15-ქალა ნაკრები არ გვყავს. ასევე, მძიმე ვითარებაა რეგიონალურ რაგბიში.

საქართველოს ჩემპიონატში ბევრი სარაგბო მატჩი ყოფილა, როცა სასწრაფო დახმარების მანქანა არ ყოფილა. ყველა გუნდს ფიზმომზადება უნდა ჰყავდეს, რაც ტრავმების მიღებას შეამცირებს.

რაგბის კავშირში ბევრი პროფესიონალია, რომელთა ხელში გავიზარდე. ვეტერანები, რომლებიც უცხოეთში კარიერას დაასრულებენ, მათი ცოდნა ქართული რაგბის განვითარებას გამოადგება.

პრეზიდენტობაზე კანდიდატურას შემდეგ კვირაში შევიტან. წარსულისგან განსხვავებით, კანდიდატურას არ მოვხსნი, ბოლომდე ვიბრძოლებ", - აღნიშნა აბუსერიძემ.

აღსანიშნავია, რომ აბუსერიძეს მხარს უჭერენ ლაშა ლომიძე, შალვა სუთიაშვილი, გოდერძი შველიძე, კარლენ ასეიშვილი, ვიტო კოლელიშვილი, დავით ზირაქაშვილი, ილია ზედგინიძე და მამუკა გორგოძე.

მორაგბეების მხარდაჭერის მიმართვა სოციალურ ქსელში გავრცელდა, ხოლო გორგოძის განცხადებით, თუ ვერ მოხერხდა კანდიდატების გაერთიანება, ის მხარს აბუსერიძეს დაუჭერს.

"მივესალმები, თუ კანდიდატები გაერთიანდებიან და თავიანთ გამოცდილებას ერთად მოახმარენ რაგბის განვითარებას, დაძლევენ არსებულ რეგრესს და პროგრესისკენ წავლენ. თუ ეს გაერთიანება არ მოხდა, მაშინ მე მხარს ვუჭერ ირაკლი აბუსერიძეს, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ბოლო წლებში არსებული შედეგებიდან გამომდინარე, ახალი ძალა და სისხლია საჭირო", - განაცხადა გორგოძემ "იმედთან" საუბარში.


altრაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად გოჩა სვანიძე წარადგინეს

altსაქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნების თარიღი ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 38 /
ხურციძის ლეკვებო არ გამოგდით არაფერი!
გიორგი
22:41 29-01-2020
2
აი ილო ზედგინიძეს რომ დაეყენებინა კიდე ჰა ჯანდაბას,მაგრამ ამ წერაკითხვის აბსოლუტურმა უცოდინარმა. . .გასაგებია ნუ ყველაფერი . . .
Napoleoni
00:57 24-01-2020
0

სიახლეები პოპულარული