რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად გოჩა სვანიძე წარადგინეს

AutoSharing Option
კლუბებმა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად გოჩა სვანიძე წარადგინეს, - ამის შესახებ რაგბის კავშირი თავისი ვებგვერდით იტყობინება:

"დღეს, 2020 წლის 13 იანვარს, საქართველოს რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა (დიდი 10 კლუბები) მიერ საქართველოს გამგეობის სახელზე შემოვიდა განცხადება, 2020 წლის 30 იანვარს სრკ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გოჩა სვანიძის კანდიდატურის წარდგინების შესახებ.

განცხადებაზე ხელს აწერენ დიდი 10-ის შემდეგი კლუბები: "ლელო", "ჯიქი", "აია", "ყოჩები", "აკადემია" და "იუნკერები".

შეგახსენებთ, 2020 წლის 10 იანვარს, საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის კრებაზე დადგინდა სრკ-ის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი -  2020 წლის
30 იანვარი და პროცედურები".

არჩევნებში აგრეთვე მონაწილეობას ყოფილი "ბორჯღალოსანი" ირაკლი აბუსერიძე და რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების ყოფილი დირექტორი ბაჩო ხურციძე მიიღებენ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
სანამ სპორტული ფედერაციების პრეზიდენტების არჩევნებში მთავარი როლი პოლიტიკურ კუთვნილებას ენიჭება და არა პროფესიონალიზმს, მანამდე არაფერი ეშველება ქართულო სპორტს, ხოლო რაგბის საქმე უკან წავა. ნეტავ ვცდებოდე
გუგა
18:13 14-01-2020
1
ეს რაგბის კავშირი იმდენ იზამს, ჰეიგი სანატრელი გაგვიხდება. მაისაშვილის მწვრთნელობისა რა უნდა თქვა, ხომ ეტყობოდა ჰეიგის მარჯვენა ხელი რომ იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში. ესეც მაფიია რაგბში. სამწუხაროა, რომ უკვე ფეხბურთის სუნი აუვიდა. აგერ რუსები, რუმინელები, ესპანელები ჩემპიონატისათვის მზადებას განაგრძობენ და ჩვენ. თუ სადმე მაისაშვილი ჩუმჩუმად ამზადებს გუნდს?! სვანაძეს რა უნდა მოჰკითხო, ფაქტიურად ყველაფერი წასულ კაცს დააბრალა. სადმე გაგიგონიათ, რომ ვადაგასულ მწვრთნელ ეკითხებოდნენ დარჩები იგივე პოსტზე თუ რაღაც გაუგებარი განვითარების ფონდის ხელმძღვანელობას აირჩევო? რა თქმა უნდა რომელი ჭკუათმყოფელი შეიცვლიდა პოსტს?! ეს ინფორმაცია, ხომ სვანაძემ გაამხილა რამდენიმე ხნის წინ და ასეთი პრეზიდენტის პირობებში რა პროგრესს უნდა ელოდო?
ანდრო
12:30 14-01-2020
2

სიახლეები პოპულარული