საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნები 30 იანვარს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაცია რაგბის კავშირმა საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა.
ოფიციალური კანდიდატები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ადრე რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების ყოფილმა დირექტორმა ბაჩო ხურციძემ განაცხადა, რომ არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს.
რაგბის კავშირის ამჟამინდელი პრეზიდენტი გოჩა სვანიძეა.
გთავაზობთ რაგბის კავშირის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებას უცვლელად:
"რაგბის კავშირის გამგეობის განცხადება
2020 წლის ნამდვილ წევრთა მორიგი საერთო კრების (ყრილობის) მოწვევის შესახებ:
ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირის მოწვევით, 2020 წლის 30 იანვარს, 13:00 საათზე, ქ. თბილისში,
- სრკ-ის გამგეობისა და პრეზიდენტის შემაჯამებელი ანგარიში;
- სრკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატთა საერთო კრებისათვის წარდგენა, კანდიდატთაგამოსვლები;
- სრკ-ის პრეზიდენტის არჩევა;
- წესდების ცვლილებების მიღება;
- წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით