ლევან მაისაშვილი რუმინეთთან მატჩამდე: ჩვენი თამაში უნდა შეიცავდეს უფრო მეტ საფრთხეს მეტოქისთვის

AutoSharing Option
დღეს, 31 იანვარს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა რუმინეთის ნაკრებთან დაპირისპირებამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

"ტაქტიკური თვალსაზრისით დიდი ცვლილებები არ იქნება მარტივი მიზეზის გამო, რომ დრო ცოტა გვქონდა. ჩვენ შევეცდებით, შეტევასა და დაცვაში ხარისხი გავაუმჯობესოთ. ჩვენი თამაში უნდა შეიცავდეს უფრო მეტ საფრთხეს მეტოქისთვის, უნდა იყოს მრავალფეროვანი შეტევა, რათა დავაბნიოთ მოწინააღმდეგე.

დრო გვჭირდება იმისათვის, რომ დავხვეწოთ ჩვენი თამაში.

პირველ რიგში, სელექციას მინდა შევეხო. ეს არის მოკლე ვადა, რა დროსაც, არა მგონია, ექსპერიმენტების ჩატარება სწორი იყოს. მე გავაკეთე არჩევანი
იმ გუნდზე, რომელიც წარმოდგენილი იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ლექსო ყაულაშვილს რამდენჯერმე შევთავაზეთ საქართველოს ნაკრებში თამაში და მან უარი თქვა. სამომავლოდ გადავხედავთ ამ საკითხს და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება მეტოქეებს, ფავორიტის როლში ყოფნა ნიშნავს, რომ ყველა მეტოქე გეთამაშება მაქსიმალური მოტივაციით. ნებისმიერი გუნდი დასაფასებელია ამ ჩემპიონატზე. დარწმუნებული ვარ, რომ რუმინეთი ძალიან რთულ თამაშს შემოგვთავაზებს. ასევე, ესპანეთსაც კარგი გუნდი ჰყავს; რუსეთი შეეცდება, თავისი სიტყვა თქვას და პორტუგალიაც მაქსიმალურად შეეცდება, თავი კარგად წარმოაჩინოს. ყველა გუნდს თავისი ხელწერა აქვს, ჩვენი ამოცანა კი არის, რომ ჩვენი ძლიერი მხარეები დავუპირისპიროთ.

რუმინეთი, ტრადიციულად, ძლიერია შერკინებით და მოლით. ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება, სადაც ამ კუთხით არ დავაფასეთ და სერიოზული პრობლემები შეგვიქმნეს. ეს ერთა თასის დათმობადაც დაგვიჯდა 2017 წელს. რაც შეეხება მეტოქის სუსტ მხარეებს, ამას ჩემთვის დავიტოვებ, ვეცდებით, რომ გამოვიყენოთ", - თქვა მაისაშვილმა

შეგახსენებთ, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში, 1-ელ თებერვალს, 18 საათზე რუმინეთს "დინამო არენაზე" ვმასპინძლობთ. მატჩის ტრანსლაცია "იმედზე" იქნება.

altრუმინეთის მწვრთნელი: საქართველოსგან ძლიერ შერკინებას და მობილურ მოლს ველოდებით

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩილაჩავა არასპორტულად, არაგუნდურად, არარეგბისტულად მოიქცა იაპონიაში (მოედანზე, და შემდეგ გასახდელში) ფიჯისთან თამაშის დღეს. არ მგონია მას სათამაშოდ დაუძახონ.
ჩემი აზრით ეს არის მიზეზი.
ვააა. ეგ არ ვიცოდი! ძალიან გული დამწყდა. კონკრეტულად რა ქნა, ხომ ვერ იტყვით? მაგრამ გამოძახებული არის ნაკრებში და მაშინ საერთოდ რატომ გამოიძახეს?

genadi -ს
31 იანვარი 2020 15:44
0
რა იყო ყველამ ერთად შეკარით პირი კაცო? ადამიანურად ვინმემ ამიხსენით ჩემ ენაზე გლეხურად რა დააშავა მოედანზე დემარში რას ნიშნავს ვერ გავიგე? ანუ მუსოლინის ან ჯიტლერის ჟესტი განასახიერა ხელით თუ ?? მართლა ვერ ვხვდები რას ნიშნავს დემარში სცადა?
დარსალია
31 იანვარი 2020 23:20
0
რა ქნა დანამდვილებით არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით ზედმეტად ეწყინა ფიჯისთან სათადარიგოზე დარჩენა - რაც დემონსტრაციულად გამოხატა მოედნიდან დემარშით.
გამომდინარე აქედან, სათადარიგოზეც ვერ მოხვდა ავტრალიასთან, ესე მგონია.
genadi
31 იანვარი 2020 21:08
0
ლექსო ყაველაშვილი ვინაა? რაღაც გამომრჩა?
გულშემატკივარი
31 იანვარი 2020 14:07
4
ყაველაშვილი არა, ყაულაშვილი
შოთა
31 იანვარი 2020 16:37
0
ლექსო ყაველაშვილი არის ერთ ერთი საუკეთესო ბურჯი ტოპ 14ში და თამაშობს ბორდოში. ადრე არ ეძახდნენ და ეხლა იუარა ეტყობა იმიტომ რომ საფრანგეთის ნაკრებში შეიძლება დაუძახონ
ლომი
31 იანვარი 2020 15:55
1
ყველა გამოხმაურება
Levan chilachava ratom ar aris? Vinmem xom ar icit? Tu dazianeba miigo, gvitxarit ra?!
Rezo
31 იანვარი 2020 13:29
0
ჩილაჩავა არასპორტულად, არაგუნდურად, არარეგბისტულად მოიქცა იაპონიაში (მოედანზე, და შემდეგ გასახდელში) ფიჯისთან თამაშის დღეს. არ მგონია მას სათამაშოდ დაუძახონ.
ჩემი აზრით ეს არის მიზეზი.
genadi
31 იანვარი 2020 14:33
0
წარმატებები ლევანს, მე მგონი დროა ქართველმა მწვრთნელმა გაიყვანოს გუნდი საერთაშორისო ასპარეზზე, მით უმეტეს ლევანს კარგი გამოცდილება და ცოდნა აქვს.
zviads
31 იანვარი 2020 13:07
8

სიახლეები პოპულარული