ფოტო: rugby.ge

"ბორჯღალოსანთა" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი თვლის, რომ ჩვენს გუნდს მადრიდში ესპანეთის ნაკრების 30-ქულიანი სხვაობით დამარცხება შეეძლო, თუმცა სიჩქარის გამო დაშვებულმა შეცდომამ მათ ქულების აღების საშუალება არ მისცა.

საქართველოს ნაკრები 23:10 მოგებული შეხვედრის პირველ ტაიმში დომინანტი იყო, სამი ლელო გაიტანა და 23:5 დაწინაურდა. ამ ტაიმით კმაყოფილია მაისაშვილი:

"თამაში კარგად დავიწყეთ და მთელი პირველი ტაიმი ბურთს ვაკონტროლებდით. გვქონდა შეცდომებიც, რომელთა შედეგად მეტოქისგან აგრესიული კონტრშეტევები მივიღეთ, თუმცა დაცვამ კარგად იმუშავა. მოლში, რომლიდანაც ლელო მივიღეთ, ყურადღება მოვადუნეთ, მერე კი ამ კომპონენტშიც კარგად ვიმუშავეთ და მომდევნო მოლებში ესპანეთს წინააღმდეგობა გავუწიეთ. მთლიანობაში, პირველ ტაიმში მრავლად გვქონდა მომენტები, როდესაც ქულა უნდა აგვეღო და ის ჩვენთვის სასურველი სცენარით წარიმართა".

მეორე ტაიმში "ბორჯღალოსნებმა" მონაგარს ვეღარაფერი შემატა და დაცვაში დიდი დრო გაატარა. ესპანეთმა მხოლოდ გაწითლებულ დროში შეძლო ლელოს გატანა და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა:

"მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქის ნახევარზე ადვილად გადავედით და დასარტყმელი ჯარიმა მოვიპოვეთ. აქ მეტოქის დაუფასებლობა დაგვემართა, ვიჩქარეთ, ასაღები ქულა ვერ ავიღეთ და დაიწყო ჩვენი პრობლემები - დისციპლინა, ყვითელი ბარათი და აღმოვჩნდით წნეხში. მთავარი პრობლემა იყო ის, რომ თამაში ვერ ვმართეთ და ესპანეთმა ის მიიღო, რაც თავად სურდა. მიუხედავად იმისა, რომ ხაზი რამდენჯერმე გაიჭრა, მთლიანობაში სიტუაციას ვაკონტროლებდით, მაგრამ ეს არ იყო ჩვენი მოცემულობა, - ამბობს მაისაშვილი და განაგრძობს:

- პირველი ტაიმის შემდეგ, მეორეში მინიმუმ 20 ქულა უნდა აგვეღო, მაგრამ თავი იჩინა კლასის ნაკლებობამ, რაზეც აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ. ეს იყო ჭკუის სასწავლებელი მატჩი, რადგან ასეთ რამეს მაღალ დონეზე არ პატიობენ. ერთი წუთით არ იყო იმის საფრთხე, რომ სადავეები ხელიდან გაგვქცეოდა, მაგრამ მივიღეთ ის, რომ მეტოქეს მეტად ჰქონდა ბურთი და მთელი ძალით ცდილობდა ჩამორჩენის შემცირებას. აი, ეს მოსდევს სიჩქარეს და სისტემიდან ამოვარდნას. შეგვეძლო მინიმუმ 30 ქულით მოგვეგო და რატომ ვერ შევძელით ეს, დეტალურ ანალიზს აუცილებლად გავაკეთებთ".

ესპანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების კვართით პირველად ითამაშა და დებიუტი ლელოთი აღნიშნა აკაკი ტაბუცაძემ. მისი გარჯით კმაყოფილი დარჩა მთავარი მწვრთნელი:

"ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ტაბუცაძე ამოცანას თავს კარგად გაართმევდა. რომ არა ტრავმა, მას რუმინეთთანაც ვათამაშებდი. დიდ 10-ში მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა. ის ფეთქებადი და სწრაფია შეტევაში, ხოლო დაცვაში - სტაბილური. ლელოს გატანა ნაწილობრივ გამართლებაა, თუმცა მას მინიმუმ 3-ჯერ ჰქონდა ამის შანსი და რამდენიმე ეპიზოდში პასი დაუგვიანეს. მას აქვს ლელოს გატანის ალღო და ჩვენ არ ვართ განებივრებულნი ასეთი სწრაფი მოთამაშეებით".

"ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის ჩემპიონატის მომდევნო მატჩს 22 თებერვალს ქუთაისში, "აია არენაზე" გამართავს. ბელგიელებთან შეხვედრა 15 საათზე დაიწყება და მას ჩვენი გუნდი გადახალისებული შემადგენლობით შეხვდება:

"ბიჭები კლუბებს დაუბრუნდებიან და მიუხედავად იმისა, რომ ბელგიასთან მატჩი საერთაშორისო ფანჯარაში ჯდება, ტოპ 14-იდან რამდენიმე მორაგბეს არ გამოვიძახებთ. ამ დღეს საფრანგეთში ტურის თამაშები იმართება და მორაგბეებს კლუბში დამკვიდრების საშუალებას მივცემთ. ამავდროულად, გამოვცდით რამდენიმე ახალ მოთამაშეს. ბელგიამ რუსეთის ნაკრები დიდი სხვაობით დაამარცხა, რაც ჩემი აზრით, უფრო რუსების უხეირობის ბრალი იყო და არა იმის, რომ ბელგიამ განსაკუთრებულად მოუმატა. მიუხედავად ამისა, მეტოქის დაუფასებლობა არ იქნება და მისთვის სრული სერიოზულობით მოვემზადებით".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

შოკირებული გულშემატკივარი
6 ერისთვის შეილება კატასტროფაა ჩვენი დონისთვის სუპერია
მთ
თუ მოდუნებასა და თამაშის ხარისხს შორის მსგავსებას ვერ ხედავ, რაღა ვილაპარაკოთ
ჟორა
ვულოცავ გუნდს გამარჯვებას, ნუ დაგავიწყდებათ მსოფლიოს შემდეგ გუნდს ფაქტიურად არ უთამაშია, ვხედავ სისწრაფეს, რაც კარგია, მოუმატებენ სიზუსტეს და ექსტრა გუნდი იქნება. ვფიქრობ მსოფლიომდე ოთხი წელია, ამიტომ ორი წელი შეიძლება ქართველ მწვრთნელს დაეთმოს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვიფიქროთ მწვრთნელის შეცვლაზე.
vova
ეგრე უელსმაც მოდუნდა მეორე ტაიმში ჩვენთან თუ ვინმეს გონია იქ ჩვენი ბრალი იყო?
გივი-გია
100%!
irakli81
შესწორება: მეორე ტაიმი რუმინეთთან და პირველი ესპანეთთან :)))
a,a.
მაისაშვილი არის გამოსაცვლელი....
irakli81
პირველი ტაიმი რუმინეთთან და მეორე ტაიმი ესპანეთთან მართლა კაი იყო და მე პირადად სიამოვნება მივიღე. თუ მხოლოდ ამით ვიმსჯელებთ ნაკრებმა ბევრად სანახაობრივი თამაში აჩვენა ვიდრე მიჩვეულები ვიყავით აქამდე, მაგრამ უნდა ვეცადოთ ორივე ტაიმი მაღალ დონეზე ჩავატაროთ თორემ უფრო ძლიერ გუნდებთან თუნდაც იგივე ტონგასა და სამოასთანაც გაგვიჭირდება წარმატების მიღწევა. მაისაშვილი მართლა კარგი მწვრთნელია და თუ ტოპ კლასის უცხოელ მწვრთნელს ვერ მოვძებნით(მინიმუმ მილტონზე მაღალი დონისას) ჯობია მაისაშვილი დარჩეს.
ჯ. ჩ.
მეორე ტაიმი ჩავარდა. ცუდი ა ძალიან.
მთ
თამაშის ხარისხი არის კატასტროფული
მერაბ მაღლაკელიძე
პირველი ტაიმი მართლაც სანაქებოდ ვითამაშეთ, ჩვენი ყველა პლიუსები გამოჩნდა მოლში, შერკინებაში დომინანტობა, დერეფანშიც და რაქებშიც, მეორე ტაიმში მაგრად ავირიეთ, მაისაშვილი მაღალი დონის მწვრთნელია, კარგ ანალიზს აკეთებს, ჰეიგისგან ეტყობა ბევრი რაიმე ისწავლა, ამ ეტაპზე უცხოელი მწვრთნელის საჭიროება სულაც არაა, ჯობია ლევანმა ჩაამთავროს ეს ციკლი.
მონპელიეფან
სასურველი,საჭირო ტემპი მეორე ნახევატში ვერ შევინარჩუნეთ სინბინიც ვერ იყო კლასის მაჩვენებელი უელსზევით ჩავლებას ვერც ვიდეო და მითუმეტეს რეფერი ვერ უნდა ხედავდენ მიბაძეთ გორგოძეს,ნემსაძეს, ზირაქაშვილს...და თითქმის ყველას, მბოჭავებს მსოფლიოს ტოპ ხუთეულში შემავალი ნაკრებებიდან პირველ ნახევარში მსოფლიო დონეზე, ჭკვიანურად სწრაფად აბჟანდაძემ ნაკლებად აფრასიძემ და უფრო ნაკლებად ტაბუცაძემ (ჩქარობდა,მინიმუმ სამი ლელო უნდა დაედო) ითამაშეს .უფრო ძლიერ გუნდებთან ჩალიჩავამ კაჭარავამ და სხვათაც..ბევრმა, როგორც სფანიშთან რომ ითამაშეს, ისე ითამაშონ, როგორც ჭეიშვილი სუთიაშვილი ... ყველა თამაშში თამაშობენ და უფრო მეტად ,ყველაზე თავდაუზოგავად, შარიქაძე თამაშობს, ტოფ მსოფლიოს რაგბის შვიდეულში უკვე ვიქნებოდით კიდევ ერთი შენიშვნა და ბევრია ამგვარი შენიშვნები,ესპანელი "მძიმეები" შეტევისას ჩვენს სწრაფებზე "მსუბუქებზე"მიდიან სხვა გუნდებიც ასე მოიქცევიან .არ "დაგვიმტვრიონ" პროცენტულად დიდი ალბათობაა.ვისწავლოთ ჯერ ჯერობით ჩვენზე ძლიერებისგან:კარტერს,იაშვილს....როგორ იცავდენ ფიზიკურად უფრო ძლიერი თანაგუნდელები...
კახა
თქვენ არამგონია მაისაშვილზე კარგად გესმოდეთ რაგბი. ჰეიგის დროს საქართველოს ასეთ ტემპში და შემტევი რაგბი არ უთამაშია.
მონპელიედან
ტოპ 14 დან აუცილებლად უნდა გამოიძახოთ ჯერ არ არის მსოფლიოზე გასვლა გადაწყვეტილი ეროვნული ნაკრების ნიერ არ წავაგოთ ბელგიასთან და საეტთოდ უცხოელი მინიმუმ ჰეიგის დონის მწვრთნელი საჩქაროდ გვესაჭიროება სფანიშყთან მეორე ნახევარში თამაში ტაქტიკით და არასწორი მოქმედებებით მწბრთნელისა წავაგეთ, მსოფლო დონის გუნდის ძალა და კლასი კი სწორედ თამაშის ბოლო თხუთმეტ წუთში სჩანს. რუსეთს კი მისმა უხეირო თამაშმა კი არა ბელგიის ათმაგად გაძლიერებულმა გუნდმა წააგებინა
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასისთვის 40 მოთამაშე შეირჩა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
კვლავ ნიდერლანდებში, თუმცა სხვა კლუბში - ვეგჰორსტი "ტვენტეში" გადაბარგდა
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
ფულის გამო სულ გაგიჟდნენ - მუნდიალზე და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას გეგმავენ
კარაგერს ესპანეთის ნაკრები არ მოსწონს
რა ახლოს ვიყავით მოგებასთან - მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უელსთან დამარცხდა
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალისტების ვინაობა ცნობილია
ჰაიკ ჰოვაკიმიანი ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორია
პსჟ მეკარეს პორტუგალიურ გუნდში გაუშვებს
ბრუნო გიმარაეში "არსენალის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა - "მეთოფეები" მეორე წინადადებას ამზადებენ
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ფეხბურთისგან ასე დავიტანჯებოდი. ბოდიშს ვიხდი" - მუსლერა
[VIDEO] ბიელსამ ჟურნალისტი მაგრად შეაშინა
7-ქალა | მოლდოვაში ორიდან ორი
ბელგიამ ახალი ზელანდია გაანადგურა, ეგვიპტე პლეი-ოფშია
[VIDEOS] ჰიუსტონში ისტორია დაიწერა - კაბო ვერდე პლეი-ოფში ითამაშებს!
[VIDEOS] დემბელეს ჰეთ-თრიკი - საფრანგეთმა გადახალისებულ ნორვეგიას სძლია და ჯგუფიდან ქულათა მაქსიმუმით გავიდა
20 წ. | ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელი - საქართველო
27 ივნისს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
ლევან მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - "ბორჯღალოსნების" მწვრთნელი იოჰანესბურგის საავადმყოფოშია
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთს სძლიეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს [VIDEO]
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
საქართველო - რუმინეთი (საუკეთესო მომენტები) [VIDEO]
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
"საქართველოს 6 ერში შესვლის შანსის მისაღებად 1 მოგება სჭირდება" - ავსტრალიაში მოღვაწე ექსპერტი
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
ჩემი გადარჩენის მხოლოდ 1 კაცს სჯეროდა, ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადავიტანდი - მაისაშვილი
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა რუმინეთთან