რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, მადრიდში ესპანეთის ნაკრების 23:10 ძლევით, "ბორჯღალოსნებმა" 1.07 სარეიტინგო ქულა მიიღო, იტალიას გადაასწრო და მე-12 ადგილზე დაბრუნდა.
საქართველოს ნაკრებმა "ლომებს" პირველ ტაიმში სამი ლელო გაუტანა. კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა დუბლი შეასრულა, ერთი ლელო დებიუტანტ აკაკი ტაბუცაძის ანგარიშზეა, ხოლო თედო აბჟანდაძემ ორი ჯარიმითა და ერთი გარდასახვით გუნდს 8 ქულა შესძინა. ესპანეთმა თითო ტაიმში თითო ლელო გაიტანა – 23:10.
ამ გამარჯვების შემდეგ "ბორჯღალოსნებს" 72.70 სარეიტინგო ქულა აქვს და 0.66 ქულით უსწრებს იტალიას, რომელიც გასულ კვირაში ექვს ერზე საფრანგეთთან 22:35
76.21 ქულით ჩვენ წინ ფიჯის ნაკრებია.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
სულ სხვა საქმე იქნებოდა ერთი და იმავე გუნდებს რომ ვეთამაშებოდეთ და ვისთანაც იტალია აგებს ჩვენ ვუგებდეთ.
ჩვენს მორაგბეებს კი მინდა მივულოცო გამარჯვებები ესპანეთთან და რუმინეთთან. თამაშით კარგად ითამაშეს და დიდი იმედი მაქვს რომ პროგრესი დღითი დღე იქნება. ისე ვფიქრობ ქართველი მთავარი მწვრთნელის დატოვება არ უნდა იყოს ცუდი.
ხშირად მეჩვენება თითქოს ჩვენ მწვრთნელებ-რაგბის მაისტერებისთვის რეიტინგი ჩინურივითაა. შორს რომ არ წავიდე კაციშვილს არ (ან ვერ) გახსენებია რომ ესპანეთის მიერ ბოლო წუთზე დადებულმა ლელომ +1.60 ქულის ნაცვლად რეიტინგში მხოლოდ +1.07 ქულა მოგვიტანა.
არადა დღევანდელ რაგბში რეიტინგი ნაკრების რეალური სიძლიერის ერთერთი უმთავრესი დამადასტურებელი ფაქტორ-არგუმენტია