იტალიის ნაკრების მორაგბე: ექვსი ერიდან ჩვენ გაგვაგდონ და საქართველო მიიღონ - რა სისულელეა

AutoSharing Option
rugbypass-ზე წერილი გამოქვეყნდა იტალიის მორაგბეთა ნაკრებზე, რომელიც ექვს ერზე მეტად და მეტად წარუმატებლად ასპარეზობს (უკანასკნელად 2015 წელს იმარჯვეს). გამოცემის ცნობით, იტალიის ნაკრების მორაგბე ჯეიკ პოლედრის მოჰბეზრდა ყოველი წაგების შემდეგ მათი გუნდის ტურნირიდან გაგდებაზე საუბარი.

აი, რა განაცხადა გაღიზიანებულმა პოლედრიმ:

"მსოფლიოს კლასის გუნდებთან თამაში უზარმაზარი გამოწვევაა. ჩვენ ტურნირზე საუკეთესო ნაკრები ნამდვილად არ ვართ, მაგრამ ვცდილობთ, ასეთი ვიყოთ. ექვს ერზე საუკეთესო გუნდებთან ასპარეზობა ჩვენთვის კარგი გაკვეთილების მიღების საშუალებაა.

რაც შეეხება ბევრ საუბარს იმაზე, რომ ტურნირიდან ჩვენ გაგვაგდონ და საქართველო მიიღონ, ეს ჩვენთვის
უბრალოდ სისულელეა. საქართველო საკმაოდ კომფორტული ანგარიშით დავამარცხეთ (2018 წლის ნოემბერში 28:17).

ეს შორსმჭვრეტელური არ არის, როდესაც ამბობენ: "ო, უბრალოდ გააგდეთ ისინი, რადგან სულ მარცხდებიან". სრულყოფისათვის ჩვენ ასეთ მატჩებში მონაწილეობა გვჭირდება. ჩვენ გაგდებაზე საუბრები იტალიისთვის ძალიან მავნებელია".

მკითხველის კომენტარები / 37 /
ასეა თუ ისეა იტალია ჩვენზე ძლიერი ჩანს, როცა შევხვდით ყოველთვის წავაგეთ. სანამ იტალიას არ დავამარცხებთ 6 ერში არავინ მიგვიღებს. არც კი განიხილავენ ამ საკითხს.
ქომაგი
11 თებერვალი 2020 12:11
1
ეს ილუზიაა და სხვა არაფერი, იტალიას არც არავინ გააგდებს და ჩვენც არ მიგვიღებენ, ამაზე ფიქრიც კი სისულელეა, 6 ერი არის კომერციული ტურნირი სადაც სტადიონებზე მინიმუმ 50 000 კაცი ზის, ჩვენი სარაგბო სტადიონი მაქსიმუმ 2500 კაციანია, აბა რა ინტერესი უნდა ქონდეთ ჩვენი მიღების? საკლუბო გუნდები და ფრანჩაიზი არის ჩვენი რაგბის წინსვლის ერთადერთი გამოსავალი, ჯობია ამაზე ვიფიქროთ და არა იტალიის ჩანაცვლებაზე რაც ჯერჯერობით აბსურდია და არარეალური და არ მოხდება. ნურც იმის ილუზია გვექნება რომ იტალიას მოვუგებთ.
მერაბ მაღლაკელიძე
11 თებერვალი 2020 10:20
7
ერთი გიჟურ-რეალური იდეა მაქვს )) - ჩამოვაყალიბებდი კომერციულ ტურნირს "ექვსი ერის თასი", დიიდი, ძალიან დიდი საპრიზო ფონდით, რომელიც ზრდადობით პროპორციულად განაწილდებოდა ყველა მონაწილე გუნდზე, დაკავებული ადგილების მიხედვით. მადჩების ჩატარების ადგილი და სტადიონების ქირაობა მხოლოდ დეტალებია, რომელსაც ფული წყვეტავს. ამრიგად ახლანდელი ექვსი ერი .... ჩავძირე .. ეხლა აქეთ შემეხვეწონ. წესებს მე ვადგენ ვინ აღზევდეს და რა სისტემით გავარდეს... ძაან ნუ გამლანძღავთ, ამას მართლა არ ვაპირებ, პროსტო ფული არ მყოფნის ))
SL
11 თებერვალი 2020 09:02
2
მეგობარო ... და მაყურებელი უფასოდ ?!
გლახუნა
11 თებერვალი 2020 13:53
1
მსოფლიო რაგბის ფედერაცია რო უდგენს გუნდებს ვინ ვის შეხვდეს ტესტებზე მანდ უკვე ჩანს რა კომერციაც არის ჩვენ თუ 6 ერს არ ვიმსახურებთ არც იტალია მითუმეტეს ბოლოს როდის მოგებას ვინ ჩივის 20ქულაზე ნაკლებად როდის წააგეს თუ ახსოვთ მაგ 6 ერში ფული ფული თორე იტალია რო 6 ერს თავისი სისუსტით პოპულარობას უკარგავს ნეიტრალურ გულშემატკივარში რათ უნდა ორი აზრი
ნოდო
11 თებერვალი 2020 22:00
2
ისე წაგებულის პოზიციიდან თავის მართლება არაა სწორი, მარა ფაქტია ჩვენ რო ვეთამაშეთ იტალიას, დაახლოებით 6 კაცი გვაკლდა რომელსაც იმ დროს გუნდის დიდი ძალა ერქვა. კარგი იქნება შიდა ჩემპიონატს თუ ავწევთ, ისე წელიწადში 3-5 მილიონი ბიუჯეტი ეყოფათ ნაკრების მოთამაშეებს ჩვენს კლუბებში რო დავტოვოთ სათამაშოდ და ასე თუ განვითარდებით. ფეხბურთში უამრავი დავხარჯეთ და შედეგი განსაკუთრებული არ გვაქვს მაინც.
გიორგი
11 თებერვალი 2020 12:33
1
იტალია შეუერთდეს ევროპა რაგბის და მისი გამარჯვებული აღზევდეს ექვს ერში. აი ლოგიკური გამოსავალი.
ოზეკი
11 თებერვალი 2020 12:03
0
P.S. გლახუნას კომენტარს კი ორივე ხელით თვალდახუჭული ვაწერ თანხმობას მაგრამ ამ საჭირბოროტო სიმართლეს ათწლობით ვიძახით შეაყარე კედელს ცერცვივით და სიტყვები მხოლოდ ჰაერის რყევადღა გვრჩება ამიტომა ბრძნობად ჩამოყალიბებული მსოფლიოში- სიტყვას არ დაეჯერება საქმით თუ ვერაა შექვიტკირებული...
The Rugby....
11 თებერვალი 2020 12:24
1
Ჩვენ რომ თავი დაგვანებო, ესპანეთს რო ეთამაშა მანდ ამ ხანში ისიც მეტს შეძლებდა იმიტომ რომ სპორტული "ჟილკა" აქვთ ესპანელებს. Იტალია "შენახული" კაიბიჭივით ყავთ მანდ უპრეტენზიო და უსიცოცხლო.
ანდრი
11 თებერვალი 2020 11:23
1
ასწლობით სხვათა მონობაში ყოფნამ გვიბიძგა არაქართული , ალბათ სასიცოცხლოდ, გადასარჩენად, ალბათ სააჭირო, ჯაბანთა ,სუსტთა ქველი თვისებების გამომუშავებისკენ. შეგვისისხლხორცდა ქართველთა mier,ურთიერთ ვერ გატანა,ეროვნულ დონეზე ჭირისას, მხარში არ ამოდგომა თანამემამულის დაკნინებით დაუმსახურებლად,არაჯჯანსაღი მომხvეჭელობისკენ ,კარიერისკენ სვლით ბრმად,სხვა ეროვნების ქვეშ თავამოყოფით ,ვითომ ეშმაკობების ყენებით, რეალურად კი შურის სიბრმით,ურთიერთ დამცირებებით, ვითომ წინსვლისკენ მცდელობებით,ვფართხალებთ ამოუღწევლად წუმპეებში არაადამიანობისა - ჯამში გადავარებისკენ მოძრაობის დასწრაფებით ჩვენისავე, პირადულადაც და ეროვნულადაც.უძლიერესი ჯიშ ჯილაგის, გენების მფლობელები ,სხვებთან შედარებაში ,ათასწლობით გამომუშავებული ყოფის წყალობით . ვკარგავთ ყველაფერს კარგს , განუმეორებელს სხვა ხალხებისთვის. სპორტშიც საფუძვლიანად ვჭაკობთ ,ვაპიარებთ, სხვათა ამყოლენი უსუსურთ,ნაკლებად მნიშვნელოვანს, და ამავე დროს უძლიერესთა ვერ დანახვა- დაფასებით. ვაკნინებთ ჩვენს მართლა მაგრებს დღეს დღეობით მსოფლიოში .ყველაზე ყველაზეს....ვკარგავთ უთავოდ მიწებს ამ უძლიერესთა ზრდისთვის საჭირო საზრდო სანოვაგის უმნიშვნელოვანეს თუ არა ერთად ერთ წყაროს...უძლიერესები კი ბლომად არიან ქართველები ,თავ თავიანთ სპორტულ საქმეში მსოფლიოში ნამბერ ვან!ტალახაძეც, საგინაშვილიც,მოჭიდავეებიც...ეროვნული სიამაყენი ქართველთა ბევრ სპორტულ სახეობებში... ბევრი სხვანიც იბრძვიან სპორტს ვგულისხმობ...მრავლად ვწართველობთ...ვატარებთ ხელის გულზე კარგზე კარგებს? ვეფერებით ეროვნულად? არა !ვაპიარებთ რიგითებს , ვკარგავთ ყველა პოზიციებს უტვინობითა ჩუენითავე იქ სადაც მსოფლიოში უძლიერესები ვართ და საკაცობრიო მნიშვნელობის საქმენიც საამაყონი გვაქვს ქმნილი, სპორტის მიღმაც, ხორბალი ,ღვინო იქნება ეს თუ ჩაკრულო და პოლიფონია და ათულობით სხვა განუმეორებელი ქმნილებები ..მსოფლიოსთვის უსასყიდლოდ მირთმეულ- ნაბოძები ან სხვათა მიერ უსინდისოდ ძალით მითვისებული და თავისად გასაღების მცდელობებით საქვეყნოდ .. ვერ ვანვითარებთ ნაკლებად განვითარებულსაც ჩვენსას და სხვათა ჯანსაღსაც ,მარგებელს, ვერ ვნერგავთ დროულად, ხალხისთვი საჭიროს...არ გვიყვარს სამშობლო ,ენა მამული ...და სარწმუნოებაც გადამთიელი დამპყრობების ,ვითომ ქრისტიან გუნდიაევების ქვეშ ვცდილობთ მოვაქციოთ, უტვინობითვე ჩვენისავე ...ასე რომ ვერ ვართ, ვერა.... ...
The rugby
11 თებერვალი 2020 14:11
10
ერთი შენ კიდევ თავი დაანებო იქნებ ამ ბრახა-ბრუხა ქართულს! გავიგეთ, რომ ქართველი ერი ცუდი ყოფილა. ეს ხალხი, რაგბისტებს ვგულისხმობ, სახალხო საქმეს აკეთებენ ყველანაირი გაგებით. და კრიტიკის გამოთქმასაც თავისი კულტურა უნდა.
გიორგი
11 თებერვალი 2020 17:36
5
პასუხი მარტივია - გაგდებაზე არავინ საუბრობს. უბრალოდ ტარდებოდეს ყოველწლიური შინ+გარეთ ორმატჩა რაუნდი ექვსი ერის მაჩანჩალასა და ექვსი ერის გამარჯვებულს შორის და მათ შორის გამარჯვებულმა ღირსეულად დაიკავოს მომდევნო წელს ადგილი ექვს ერში.
23 თებერვალი 2020 04:03
0

სიახლეები პოპულარული