rugbypass-ზე წერილი გამოქვეყნდა იტალიის მორაგბეთა ნაკრებზე, რომელიც ექვს ერზე მეტად და მეტად წარუმატებლად ასპარეზობს (უკანასკნელად 2015 წელს იმარჯვეს). გამოცემის ცნობით, იტალიის ნაკრების მორაგბე ჯეიკ პოლედრის მოჰბეზრდა ყოველი წაგების შემდეგ მათი გუნდის ტურნირიდან გაგდებაზე საუბარი.

აი, რა განაცხადა გაღიზიანებულმა პოლედრიმ:

"მსოფლიოს კლასის გუნდებთან თამაში უზარმაზარი გამოწვევაა. ჩვენ ტურნირზე საუკეთესო ნაკრები ნამდვილად არ ვართ, მაგრამ ვცდილობთ, ასეთი ვიყოთ. ექვს ერზე საუკეთესო გუნდებთან ასპარეზობა ჩვენთვის კარგი გაკვეთილების მიღების საშუალებაა.

რაც შეეხება ბევრ საუბარს იმაზე, რომ ტურნირიდან ჩვენ გაგვაგდონ და საქართველო მიიღონ, ეს ჩვენთვის უბრალოდ სისულელეა. საქართველო საკმაოდ კომფორტული ანგარიშით დავამარცხეთ (2018 წლის ნოემბერში 28:17).

ეს შორსმჭვრეტელური არ არის, როდესაც ამბობენ: "ო, უბრალოდ გააგდეთ ისინი, რადგან სულ მარცხდებიან". სრულყოფისათვის ჩვენ ასეთ მატჩებში მონაწილეობა გვჭირდება. ჩვენ გაგდებაზე საუბრები იტალიისთვის ძალიან მავნებელია".

რ
პასუხი მარტივია - გაგდებაზე არავინ საუბრობს. უბრალოდ ტარდებოდეს ყოველწლიური შინ+გარეთ ორმატჩა რაუნდი ექვსი ერის მაჩანჩალასა და ექვსი ერის გამარჯვებულს შორის და მათ შორის გამარჯვებულმა ღირსეულად დაიკავოს მომდევნო წელს ადგილი ექვს ერში.
დიმა
ძლიერი (სამხრეთელი) მწრთვნელი; 2 წელი მზადება/ტესტები 1 დონის გუნდებთან; იტალიელების თბილისში შემოტყუება (თუნდაც ფინანსური დაინტერესებით) სათამაშოდ და მერე ვნახოთ ვინ რა "სისულელეებზე" ილაპარაკებს!
ნოდო
მსოფლიო რაგბის ფედერაცია რო უდგენს გუნდებს ვინ ვის შეხვდეს ტესტებზე მანდ უკვე ჩანს რა კომერციაც არის ჩვენ თუ 6 ერს არ ვიმსახურებთ არც იტალია მითუმეტეს ბოლოს როდის მოგებას ვინ ჩივის 20ქულაზე ნაკლებად როდის წააგეს თუ ახსოვთ მაგ 6 ერში ფული ფული თორე იტალია რო 6 ერს თავისი სისუსტით პოპულარობას უკარგავს ნეიტრალურ გულშემატკივარში რათ უნდა ორი აზრი
გიორგი
ერთი შენ კიდევ თავი დაანებო იქნებ ამ ბრახა-ბრუხა ქართულს! გავიგეთ, რომ ქართველი ერი ცუდი ყოფილა. ეს ხალხი, რაგბისტებს ვგულისხმობ, სახალხო საქმეს აკეთებენ ყველანაირი გაგებით. და კრიტიკის გამოთქმასაც თავისი კულტურა უნდა.
გლახუნა
სოსო- მეგობარო - მაღალი სახელმწიფო აზროვნება -პასუხისმგებლობაა საჭირო,რომ რუსულ საბჭოურ კრიმინალურ-მომპარავ- ცბიერ -უნდო-არამყარ ,,ქართულ,, ,,საზოგადოებაში,, ისეთი რეფორმები გაატარო, რომ საქართველო-თ ა ნ ა მ ე დ რ ო ვ ე სახელმწიფოდ ჩამოაყალიბო თავისი შეცდომებით თუ გადაცდომებით, და ეს პასუხისმგებლობა აიღო სწორად ნაც-ებმა და ს ა კ მ ა ო დ წარმატებულადაც, რაც ა ღ ი ა რ ა პროგრესულმა დასავლეთმა და ასოცირებასა და უვიზო მიმოსვლაზე დ ა ი წ ყ ო მუშაობა,რაც ამ სახელმწიფოსათვის განუზომებელი პერსპექტივების შესაძლებლობაა ... ყველაზე გაცოფებულ ქოც-ზე უკეთ ვიცი ნაც-ების შეცდომები, მაგრამ მათ უ დ ი დ ე ს ძალისხმევას სწორად ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს ჩამოყალიბებაში რომ არ დააფასებ -ვ ე რ ც ვერასოდეს შექმნი წარმატებაზე ორიენტირებულ ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს და ეს ფ ა ქ ტ ი ა 2012 წლიდან... ვერც იმაში დაგეთანხმები , რომ ნაც-ები ,,ბიზნესებს ართმევთნენ,, ან ... თუ საბაზრო ეკონმომიკის ელემენტარული საფუძვლები იცი - ა რ არსებობს ხელისუფლება ატერორებდეს ბიზნესმენებს და ბიზნეს და -ეკონმომიკური ზრდა საშუალოდ 7-9 %-ტი იყო, ეკონომიკა - 4 - ჯ ე რ გაიზარდოს, სერიოზული ინფსრასტრუტურული სამუშაოები ხორციელდებოდეს ... ეს შესაძლებელია, როცა კრიმინალს , არაკეთილსინსიერ ,,ბიზნესებს,, - ,,ბიზნეს,, კორუფციას ებრძვი, ხელს უწყობ შიდა წარმოების განვითარებას, მყარი ვალუტის შემოდინებას და ა.შ. და ა.შ.... ასე რომ მასზზე სხვა დროს ვიმსჯელოთ. რაც შეეხება ,,ამათმა გააკეთეს,,- დღეს უკვე ფაქტია- ,,ამათმა,, ფინანსები ჩადეს და ასე მოისყიდეს მთელი სპორტული სამყაროც კი - ემოციურადაც , რომ მათი ძალისხმევით ხელისუფლებაში მოსულიყვნენ და რაც მათ გააკეთეს ...100 იმდენი ამოუღონ და მას დღეს - ვხედავთ! ვაღიარებ რომ რაგბს დაეხმარნენ და ეს კარგია -პატივსაცემია , მაგრამ როცა ეს მხოლოდ -,,ინვესტიცია,, ხდება, ანუ არა ქველმოქმედება , მაშინ პროცესები არა-ადეკვატურად მიდის და სწორად ამ ფასაში ვართ დღეს -სახელმწიფო სუსტი, უსუსური, ღატაკი და უპერსპექტივო გვაქვს, საიდანაც სპორტი კი არა -100 000-ბით მოქალაქე იძულებულია გავიდეს საქართველოდან- უპერსპექტივობისაგან და ამდაგვარი ,,ქველმოქმედებები- ინვეწსტიციები,, არანაირი კეთილშობილური საქმე- ა რ არის (!) - ა რ ა ნ ა ი რ ი სპორტი ა რ არსებობს ხალხის გარეშე, ხალხის სიყვარული-ემოციების გარეშე და მას უ ნ დ ა მიეცეს მისი გამოხატვის უ ფ ლ ე ბ ა- შესაძლებლობა- საშუალება და მისთვის საჭიროა-ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ო ბ ი ს განმტკიცება -განვითარება- ფინანსურ -სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და არა დიდი ფინანსებით ამა თუ იმ სფეროს ფინანსებით,მათი ემოციურად მოსყიდვით ... ანუ- ერს -სახელმწიფო უნდა გააჩნდეს ძლიერი ეკონომიკურად, უსაფრთხოებით,ფინანსურად, მენეჯმენტით, მედიცინით, სპორტით და არა ...ოლიგარქები -ხელისუფლებაში -ასეთი მაგალით მოვიყვანოთ - დაუშვან და გადაირიოს ქართული ოლიგარქ -მილიარდერ - პარლამენტში 41-მა მილიონერმა და დიდი-10-ს თითო კლუბს 200 მილიონი დოლარი გადასცეს ...და მერე რა ... დასხვდნენ მარტო სტადიონზე ეს ოლიგარქია თავისი ოჯახებით და უ ყ უ რ ო ნ მარტო რაგბს-ანუ სპორტსმენებმა მარტო მათთვის ითამაშონ რაგბი - ხომ იქვევიან უ ღ ი რ ს კლოუნებად ?! ან ამ ოლიგარქიამ- ხალხსაც გადაუხადოს ყოველ ტურში 100 000 - დოლარი ბილეთის ფასი და უფასო დასწრება გახადონ ...მხოლოდ რეგრესი წავა ,ემოციურადაც კი ...განწყობის, მერე დამოკიდებულების საკითხია- სტადიონზე კი წავა, მაგრამ ოჯახში მშიერი ბავშვები და უმწეო მდგომარეობით გულ დანგრეული იქნება და ინ საჭირო ემოციეს-ენერგიას რომ გასცემს ... ერს ჭ ი რ დ ე ბ ა - ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო, მხოლოდ პროგრესსა და წარმატებაზე ორიენტირებული, რისი გ ა მ ო ც დ ი ლ ე ბ ა ც აქვს სწორად იმ დასავლეთს და ჩვენ ამიტომ გ ვ ჭ ი რ დ ე ბ ა მათი მხარდაჭერა, თანადგომა, თანამშრომლობა... -და ბოლოოს- პირადად ერთადერთს ვაცხადებ- დ ა ვ ა ფ ა ს ო თ წარსული და წარსული შეცდომების გათვალისწინებით შ ე გ ვ ი ძ ლ ი ა უკეთესი მომავალი შევქმნათ, ანუ უნდა მოვიშოროთ ს ი ძ უ ლ ვ ი ლ ი ,რაც მხოლოდ უწიგნურობიდან, შიშებიდან და არასახელმწიფო -აზროვნება-პასუხისმგებლობიდან ( ,,სახელმწიფო უპირველეს ყოვლისა,, რომ არა გვაქვს ცხოვრების წესად) მოდის, მით ურთიერთ დაპირისპირება, რაც მხოლოდ გვასუსტებს, გვაუსუსურებს მთელ ერს ...და როცა ამ შიშებს და სიძულვილს მოიშორებთ-მერე ა რ იქნებით -ნაც-ების მიმართ ეს თქვენი სიძულვილით განწყობა ... სხვაგვარად არ გამოდის- არ გამოვა(!) - ცნობისათვის-ესეც ფაქტია- ჯანსაღი პრო-დასავლური ძალების კოალიციური ხელისუფლება - მაღალი პასუხისმგებლობითი ხარისხის დამკვიდრებით მეტად ეფექტური იქნება და ეს სურს ყველა პატრიოტს ,მაგრამ სწორად მას ებრძვის არსებული კრემლის დასმული ოლიგარქია-კრიმინალური სამყარო, ანუ ნაც-ების მოძულეები - რა დასკვნა შეიძლება გაკეთდეს -რ ა ტ ო მ ვუჭერს დღეს მხარს ნაც-ებს ?! რომელიც ა რ ნიშნავს, რომ -ხელისუფლებაში მარტო ნაც-ების დაბრუნების მისწრაფებაა- მხოლოდ მ ე ტ ა დ პასუხისმგებლობითი კოალიციური ხელისუფლება და რაც ნაც-ების გამოცდილების გარეშეც ა რ გამოვა, ამიტომ ...

სოსო შეეშვი ამ კაცს, პოლიტიკური მიმართულება აქვს ამ სპორტულ საიტზე და აზრი არა აქვს პასუხის გაცემას და რაიმეს მტკიცებას. უნდა ეს მიშა და ჰყავდეს თავისთვის. ქვეყანაში რაც ხდება, გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა, ყველნი კარგად ვხედავთ და აღარ უნდა ამას ბევრი სჯა-ბაასი. სამწუხაროდ, არის კატეგორია, რომელიც ცდილობს ჰყავდეს ბელადი და მის ირგვლივ იტრიალოს.
გურია
წავიკითხვე ყველას კომენტარი და მინდა ყველას პატივისცემით მოგმართოდ, რომ იყავით ობიექტური საკუთარი ნაკრებისა და მეტოქეებთან მიმართებაში, 6 ერისთვის ჯერ მზად არანაირად არ ვართ, არც ადამიანური რესურსით, არც ფინანსურით და არც რაგბის ცოდნის კულტურით სამწუხაროდ! სხვა საკითხია იტალია რამდენად ღირსია მე-6 ერად რომ შეუერთდა დიდ რაგბის თემს!!! თითქმის 80% ჩვენი მოთამაშეების ელემენტალურად რაქის წარმოქმნის დიდ უცოდინრობის დემონსტრირებას ახდენენ ყოველ თამაშზე, ბურთით ხელში ცდილობენ პირდაპირ მიწაზე წავიდნენ (ჩვენი საამაყო და ყოვლის მცოდნე კომენტატორები ამას მიძალებას ეძახიან, თანაც დიდი სიამაყით აჟიტირებენ აღნიშნულ ფრაზებს), საუბარი აღარ მაქვს ბურთით ხელში დომინანტი ხელის გამოთავისუფლებაზე რათა კონტაქტის დროს დინამიკაში შეიქმნას მეტოქესთან მიმართებაში საკუთარი უპირატესობა მომდევნო შეტევის განვითარებისთვის, ეს თემა შორს წაგვიყვანს დავუბრუნდები ისევ რაქს რისი თქმაც მინდოდა, - აუქციე მეტოქეს გვერდი და ბოჭვის მიღების შემდგომ ჩამოაყალიბე ეს დალოცვილი რაქი, პირდაპირ ნუ შეასკდები და კოჭებში ნუ ჩაუგორდები მეტოქეს ხო შეიძლება?! (ხანდახან მაინც.., მცდელობასაც ვერ ვხედავ ასეთი აზროვნების ჩვენი მოჶამაშეებისაგან სამწუხაროდ, ყველაზე არა მაქვს საუბარი კიდევ ერთხელ ავღნიშნავ.).
WTF
6 ერში თამაში პირველ რიგში არის შესაძლებლობა მეტი ისწავლო, გავითარდე და სათამაშო კლასი აიმაღლო. რატომ მოგვიგო იტალიამ, იმიტომ რომ რეგულარულად თამაშობს ტოპ ნაკრებებთან. ვფიქრობ არასწორია ის არგუმენტი რომ ჯერ იტალიას მოუგოთ და მერე გამოვთქვათ პრეტენზია 6 ერში მიღებაზე. წელიწადში ორი სამი საყველპუროდ "გადმოგდებული" ტესტ მატჩები საქმეს ვერ უშველის.
Zura
Absoluturad urezonoa imis mtkiceba, rom dportuli tvalsawrisit( komerciuls ar vgulisxmob) chven shansi ar unda mogveces. 11 qula komfortuli sxvaobaa? Da 30 qulit zedized wagebuli 25 tamashic girseuli marcxia? Pativcemulo italielelo, ori azri araa, rom tqvens daras chvenc 20 weli gvetamasha " elitashi" , tqvenze uketesi shedegi gveqneboda. Da kidev, isev komercias rom she eshvat ra princopitaa 6 eri dauketeso turniri? Msoplios 9 chempuonatidan marto 1 rom moigo? Saertodac tu gindat dges sadme legaluri aparteidi, fashizmi da praqtikasi ganxorcielebuli rasobrivi upiratesobis teoria naxot, es rugbia
სოსო
გლახუნა ვიცი,რომ საქარტველოს პატრიოტი ხარ,ისიც,რომ სპორტი ძალიან გიყვარს,მაგრამ ასეთი კაცი,ნაცების თავგადაკლული მომხრე როგორ ხარ,ეს ვერაფრით ამიხსნია.დალოცვილო,სხვა ყველაფერზე არაფერს ვიტყვი,ესენიც მაგარი ნაგვები არიან,მაგრამ მიშას მიერ დანგრეული სტადიონები,ამათ არ ააშენეს და ახლებიც არ დაუმატეს?მიშასგან დანგრეულ გაყიდული სპორტის აკადემია,ამათ არ აღადგინეს?რაგბის სტადიონები,თვითონ ივანიშვილის ფონდმა არ აააშენა?ან სხვა ბაზები ვინ ააშენა?მწვრთნელების გარეშე,რა წარმატების მიღწევა შეიძლებოდა,არ ფიქრობ ამას?ან ის სტადიონები რომ არ დაენგრია დაახლა ეს ახალი სტადიონებ-სპორტული ბაზებიც დამატებოდა,უფრო მასიური და განვითარებული არ გვექნებოდა სპორტი?რამდენი ფული დაგვეზოგებოდა ამითი,ვინმემ იანგარიშა?ან 2012 წლიდან რომ ანგარიშობ,სააკაშვილის ხელში,რა ეკონომიკა განვითარდა?ვინც რაიმე დაიწყო,ყველას წაართვეს ბიზნესი.კანარგო გახსოვს?ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა რომ იყო,რა უყვეს,საავტომობილო გაზის ბალონების ქარხანა ააშენებინეს,სესხი მისცეს და გახსნამდე რომ მივდნენ და ცოტაღა დარჩა,ქარხნის გადაფორმება მოსთხოვეს.შედეგად ის ხალხი ვალებში გადაყარეს,ქარხანა კი აგურაგურ დაიშალა და მას მიჰყვა უნიკალური თვისებების ღუმელიც,რომელიც პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ძალებით იყო გაკეთებული და ერთადერთი ეგზემპლარის სახით არსებობდა. მათ მხოლოდ ტურიზმზე გააკეთეს აქცენტი.მიშას დროს 2 მილიონამდე ასწიეს ტურისტების რაოდენობა,ახლა კი სამჯერ მაინც არის გაზრდილი მათი რიცხვი.მიშა მევენახეობას და სოფლის მეურნეობას,არასაჭირო დარგად მიიჩნევდა და ქოცებს უკიჟინებენ,სადაა 100 ახალი საწარმოვო.კახეთში გამოიარეთ და რამდენი შინაური,მინი ღვინის ქარხანაა აშენებული,100 ზე მეტი,ჯერ მარტო ეს, აუცილებლად იქნება.აგერ ქუთაისში მზის პანელების ქარხანა ამუშავდა,რომელიც შედარებით იაფად მოგვცემს მზის ენერგეტიკის განვითარებას,ეს კი ფერმებს და მთის მოსახლეობას,სადაც ელექტრო ხაზი ვერ მიდის,საშუალებას მისცემს აწარმოონ ოჯახური მეურნეობა და მოემსახურონ ტურისტებს.მისაღები გამოცდებიდან ფიზიკა მათემატიკის გამოცდების ამოგდება რასაც ემსახურებოდა,მგონი შენც ხვდები,მაგრამ თვალს ხუჭავ.ტექნიკური საგნების ცოდნის გარეშე კი მრეწველობის განვითარება შეუძლებელია და სწორედ მიშას დათესილს ვიმკით ახლა.1200 სკოლა რომ გააუქმა და გაყიდა,უამრავი საბავშვო ბაღიც რომ მიაყოლა და შენობები კაპიკებად თვითონ შეისყიდეს,ამის აღდგენას ფული რომ სჭირდება და გაცილებით მეტი და ეს ფული სხვა დარგებს რომ აკლდება,ამას დიდი გამოცნობა უნდა?ძაღლი იყოს ამათი მადლიერი,მაგრამ დასანახი ხომ უნდა დაინახო.
The rugby
ასწლობით სხვათა მონობაში ყოფნამ გვიბიძგა არაქართული , ალბათ სასიცოცხლოდ, გადასარჩენად, ალბათ სააჭირო, ჯაბანთა ,სუსტთა ქველი თვისებების გამომუშავებისკენ. შეგვისისხლხორცდა ქართველთა mier,ურთიერთ ვერ გატანა,ეროვნულ დონეზე ჭირისას, მხარში არ ამოდგომა თანამემამულის დაკნინებით დაუმსახურებლად,არაჯჯანსაღი მომხvეჭელობისკენ ,კარიერისკენ სვლით ბრმად,სხვა ეროვნების ქვეშ თავამოყოფით ,ვითომ ეშმაკობების ყენებით, რეალურად კი შურის სიბრმით,ურთიერთ დამცირებებით, ვითომ წინსვლისკენ მცდელობებით,ვფართხალებთ ამოუღწევლად წუმპეებში არაადამიანობისა - ჯამში გადავარებისკენ მოძრაობის დასწრაფებით ჩვენისავე, პირადულადაც და ეროვნულადაც.უძლიერესი ჯიშ ჯილაგის, გენების მფლობელები ,სხვებთან შედარებაში ,ათასწლობით გამომუშავებული ყოფის წყალობით . ვკარგავთ ყველაფერს კარგს , განუმეორებელს სხვა ხალხებისთვის. სპორტშიც საფუძვლიანად ვჭაკობთ ,ვაპიარებთ, სხვათა ამყოლენი უსუსურთ,ნაკლებად მნიშვნელოვანს, და ამავე დროს უძლიერესთა ვერ დანახვა- დაფასებით. ვაკნინებთ ჩვენს მართლა მაგრებს დღეს დღეობით მსოფლიოში .ყველაზე ყველაზეს....ვკარგავთ უთავოდ მიწებს ამ უძლიერესთა ზრდისთვის საჭირო საზრდო სანოვაგის უმნიშვნელოვანეს თუ არა ერთად ერთ წყაროს...უძლიერესები კი ბლომად არიან ქართველები ,თავ თავიანთ სპორტულ საქმეში მსოფლიოში ნამბერ ვან!ტალახაძეც, საგინაშვილიც,მოჭიდავეებიც...ეროვნული სიამაყენი ქართველთა ბევრ სპორტულ სახეობებში... ბევრი სხვანიც იბრძვიან სპორტს ვგულისხმობ...მრავლად ვწართველობთ...ვატარებთ ხელის გულზე კარგზე კარგებს? ვეფერებით ეროვნულად? არა !ვაპიარებთ რიგითებს , ვკარგავთ ყველა პოზიციებს უტვინობითა ჩუენითავე იქ სადაც მსოფლიოში უძლიერესები ვართ და საკაცობრიო მნიშვნელობის საქმენიც საამაყონი გვაქვს ქმნილი, სპორტის მიღმაც, ხორბალი ,ღვინო იქნება ეს თუ ჩაკრულო და პოლიფონია და ათულობით სხვა განუმეორებელი ქმნილებები ..მსოფლიოსთვის უსასყიდლოდ მირთმეულ- ნაბოძები ან სხვათა მიერ უსინდისოდ ძალით მითვისებული და თავისად გასაღების მცდელობებით საქვეყნოდ .. ვერ ვანვითარებთ ნაკლებად განვითარებულსაც ჩვენსას და სხვათა ჯანსაღსაც ,მარგებელს, ვერ ვნერგავთ დროულად, ხალხისთვი საჭიროს...არ გვიყვარს სამშობლო ,ენა მამული ...და სარწმუნოებაც გადამთიელი დამპყრობების ,ვითომ ქრისტიან გუნდიაევების ქვეშ ვცდილობთ მოვაქციოთ, უტვინობითვე ჩვენისავე ...ასე რომ ვერ ვართ, ვერა.... ...
გლახუნა
მეგობარო ... და მაყურებელი უფასოდ ?!
გიორგი
ისე წაგებულის პოზიციიდან თავის მართლება არაა სწორი, მარა ფაქტია ჩვენ რო ვეთამაშეთ იტალიას, დაახლოებით 6 კაცი გვაკლდა რომელსაც იმ დროს გუნდის დიდი ძალა ერქვა. კარგი იქნება შიდა ჩემპიონატს თუ ავწევთ, ისე წელიწადში 3-5 მილიონი ბიუჯეტი ეყოფათ ნაკრების მოთამაშეებს ჩვენს კლუბებში რო დავტოვოთ სათამაშოდ და ასე თუ განვითარდებით. ფეხბურთში უამრავი დავხარჯეთ და შედეგი განსაკუთრებული არ გვაქვს მაინც.
The Rugby....
P.S. გლახუნას კომენტარს კი ორივე ხელით თვალდახუჭული ვაწერ თანხმობას მაგრამ ამ საჭირბოროტო სიმართლეს ათწლობით ვიძახით შეაყარე კედელს ცერცვივით და სიტყვები მხოლოდ ჰაერის რყევადღა გვრჩება ამიტომა ბრძნობად ჩამოყალიბებული მსოფლიოში- სიტყვას არ დაეჯერება საქმით თუ ვერაა შექვიტკირებული...
The Rugby....
შევეშვათ ამბიციურ ყბედობას იმ დღიდან როცა მსოფლიო ჩემპიონატებზე ვიღებთ მონაწილებს ყველაფეტი ჩვენს ხელშია აგერ უკვე ოც წლამდე ვადაა რაგბისტების რამოდენიმე თაობა შეიცვალა ...ჰა ბურთი და მოედანი ყოველ ოთხ წელიწადში ...რაც ვართ.. ეგ ვართ ..თუმცა ვერც იტალიელები ვერაფერს ვერ აჩვენებენ ვორლდშიფზე...აჩვენე შედეგი მსოფლიოზე და ყველა ექვსი შვიდი და სხვა ერების კარებებს შელეწავ...და ეს გაუთავებელი წუწუნი უფულობაზე უგუნდობაზე უყურადღებობააზე...ცუდ მოცეკვავეს რაც უშლის ყველამ ვიცით .ასე ვიტყვი გულახდილად და მოვიყვან დიდი აფრიკელი სპორტსმენის ბიკილას სიტყვებს -ადიდასები თვითონ ვერ დარბიან... ასე რომ რაც ვართ ...არც მეტი არც ნაკლები
ქომაგი
ასეა თუ ისეა იტალია ჩვენზე ძლიერი ჩანს, როცა შევხვდით ყოველთვის წავაგეთ. სანამ იტალიას არ დავამარცხებთ 6 ერში არავინ მიგვიღებს. არც კი განიხილავენ ამ საკითხს.
ოზეკი
იტალია შეუერთდეს ევროპა რაგბის და მისი გამარჯვებული აღზევდეს ექვს ერში. აი ლოგიკური გამოსავალი.
გლახუნა
იმ 23 დისლაიქის მიმცემს ვეკითხები -აბა დაფიქრდით- არა გვაქვს რუსული ოლიგარქიულ -კრიმინალურ-კლანური მმართველობის სისტემა და მხოლოდ მით სუსტი,უსუსური,უპერსპექტივო სოციალურ,ფინანსურ, უპერსპექტივო მდგომარეობა?! თუ ამის აღიარება არ გაწყობთ ?! - ფაქტი - არსებული ყოფა - ფინანსებით - ერთ გუნდსაც ვერ წარვადგენთ სწორად იმ ევროპულ საკლუბო ტურნირებში და ა ს ე როდემდე ?!-სანამ-თანამედროვე,ანუ დასავლური,ანუ დემოკრატიულ-ს ა მ ა რ თ ლ ე ბ რ ი ვ ი- კანონის უ ზ ე ნ ა ე ს ო ბ ი თ განმტკიცებულ სახელმწიფოს არ შევქმნით, მით მხოლოდ პროგრესსა და წარმატებაზე ორიენტირებულს(!) - ვის გაუგია - ოლიგარქია (თან რუსული) - კრიმინალი და ...სამართალი- პროგრესი- პერსპექტივები ერთად?! მით ეკონომიკურ-ფინანსურ- სოციალური აღორძინება- განვითარება ?! მით ფინანსურად ძლიერი კლუბები და ფინანსურად ძალიან ძლიერი ფედერაცი- ები ?!
ანდრი
ჩვენ რომ თავი დაგვანებო, ესპანეთს რო ეთამაშა მანდ ამ ხანში ისიც მეტს შეძლებდა იმიტომ რომ სპორტული "ჟილკა" აქვთ ესპანელებს. იტალია "შენახული" კაიბიჭივით ყავთ მანდ უპრეტენზიო და უსიცოცხლო.
გიზოგ
გეთანხმებით, ექვს ერზე ჯერჯერობით მხოლოდ ლაპარაკი და ოცნება შეგვიძლია, როცა საკუთარ ჩემპიონატს მოვაწყობთ მაღალ დონეზე, შემდეგ უკვე საქმეზე შეიძლება საუბარი.
ნიკო
ნუ გააგდებენ, ჩვენც დაგვიმატონ. ტვითონ რომ სწავლობენ ხომ მოწონთ.
grisha
ამდენი წელი საქართველოს ნაკრებს რომ ეთამაშა 6 ერში, სულ მინიმუმ დარწმუნებული ვარ, რომ ყოველ წელს ხის კოვზი არ გვექნებოდა გარანტირებული და მიღებული გამოცდილების რელიზებით ახლანდელ იტალიის ნაკრებს უპრობლემოდ მოვუგებდით.
მერაბ მაღლაკელიძე
ეს ილუზიაა და სხვა არაფერი, იტალიას არც არავინ გააგდებს და ჩვენც არ მიგვიღებენ, ამაზე ფიქრიც კი სისულელეა, 6 ერი არის კომერციული ტურნირი სადაც სტადიონებზე მინიმუმ 50 000 კაცი ზის, ჩვენი სარაგბო სტადიონი მაქსიმუმ 2500 კაციანია, აბა რა ინტერესი უნდა ქონდეთ ჩვენი მიღების? საკლუბო გუნდები და ფრანჩაიზი არის ჩვენი რაგბის წინსვლის ერთადერთი გამოსავალი, ჯობია ამაზე ვიფიქროთ და არა იტალიის ჩანაცვლებაზე რაც ჯერჯერობით აბსურდია და არარეალური და არ მოხდება. ნურც იმის ილუზია გვექნება რომ იტალიას მოვუგებთ.
SL
ერთი გიჟურ-რეალური იდეა მაქვს )) - ჩამოვაყალიბებდი კომერციულ ტურნირს "ექვსი ერის თასი", დიიდი, ძალიან დიდი საპრიზო ფონდით, რომელიც ზრდადობით პროპორციულად განაწილდებოდა ყველა მონაწილე გუნდზე, დაკავებული ადგილების მიხედვით. მადჩების ჩატარების ადგილი და სტადიონების ქირაობა მხოლოდ დეტალებია, რომელსაც ფული წყვეტავს. ამრიგად ახლანდელი ექვსი ერი .... ჩავძირე .. ეხლა აქეთ შემეხვეწონ. წესებს მე ვადგენ ვინ აღზევდეს და რა სისტემით გავარდეს... ძაან ნუ გამლანძღავთ, ამას მართლა არ ვაპირებ, პროსტო ფული არ მყოფნის ))
გიგი
რა ექვსი ერი ერთი გუნდიც არ გვყავს ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე სადაც რუსეთი 2 გუნდით გამოდის იტალია 4 გუნდით რუმინეთი 1 გუნდით ესპანეთი 1 გუნდით და პორტუგალია 1 გუნდით!!!!!!!!
ქართველი
იტალიელები რომ ყეყეჩები არიან ამას არ უნდა ლაპარაკი, თუმცა რაც გლახუნას აქვს აღწერილი ამ მიზეზების გამო ზუსტად იმ ეცროპას არ უნდა რომ მოუგოთ თუნდაც იტალიას. ამიტომაც არის რომ მათთან მატჩები იმართება მათთვის ხელსაყრელ დროს, ამიტომაც არის რომ მსაჯები ვითომდა ობიექტურად, მაგრამ ამ დროს ცოტა-ცოტა წახმარებებით უპირატესობას აძლევს ჩვენთან თამაშის დროს და ა.შ. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ თვითონვე ჩალიჩობენ, რომ ჯერ-ჯერობით ვერ მოვუგოთ 6 ერის წარმომადგებლებს და ეს გაგრძელდება მანამდე სანამ არ დარწმუნდებიან, რომ ჩვენთან თანამშრომლობა მათთვის არის უსაფრთხო. არადა ჩვენ მართლა ძირითადი შემადგენლობა რომ შევკრიბოთ დიდი ეჭვი მაქვს, რომ იტალიას მოვუგებთ და არა მარტო.
გლახუნა
იტალოს -აბა საქართველოში გვეწვიეთ...ხო,მაგ თამაშშიც 6-7 ძირითადი ა რ გვყავდა...და თქვენ რომ მიგიღეს მანდ- ჩვენზე გ ა ც ი ლ ე ბ ი თ სუსტები იყავით,და დღეს რომ ჩვენ მიგვიღონ 6 ერში-3-წელიწადში-ც კი მაგ ტოპ-გუნდების დ ა მ ა რ ც ხ ე ბ ა ს ა ც დავიწყებთ...უბრალოდ აქ სხვა ს ა კ ი თ ხ ი ა-ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო არა გვაქვს პროგრესსა და წარმატებაზე ორიენტირებული,სუსტი ეკონომიკით, სუსტი ფინანსებით,ანუ 2012 წლიდან-რუსულ გუბერნიად რომ გვიქციეს და უპერსპექტივო გაგვიხადეს კრემლის ვაჭრებმა, მსტოვრებმა,ქურდებმა და ,,ყვარყვარეებმა,, ანუ ღ ა ტ ა კ,უსუსურ,უ ე კ ო ნ ო მ ი კ ო , უპერსპექტივო შუა საუკუნეების წარმონაქნად გვიქციეს და ვ ი ს მოსწონს ახლა, ანუ ვ ი ნ მიგიღებს 6 ერში, ამ ელიტურ ტურნირში?! ანუ ამ კრიმინალურ -ღატაკ - უპერსპექტივო რეალურად რ უ ს უ ლ გუბერნიას,სადაც ეროვნული ჩემპიონატი საშუალო დონესაც ვერ უახლოვდება და ფინანსურად ერთი ტოპ-14 -ის გუნდის დაფინანსებაც არა აქვს და ეს წლობით(?!)...უბრალოდ პროგრესული დასავლეთი ჩვენ ნ ი ჭ ს არ გვაკარგვინებს და მხარდამჭერით მთელ რიგ სფეროში, მედიცინაში,განათლების ხარისხში, სპორტში... კერძოთ რაგბში,კონკრეტულად საფრანგეთი გვიმზადებენ ბიჭებს-ნაკრებს ...ეს არის და ეს. ბიჭებო-ს ა ჭ ი რ ო ა წინსვლა- წარმატებაზე ორიენტირებული, ანუ თ ა ნ ა მ ე დ რ ო ვ ე დასავლური ტიპის - დემოკრატიულ-სამართლებრივი -კანონის უზენაესობით განმტკიცებული ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს შექმნა,მით დაამტკიცო,რომ ჯ ა ნ ს ა ღ ი მენტალიტეტის ხარ,თავისუფლება- სამართლიანობისათვის შ ე უ პ ო ვ ა რ ი მებრძოლი, ღ ი რ ს ე უ ლ ი , ანუ ს ა ნ დ ო და ს ა ი მ ე დ ო ერი და გვაქვს მიზანი და ვ ა შ ე ნ ე ბ თ სამართლიან,მით მტკიცე, ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოს და მერე თავად მ ო ი თ ხ ო ვ ე ნ - ,,6 ერში,, შევიდეთ... ანუ აქ არის მ ე ნ ტ ა ლ უ რ ი საკითხი- ა რ უნდათ რაა კრიმინალურ-კლანური, მით ღატაკი,მუდამ მაჩანჩალა, უპერსპექტივო ხალხის ქვეყანა... სპორტულ -ელიტურ სარაგბო, მით უმეტეს კ ო მ ე რ ც ი უ ლ ტურნირში და პრინციპში - რა არის გასაკვირი ?! - ბოლო-ბოლო ი მ ე გ ო ბ რ ე ბ ოდესმე, ან როდემდე იმეგობრებ ტურის ბუნების მქონე ადამიანთან ?! - და რ ა ტ ო მ ?! -ან შეგვიძლია- ასე დღეს თუნდაც 20 ევროს ღირებულების ბილეთით,თუნდაც 5 000 მაყურებელი მივიდეს სტადიონზე ?! და ასე ეროვნული ჩემპიონატის ყოველ ტურში უნდა დადიოდეს მაყურებელი და ამისი დ ი დ ი სურვილი არის- ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი თ ამ ვ ა ჟ კ ა ც უ რ ი სპორტის მიმართ,მაგრამ ფინანსურ -ეკონომიკური შესაძლებლობა ა რ არის და არსებული ყოფით - რუსულ კრიმინალურ-ოლიგარქიულ- კლანური მმართველობის სისტემით -ა რ ც გვექნება... ამიტომ... ცნობისათვის-რ ა გ ბ შ ი (ყ ვ ე ლ ა სპორტის სახეობაში) დასაქმებულ -სპორტსმენს ი მ დ ე ნ ი შემოსავალი უნდა ქონდეს, რომ 6-7 წლიანი ეროვნულ ლიგებზე თამაშით-აც კი საკმაოდ ღირსეულად ცხოვრობდეს ( მინიმუმ 6-7 000 ევრო - თვეში) ანუ საკმაოდ შეძლებული იყოს,რომ ახალგაზრდობა განათლებასთან ერთად სპორტზე იყოს ორიენტირებული,როგორც იმ ევროპაში, მით არა მარტო ფიზიკურად, მ ე ნ ტ ა ლ უ რ ა დ ჯანსაღი ჩამოყალიბდეს -განმტკიცდეს...- ეს ჩემი აზრია!
Buxrika
რეალურად იტალიის ნახევარი გუნდიც არ გვყავს.საქაართვეოს 6 ერში რავინ მიიღეებს იმიტო რო ძალიაზან დაბალი დონისააა სააქაართვეო 6 ერისთვის.
Simartle
აბსოლიტურად გეთანხმებით რო შეიძლება ჩავემატოთ მარა თუ იტალის მაგივრად უნდა ჩავჯდეთ მოდი ჯერ მოვუგოთ ამ იტალიას და სიმაღლეებზე მერე ვილაპარაკოთ
ლაშა
ამ დროს კი იტალიელებს ისევ გადავასწარით რეიტინგში და მე-13 პოზიციიდან მე-12 ზე გადავინაცვლედ!!!
გურული NEWS !
შენ ლიგიდან კი არა, სპორტიდან ხარ გასაგდები!!!
dato
კაი ჭკვიანი ბიჭია რას ერჩით ექვს ერზე თამაშში მეტ გამოცდილებას ვიძენთო კაი კაცო ჩვენ არ გვინდა ხო გამოცდილება მაქ ? ჩვენ თუ მეშვიდედ დაგვამატეს ხომ აყვირდებით არ გვინდაო? თბილისში გვესტუმრეთ ბიჭებო რატომღაც თავს რომ იკავებთ იქნებადა დიდი ანგარიშით მოიგოთ ან პირიქით.
Si
ამ ბრიყვს ავიწყდება თუ ის თამაში სად იყო, რომ იდზახის ქართველებს მოუგეთო, და იმ დგეს მსაჯიც ვის ეხმარებოდა..... იყოს 8-ვა ქვეყანა, და მაშინ კი დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ნაკრები 6-ვსე ადგილს დაიკავებს, თუ არა 5-თე. წარმატებებს უსურვებ ჩვენს ნაკრებს!!!

ანუ თვითონაც აღიარებენ, რომ საქართველოს დონეზე ეშვებიან და ეს აღიზიანებთ. ამას რეიტინგიც ემატება :)))))))
ინკვიზიტორი
ძლიერი უნდა იყოს ლიგაში!!! სამართლიანად ესე იქნება!!!
გიორგი
საქართველო რომ დაემატება და მაინც ყველას წააგებთ მერე გავარჩიოთ თქვენი დარჩენა არ დარჩენის ამბები
evrojorjia
არავინ იძახის თქვენს გაგდებას, ჩვენ მე7 ერობა გვინოდოდა, თუმცა ეგეც მალე იქნება მაკარონ
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
"ბორჯღალოსნები" | მცირე ცვლილებებით იტალიასთან
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | მეექვსედ იტალიასთან
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
თედო აბჟანდაძე: შესაძლოა, გულშემატკივარი ვერც აცნობიერებს, რამხელა ძალას წარმოადგენს მოთამაშისთვის
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
რიჩარდ ქოქრილი: იტალია ჩვენზე 25 წლით წინ არის და მხოლოდ 3 ქულა დავთმეთ
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
სანდრო თოდუა: ორი წლის წინანდელი შედეგის გასამეორებლად თავს არ დავზოგავთ
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"
"ბორჯღალოსნები" | იტალიასთან გენუაში