საქართველოსა და რუსეთის მატჩი გადაიდო

AutoSharing Option
ერთიმეორის მიყოლებით ვრცელდება კორონავირუსის გამო მნიშვნელოვანი მატჩების გადადების შესახებ ინფორმაციები. ცნობილი გახდა, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორი, 14 მარტს აღარ ჩატარდება.

"კორონავირუსის (COVID – 19) ეპიდემიის გავრცელების გამო ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაცია "რაგბი ევროპამ" მიიღო გადაწყვეტილება, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ასევე, მის მიერ ორგანიზებული ყველა ტურნირი შეჩერდეს მინიმუმ 15 აპრილამდე.

შესაბამისად, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის 14 მარტს აღარ გაიმართება.

მატჩის ჩატარების ახალი თარიღი ჯერჯერობით უცნობია და
მას დადგენისთანავე გაცნობებთ", - იტყობინება საქართველოს რაგბის კავშირი თავისი ვებგვერდით.

მკითხველის კომენტარები / 3 /
25 წელია მგონიარ მოუგიათ ჩვენთვის და "ეს ბოლო წლებიო.."
გიორგი
08:07 15-03-2020
0
გორის დილას ვარჯიში რომელ სააათზე აქვს თუ იცით?
გორი
17:51 13-03-2020
0

სიახლეები პოპულარული