სუთიაშვილმა "ბორჯღალოსნების" კვართით პირველი შეხვედრა 2005 წლის 12 ნოემბერს, ჩილეს წინააღმდეგ გამართა და მას შემდეგ ნაკრების კვართი 82-ჯერ მოირგო (2 ლელო).
მეორეხაზელს 2011, 2015 და 2019 წლების მსოფლიო თასებზე 7 მატჩი აქვს ჩატარებული. მას "ბორჯღალოსნებისთვის" 15-ჯერ უკაპიტნია და ყველა ეს შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
შალვა სუთიაშვილი 2015 წლიდან საფრანგეთის პრო დე2-ის გუნდის, "ანგულემის" ღირსებას იცავს, რომელთანაც კონტრაქტი
2022 წლამდე აკავშირებს.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით