რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო და დებიუტი [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონმა ახალი სეზონი მარცხით დაიწყო - დავით ზირაქაშვილის, ვიქტორ კოლელიშვილისა და ოთარ გიორგაძის "კლერმონმა" პირველი ტურის მატჩი სტუმრად გამართა "ბორდოსთან" და 25:32 წააგო.

არადა, "ვულკანები" პირველ ტაიმში უკეთ გაისარჯნენ და ანგარიშშიც წინ იყვნენ. "ბორდომ", რომელსაც ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგი მწვრთნელი ჟაკ ბრუნელი თავკაცობს, სტუმრებს არც ერთი შეცდომა არ აპატია და დამსახურებულად გაიმარჯვა.

კოლელიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს, ზირაქაშვილმა მასზე 20 წუთით მეტი ითამაშა, გიორგაძე განაცხადში არ იყო.

I ტური ორი ქართული ლელოთი აღინიშნა. "ბრივის" პირველხაზელმა კარლენ
ასეიშვილმა ლექსო ყაულაშვილის
"ლა როშელს" გაუტანა. თუმცა ამან მის გუნდს მაინც ვერ უშველა. ბრიველებმა შინ 10:19 წააგეს გუნდთან, რომელსაც, როგორც ჩანს, წელსაც საჩემპიონო ამბიციები ექნება.

ასეიშვილი თამაშში სოსო ბეკოშვილთან ერთად მეორე ტაიმში ჩაერთო, ლელო კი 56-ე წუთზე გაიტანა. ვასილ ლობჟანიძე განაცხადაში არ იყო, ყაულაშვილი 68-ე წუთზე შეცვალეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ელიტარულ, პირველ დივიზიონში დაბრუნება ლელოთი აღნიშნა საქართველოს ნაკრების გარემარბმა თამაზ მჭედლიძემ. მისი "აჟენი" კი სტუმრად დამარცხდა მიხეილ ნარიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და დავით ქუბრიაშვილის "მონპელიესთან" - 19:48.

მჭედლიძე თამაშში 33-ე წუთიდან ჩაერთო და ლელო მატჩის მიწურულს გაიტანა. 35-ე წუთიდან გამოჩნდა მოედანზე ვახტანგ ახობაძე. მიქაუტაძე 58-ე წუთზე შეცვალეს. დანარჩენ ქართველებს არ უთამაშიათ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

წლეულს, სავარაუდოდ, ლიდერთა მარაქაში გაერევა თორნიკე მატარაძისა და გურამ პაპიძის "ლიონი", რომელმაც სტუმრად დაამარცხა ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსე" - 25:16. ქართველებიდან მხოლოდ ჟვანიამ ითამაშა, რომელიც 63-ე წუთზე შეცვალეს.

TOP-14
I ტური
ოიონაქსი-ტულუზი 23:23
ბრივი-ლა როშელი 10:19
მონპელიე-აჟენი 48:19
სტად ფრანსე-ლიონი 16:25
რასინგი-კასტრი 25:21
ბორდო-კლერმონი 32:25
ტულონი-პო 41:14

ქართველი ლეგიონერები
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) ძირითადში (75 წთ)
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) ძირითადში (55 წთ)
ოთარ გიორგაძე (კლერმონი) განაცხადში არ იყო
მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) განაცხადში არ იყო
დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე) ტრავმა
კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე) ძირითადში (58 წთ)
ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი) ძირითადში (68 წთ)
მამუკა გორგოძე (ტულონი) ძირითადში
ლევან ჩილაჩავა (ტულონი) განაცხადში არ იყო
ბადრი ალხაზაშვილი (ტულონი) განაცხადში არ იყო
ვასილ კაკოვინი (რასინგი) ძირითადში (51 წთ)
ლაშა ტაბიძე (ბორდო) განაცხადში არ იყო
ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) ძირითადში (63 წთ)
გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
კარლენ ასეიშვილი (ბრივი) შეცვლაზე (41 წთ), ლ
სოსო ბეკოშვილი (ბრივი) შეცვლაზე (41 წთ)
ვასილ ლობჟანიძე (ბრივი) განაცხადაში არ იყო
თორნიკე მატარაძე (ლიონი) განაცხადში არ იყო
გურამ პაპიძე (ლიონი) განაცხადში არ იყო
ირაკლი მირცხულავა (ოიონაქსი) არ უთამაშია
გიორგი ვეფხვაძე (ოიონაქსი) განაცხადში არ იყო
თამაზ მჭედლიძე (აჟენი) შეცვლაზე (33 წთ), ლ
გიორგი თეთრაშვილი (აჟენი) განაცხადში არ იყო
ვახტანგ ახობაძე (აჟენი) შეცვლაზე (35 წთ)

* * *
II დივიზიონში, როგორც მოსალოდნელი იყო, ბექა გიგაშვილის "გრენობლი" დაწინაურდა, რომელმაც ორიდან ორი შეხვედრა მოიგო.

პროფესიულ დივიზიონში დებიუტი ჰქონდა პირველხაზელ მირიან ბურდულს, მისმა "კარკასონმა" პირველი, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ბასკურ "ბიარიცთან" - 16:3.

ბურდული თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო, შალვა მამუკაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს, გიორგი ნაცარაშვილი განაცხადში არ იყო.

შალვა სუთიაშვილის "ანგულემი" შინ დამარცხდა ელიზბარ ყუფარაძის "დაქსთან" - 10:13. სუთიაშვილმა ისევ მეორე ხაზში იასპარეზა და 56-ე წუთზე შეცვალეს. იმავდროულად გამოჩნდა მოედანზე ყუფარაძე.

PRO-D2
II ტური
კარკასონი-ბიარიცი 16:3
ანგულემი-დაქსი 10:13
გრენობლი-მასი 26:22
მარსანი-ნარბონი 50:8
მონტობანი-ორიაკი 12:12
ნევერი-ვანი 24:21
ბაიონი-ბეზიე 27:23
კოლომიე-პერპინიანი 27:25

ქართველი ლეგიონერები
მერაბ შარიქაძე (ორიაკი) ძირითადში
ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) ძირითადში (78წთ) სინ
ბექა შეყლაშვილი (კოლომიე) შეცვლაზე (52)
ვახტანგ მაისურაძე (ვანი) ძირითადში (63 წთ)
ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი) შეცვლაზე (56)
შალვა სუთიაშვილი (ანგულემი) ძირითადში (56 წთ)
ბექა გიგაშვილი (გრენობლი) განაცხადში არ იყო
ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი) განაცხადში არ იყო
შალვა მამუკაშვილი (კარკასონი) ძირითადში (53 წთ)
მირიან ბურდული (კარკასონი) შეცვლაზე (49 წთ)
გიორგი ნაცარაშვილი (კარკასონი) განაცხადში არ იყო
ბექა ბიწაძე (ნარბონი) განაცხადში არ იყო
ილია კაიკაციშვილი (მასი) განაცხადში არ იყო.

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. გრენობლი 2 2 0 0 +18 8(0)
2. კოლომიე 2 2 0 0 +9 8(0)
3. მასი 2 1 0 1 +35 6(2)
4. მონტობანი 2 1 1 0 +5 6(0)
5. პერპინიანი 2 1 0 1 +58 6(1)
6. მარსანი 2 1 0 1 +33 5(1)
7. ანგულემი 2 1 0 1 +19 5(1)
8. ბეზიე 2 1 0 1 -2 5(1)
9. ბიარიცი 2 1 0 1 -4 4(0)
10. დაქსი 2 1 0 1 -12 4(0)
11. ნევერი 2 1 0 1 -19 4(0)
12. კარკასონი 2 1 0 1 -26 4(0)
13. ბაიონი 2 1 0 1 -56 4(0)
14. ვანი 2 0 0 2 -5 2(2)
15. ორიაკი 2 0 1 1 -7 2(0)
16. ნარბონი 2 0 0 2 -47 1(1)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული