"ექვსი ერის" პარალელურად, საფრანგეთისა და ინგლისის ლიგებში გასულ უქმეებზე მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. მოედანზე 26 ქართველი ლეგიონერი გავიდა და ერთ-ერთმა ლელო გაიტანა.

"გლოსთერის" მაისურით ინგლისის პრემიერშიფში ზედიზედ მეორე შეხვედრა ჩაატარა გიორგი კვესელაძემ. მისმა გუნდმა ლიდერ "ბრისტოლს" უმასპინძლა და ორის წილ სამი ლელო გაუტანა, მაგრამ მაინც დამარცხდა – 17:18. ქართველმა ცენტრმა შეცვლაზე 20 წუთი ითამაშა.

ტოპ 14

მე-16 ტურის შეხვედრები გაიმართა ტოპ 14-ში. "ბორდომ" "სტად ფრანსეს" უმასპინძლა და ბონუსით, 44:6 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე 59-ე წუთიდან ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა. სტუმართა ძირითადში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს ვასილ კაკოვინი.

"მონპელიე" "კასტრს" ეწვია და უშუალო კონკურენტთან 17:48 დამარცხდა. სტუმართა ძირითადში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს ლევან ჩილაჩავა.

"რასინგ 92"-მა "ლიონს" 34:26 მოუგო და ამ წარმატებაში საკუთარი წვლილი გურამ გოგიჩაშვილმაც შეიტანა. ის შეცვლაზე 51-ე წუთზე შევიდა.

საკუთარ მოედანზე "ლა როშელთან" 11:29 დამარცხდა "ტულონი", რომლის შემადგენლობაში ლუკა ჭელიძემ 46 წუთი ითამაშა. ის მარქაფაში იყო და შეცვლაზე პირველი ტაიმის მიწურულს შევიდა.

"ბაიონმა" "ბრივს" უმასპინძლა და პირველი ტაიმი 10 ქულის სხვაობით დათმო, თუმცა საბოლოოდ 26:23 გაიმარჯვა. თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო და მასპინძელთა რიგებში 40 წუთი ითამაშა კოტე მიქაუტაძემ. "ბრივის" რიგებში შეცვლაზე 53-ე წუთიდან ითამაშა სოსო ბეკოშვილმა.

პრო დე2

მე-19 ტური "ოიონასა" და "ანგულემის" შეხვედრით დაიწყო და მოედანზე ოთხი ქართველი გავიდა. მასპინძელთა რიგებში პირველიდან 52-ე წუთამდე ითამაშა ირაკლი მირცხულავამ. სტუმართა ძირითადში იყვნენ ლუკა გოგინავა და ზაურ თევდორაშვილი – პირველი 67-ე, ხოლო მეორე 57-ე წუთზე შეცვალეს. თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო შალვა სუთიაშვილი და 10 წუთში ლელო გაიტანა. მან რაქიდან შეუტია და წინააღმდეგობის მიუხედავად, ბურთი ჩათვლის მოედანს მიაწვდინა. ამ ლელოთი "ანგულემი" თამაშში დაბრუნდა, მეორე ლელოც გაიტანა და საბოლოოდ ბონუსი აიღო – 25:28. სუთიაშვილმა მიმდინარე სეზონში ლელოთი თავი მეორედ გამოიჩინა.

"ნევერი" "გრენობლის" დამარცხებასთან ახლოს იყო, მაგრამ 78-ე წუთზე ლელო-გარდასახვა გაუშვა და მხოლოდ ბონუსს დასჯერდა – 12:13. მასპინძელთა რიგებში პირველიდან 56-ე წუთამდე ითამაშა გურამ პაპიძემ. სტუმართა ძირითადში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს ნიკა ნეფარიძე, ხოლო ნიკა ღვალაძე შეცვლაზე 78-ე წუთზე შევიდა.

"ორიაკმა" ლიდერი "ვანი" მიიღო და 9:22 დამარცხდა. მასპინძელთა შორის პირველი 57 წუთი ითამაშა გიორგი ქართველიშვილმა. შეცვლაზე 57-ე წუთზე შევიდა ლუკა ნიორაძე.

"ბეზიემ", რომლის შემადგენლობაში შეცვლაზე 46-ე წუთიდან ითამაშა ჟორჟ სალდაძემ, "ვალანსს" 19:9 მოუგო. სტუმართა ძირითადში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს მირიან ბურდული.

წინა ტურში განცდილი მარცხის შემდეგ "კარკასონს" 17:9 მოუგო "პერპინიანმა", რომლის ძირითად შემადგენლობაში დუდუ ქუბრიაშვილი იყო და ის 47-ე წუთზე ვახტანგ ჯინჭარაძემ შეცვალა. სტუმართა განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ გასულა ნუგზარ სომხიშვილი.

"კოლომიეს" უმასპინძლა, 19:23 დამარცხდა და მხოლოდ ბონუსს დასჯერდა "რუანი". მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 50 წუთი ითამაშა კახა ასიეშვილმა. შეხვედრა ძირითადში დაიწყო და 54-ე წუთზე შეცვალეს სტუმართა ბურჯი ბექა შეყლაშვილი.

ტურის დასკვნით მატჩში "ბიარიცმა" "პროვანსი" მიიღო და 29:24 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის სრულად ითამაშა ლუკა აზარიაშვილმა, ხოლო უშანგი ჭეიშვილი შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა. სტუმართა რიგებში მოედანზე 47-ე წუთზე გამოჩნდა ზაზა ნავროზაშვილი.

rugby.ge

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
"ჯვაროსნების" მეტოქეს იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში
16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
შენგელიას 14 ქულა და იოლი გამარჯვება | კორსანტიას და სანაძის მოგებ-წაგება
ჰალკმა "ატლეტიკო მინეირო" დატოვა - 39 წლის ფეხბურთელის მომდევნო კლუბი ცნობილია
"რეალი" კარვახალს ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებს - ესპანელი ზაფხულში კლუბს დატოვებს
"შავი ლომი" vs დიდი 10 XV | პირველი სასელექციო თამაში "შავი ლომის" გამარჯვებით დასრულდა
მარკის რიდის მორიგი ბენეფისი და "ტრაბზონსპორის" მარცხი სტუმრად
შერმადინის შედეგიანობამ "ტენერიფეს" ანდორასთან" ვერ უშველა
ტრავმირებული კიტეიშვილის საგოლე პასი - "შტურმი" "ზალცბურგთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] გიჟური მატჩი მოულოდნელი გმირით - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპული" დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა
კიმიხი: პსჟ-სთან დაცვაში ჩადგომას არ ვაპირებთ
[VIDEO] გულიაშვილის "რასინგმა" ლა ლიგისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "გროიტერ ფიურტს" ფრედ ეთამაშა
"უოტფორდმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
22-წლამდელთა ჩემპიონატში ნახევარფინალი დაიწყო: სერიებში რუსთავი და ვსა დაწინაურდნენ
"შალკე" ბუნდესლიგაში დაბრუნდა
[VIDEO] გაცეცხლებული ლუის ენრიკე - ესპანელი საკუთარი ფეხბურთელის ქმედებამ გააგიჟა
[VIDEO] ეს საბას დროა - ლობჟანიძის დუბლი MLS-ში
ალეგრი და მოდრიჩი დარჩებიან - "მილანი" ზაფხულში გაძლიერებას აპირებს
სილვას თურქეთიდან სუპერ შეთავაზება აქვს - ბერნარდოს "ბარსელონაში" თამაში სურს
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო და დებიუტი [VIDEO]
საქართველოს ნაკრების "უხუცესი" მორაგბე: უელსთან მატჩს ენერგიით სავსენი ვხვდებით
ოკეანეთის ტურნეს პირველი მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
ლეგიონერები - ოთხი ქართული ლელო ევროპაში
შალვა სუთიაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
რაგბი. ლეგიონის უქმეები: ოთხი ლელო და სამეფო თასი [VIDEO]