რატომ არ უნდა მიიღონ 6 ერში საქართველო? - ინგლისელი ჟურნალისტი სარაგბო აპარტეიდზე საუბრობს!

AutoSharing Option
ცნობილმა ინგლისელმა ჟურნალისტმა კრის ჰიუიტმა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტად ბილ ბომონტის მეორე ვადით არჩევის შედეგად შექმნილ ვითარებასა და "ბორჯღალოსნების" მდგომარეობაზე ისაუბრა. მან ფაქტობრივად განაცხადა, რომ სარაგბო აპარტეიდი არსებობს.

რატომ ფლობს ბომონტი გვირგვინს, მაგრამ არ გააჩნია ძალაუფლება

ფორმალურად ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ძალაუფლების მფლობელია, მაგრამ შეუძლია კი მისი სრულფასოვად გამოყენება? არჩევნების წინ ბომონტს საზოგადოებისთვის დეტალურად მოუწია იმის ახსნა, თუ რა გააკეთა პრეზიდენტობის პირველ ოთხწლეულში. ეს კი ძალიან ბუნდოვნად გააკეთა.

"ექვსი ერის თასი საკუთარ თავს ეკუთვნის", - განაცხადა ბომონტმა ადრე და ირიბად აღიარა, რომ მიუხედავად
მსოფლიო რაგბის წევრების უმეტესობის სურვილისა, ამ ტურნირის ერთი თვით წინ გადაწევის უნარი არ გააჩნდა. რატომ არ უნდა მოხდეს გლობალურ ტურნირზე გადაადგილებები და რატომ არ უნდა დააწინაურონ ისეთი პერსპექტიული გუნდი, როგორიც საქართველოს ნაკრებია?

მას შემდეგ, რაც ექვსი ერის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ფიჰანი იყო, არაფერიც არ შეიცვალა. მახსოვს, მან მითხრა: "ეს კლასიკური რაგბის ყოველწლიური ყველაზე დიდი ტურნირია, ყველაზე მომგებიანია ტელეტრანსლაციებისა და ბილეთების რეალიზაციის მხრივ. რატომ უნდა შევცვალოთ რამე?

ევროპის ყველა ძლიერი ნაკრებიც ჩვენთანაა. ახალი მონაწილის შემოყვანის ერთადერთი საშუალება გაფართოებაა. ამასთან, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია რომელიმე მონაწილის გაშვება. ახალი გუნდის დამატება მატჩების რაოდენობისა და დატვირთვების გაზრდას ნიშნავს. თავადაც გესმით, ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის. რატომ უნდა ავიტკიოთ თავი საქართველოს, რუმინეთის ან კიდევ ვინმეს დამატების გამო?"

ეს კომენტარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსოფლიო რაგბის ფუნქციონერები სულაც არ გახლავან ყოვლისშემძლენი, რადგან ტურნირი მათ არ ეკუთვნით. ყველაფერი სწორედაც რომ პირიქითაა. მთავარი სარაგბო ორგანიზაცია ეროვნული კავშირებისგან შედგება, ხოლო ყველაზე ძლიერი ექვსი ერის ბლოკია. 51 ხმიდან 18 მას ეკუთვნის.

ექვსი ერის წარმომადგენლებს მსოფლიოს რაგბიში დირექტორების ცხრიდან ხუთი მაღალი პოსტი უკავიათ. ბილ სუინი (ინგლისის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი), გარეთ დევისი (უელსის რაგბის კავშირის თავმჯდომარე), ჯონ ჯეფრი (შოტლანდიის რაგბის კავშირის მაღალჩინოსანი), ანტონიო საკა (იტალიის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი) და ბერნარ ლაპორტი (საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი და ბომონტის მარჯვენა ხელი).

ვარაუდობენ, რომ ოთხ წელიწადში ბომონტს ლაპორტი შეცვლის.

ერთად ისინი მრისხანე პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ. თუ კოლექტივი გადაწყვეტს, რომ მათ ნაკრებთა ინტერესებში თავიანთ ჩაკეტილ კლუბში დარჩენაა, ასეც მოხდება. მრავალპოლუსიანობა რაგბის მართვაში პოპულარული არ არის. ეს სისტემა ყოველთვის მუშაობდა, მაგრამ კორონავირუსის პირობებში ჩინოვნიკებს რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება და იმაზე ფიქრი მოუწიათ, თუ როგორ მოექცნენ მეორე ეშელონის ქვეყნებს. აქ ძველმა მეთოდებმა ვერ ივარგა.

მართლაც, საერთო-სახალხო თამაში ფეხბურთი დემოკრატიის შუქურაა, რასაც რაგბიზე ვერ ვიტყვით. ფიფას, რა თქმა უნდა, კორუფციასთან დაკავშირებით უსიამოვნო მომენტები ჰქონდა, მაგრამ ამ ორგანიზაციაში წესი მოქმედებს:  ერთი ფედერაცია - ერთი ხმა. რაგბი ამისგან შორსაა.

მოდით, ღარიბი ნათესავებიდან, წყნარი ოკეანის კუნძულებიდან ტონგა ავიღოთ, რომელსაც კარგა ხანი არაკეთილსინდისიერად ექცეოდნენ. 2017 წლის მსოფლიოს თასზე მათ ძალიან შეაშინეს მომავალი ჩემპიონი სამხრეთი აფრიკა, ოთხი წლის შემდეგ ფინალისტ საფრანგეთს სძლიეს, ხოლო იგივე კინაღამ იაპონიაში გაიმეორეს.  ამ ტონგას ჯერაც არა აქვს საარჩევნო ხმა, სამაგიეროდ, ეს ხმა აშშ-სა და კანადას გააჩნიათ. აშშ-მა მსოფლიოს სამ თასზე 25 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო, კანადამ კი 2003 წლიდან მოყოლებული - 1.

მსოფლიო რაგბის მმართველებს უყვართ თანასწორუფლებიანობაზე ლაპარაკი, თუმცა, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, ყველაფერი იქვე მთავრდება.

ბომონტზე უკეთ არავინ იცის, რაგბისთვის ამ მძიმე დროში რაოდენ მნიშვნელოვანია მოლოდინითა და დაპირებებით მართვა. ეს ბრძნული მიდგომაა, მაგრამ ალბათ, საოცრად დამამწუხრებელიცაა. პრეზიდენტი გვირგვინოსანია, თუმცა სამეფო რეგალიები სხვებს ეკუთვნით.

მკითხველის კომენტარები / 20 /
არ გვინდა 6 ერი თავისით მოვა, ბევრი თამაში სამხრეთელებთან და შიდა ჩემპიონატი.
ddgfdf
22 მაისი 2020 14:13
1
xalxo msoflio chempionebic rom gavxdet 6 ershi aravin migvigebs. translaciebit imxela fuli shesdit ratom gagviyofen. tan chveni arc nakrebis arc chempionatis da ar imfrastruqturis done axlosac ver midis mattan. ise golikurad dzlier nakrebs shansi unda miscen magram ar awyobt radgan ragac drois shemdeg mattan xshiri tamashit sxvebic ganvitardebian da amxela upiratesoba aghar eqnebat. avigot fexburti yvelam iswavla tamashi da konkurenciac didia ragbisgan gansxvavebit
gulshematkivari
22 მაისი 2020 13:55
1
აბა დასავლური ოჯახი, ღირებულებები, მიდგომები და დემოკრატია მაგარიაო?! წლებია უკვე ექვს ერში არ გვიღებენ კი არა არც განიხილავენ საერთოდ ამ საკითხს, მაგრამ ჩვენზე რომ აღარაფერი ითქვას, ტონგა რა დღეში ჰყავთ, საერთოდ ხმის უფლებას არ აძლევენ, აი ჭეშმარიტი მაგალითი დემოკრატიის!!!
!!!!!
22 მაისი 2020 11:07
6
რუსეთუმეები არა ის არ გინდა კიდევ?! შენ თითონ რას აღიზიანებ აქ გულშემატკივარ ხალხს?! 6 ერის კომერციული ტურნირი ძალიან ჰგავს რასობრივ სეგრეგაციას!
aburjga
22 მაისი 2020 20:35
1
ეს რუსეთუმეები საიდან გამოხტებით ხოლმე, ყველგან და ყველაფერში რომ ევროპას უჩიჩხინებთ? (ახლა იტყვის არც რუსეთი მინდა და არც ევროპაო, ეგეც რუსული ნარატივია). რა სისულელეებს ამბობთ, კომერციული ტურნირია 6 ერი, უნდათ მიგიღებენ უნდათ არა, მაგათი ნებაა ძალით ვერ შევეტენებით. პოლიტიკურად და ეკონომიკურად არასტაბილური ქვეყანა ვართ და 6 ერის დონის ტურნირისთვის არ ვართ მომხიბვლელი ქვეყანა და მორჩა. დემოკრატია აქ არაფერ შუაშია, ორგანიზაციის პრეზიდენტი წყვეტს მანდ ვინ უნდა მიიღოს და ვინ არა და არა ევროკავშირი ან რაიმე ეგეთი ორგანო ! ეგ არის ზუსტად დემოკრატია რომ სახელმწიფო არ ერევა ბიზნესში !
ვახ
22 მაისი 2020 12:52
17
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული