რატომ არ უნდა მიიღონ 6 ერში საქართველო? - ინგლისელი ჟურნალისტი სარაგბო აპარტეიდზე საუბრობს!

AutoSharing Option
ცნობილმა ინგლისელმა ჟურნალისტმა კრის ჰიუიტმა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტად ბილ ბომონტის მეორე ვადით არჩევის შედეგად შექმნილ ვითარებასა და "ბორჯღალოსნების" მდგომარეობაზე ისაუბრა. მან ფაქტობრივად განაცხადა, რომ სარაგბო აპარტეიდი არსებობს.

რატომ ფლობს ბომონტი გვირგვინს, მაგრამ არ გააჩნია ძალაუფლება

ფორმალურად ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ძალაუფლების მფლობელია, მაგრამ შეუძლია კი მისი სრულფასოვად გამოყენება? არჩევნების წინ ბომონტს საზოგადოებისთვის დეტალურად მოუწია იმის ახსნა, თუ რა გააკეთა პრეზიდენტობის პირველ ოთხწლეულში. ეს კი ძალიან ბუნდოვნად გააკეთა.

"ექვსი ერის თასი საკუთარ თავს ეკუთვნის", - განაცხადა ბომონტმა ადრე და ირიბად აღიარა, რომ მიუხედავად
მსოფლიო რაგბის წევრების უმეტესობის სურვილისა, ამ ტურნირის ერთი თვით წინ გადაწევის უნარი არ გააჩნდა. რატომ არ უნდა მოხდეს გლობალურ ტურნირზე გადაადგილებები და რატომ არ უნდა დააწინაურონ ისეთი პერსპექტიული გუნდი, როგორიც საქართველოს ნაკრებია?

მას შემდეგ, რაც ექვსი ერის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ფიჰანი იყო, არაფერიც არ შეიცვალა. მახსოვს, მან მითხრა: "ეს კლასიკური რაგბის ყოველწლიური ყველაზე დიდი ტურნირია, ყველაზე მომგებიანია ტელეტრანსლაციებისა და ბილეთების რეალიზაციის მხრივ. რატომ უნდა შევცვალოთ რამე?

ევროპის ყველა ძლიერი ნაკრებიც ჩვენთანაა. ახალი მონაწილის შემოყვანის ერთადერთი საშუალება გაფართოებაა. ამასთან, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია რომელიმე მონაწილის გაშვება. ახალი გუნდის დამატება მატჩების რაოდენობისა და დატვირთვების გაზრდას ნიშნავს. თავადაც გესმით, ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის. რატომ უნდა ავიტკიოთ თავი საქართველოს, რუმინეთის ან კიდევ ვინმეს დამატების გამო?"

ეს კომენტარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსოფლიო რაგბის ფუნქციონერები სულაც არ გახლავან ყოვლისშემძლენი, რადგან ტურნირი მათ არ ეკუთვნით. ყველაფერი სწორედაც რომ პირიქითაა. მთავარი სარაგბო ორგანიზაცია ეროვნული კავშირებისგან შედგება, ხოლო ყველაზე ძლიერი ექვსი ერის ბლოკია. 51 ხმიდან 18 მას ეკუთვნის.

ექვსი ერის წარმომადგენლებს მსოფლიოს რაგბიში დირექტორების ცხრიდან ხუთი მაღალი პოსტი უკავიათ. ბილ სუინი (ინგლისის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი), გარეთ დევისი (უელსის რაგბის კავშირის თავმჯდომარე), ჯონ ჯეფრი (შოტლანდიის რაგბის კავშირის მაღალჩინოსანი), ანტონიო საკა (იტალიის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი) და ბერნარ ლაპორტი (საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი და ბომონტის მარჯვენა ხელი).

ვარაუდობენ, რომ ოთხ წელიწადში ბომონტს ლაპორტი შეცვლის.

ერთად ისინი მრისხანე პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ. თუ კოლექტივი გადაწყვეტს, რომ მათ ნაკრებთა ინტერესებში თავიანთ ჩაკეტილ კლუბში დარჩენაა, ასეც მოხდება. მრავალპოლუსიანობა რაგბის მართვაში პოპულარული არ არის. ეს სისტემა ყოველთვის მუშაობდა, მაგრამ კორონავირუსის პირობებში ჩინოვნიკებს რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება და იმაზე ფიქრი მოუწიათ, თუ როგორ მოექცნენ მეორე ეშელონის ქვეყნებს. აქ ძველმა მეთოდებმა ვერ ივარგა.

მართლაც, საერთო-სახალხო თამაში ფეხბურთი დემოკრატიის შუქურაა, რასაც რაგბიზე ვერ ვიტყვით. ფიფას, რა თქმა უნდა, კორუფციასთან დაკავშირებით უსიამოვნო მომენტები ჰქონდა, მაგრამ ამ ორგანიზაციაში წესი მოქმედებს:  ერთი ფედერაცია - ერთი ხმა. რაგბი ამისგან შორსაა.

მოდით, ღარიბი ნათესავებიდან, წყნარი ოკეანის კუნძულებიდან ტონგა ავიღოთ, რომელსაც კარგა ხანი არაკეთილსინდისიერად ექცეოდნენ. 2017 წლის მსოფლიოს თასზე მათ ძალიან შეაშინეს მომავალი ჩემპიონი სამხრეთი აფრიკა, ოთხი წლის შემდეგ ფინალისტ საფრანგეთს სძლიეს, ხოლო იგივე კინაღამ იაპონიაში გაიმეორეს.  ამ ტონგას ჯერაც არა აქვს საარჩევნო ხმა, სამაგიეროდ, ეს ხმა აშშ-სა და კანადას გააჩნიათ. აშშ-მა მსოფლიოს სამ თასზე 25 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო, კანადამ კი 2003 წლიდან მოყოლებული - 1.

მსოფლიო რაგბის მმართველებს უყვართ თანასწორუფლებიანობაზე ლაპარაკი, თუმცა, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, ყველაფერი იქვე მთავრდება.

ბომონტზე უკეთ არავინ იცის, რაგბისთვის ამ მძიმე დროში რაოდენ მნიშვნელოვანია მოლოდინითა და დაპირებებით მართვა. ეს ბრძნული მიდგომაა, მაგრამ ალბათ, საოცრად დამამწუხრებელიცაა. პრეზიდენტი გვირგვინოსანია, თუმცა სამეფო რეგალიები სხვებს ეკუთვნით.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ხანდახან როგორ მიკვირს ამდენი ექსპერტის და პროფესიონალის ხელში მთლად საამაყო ცხოვრება რომ არ გვაქვს. რას მიაცმოაცვავთ გამაგებინეთ რა. მეხსიერება დაძაბეთ და გაიხსენეთ რომ ბიძინამ თქვა რომ ეს ტურნირი 10 მილიონამდე შემოსავალს აძლევს თვითოეული ქვეყნიდან და მზად ვარ გადავიხადოვო ყოველწლიურად, მაგრამ ყურადაც არ იგდეს. რა ევროპა რა რუსეთი სად ბანაობთ ვაბშე? ხალხი ზის და 30 წელია ერთიდაიგივე გზით დადის და ერთიდაიგივეს ჭამს. ეხლა შენ მიდიხარ ეუბნევი ახალი დელიკატესია უმაგრესი მაგრამ შეიძლება მოგწამლოსო, არ გარისკავს და არ გასინჯავს. ჩამოყრანჩალებული უწიგნური ხალხია სათავეში და საერთოდაც არ ანაღვლებთ ამ სპორტის პოპულარიზაცია რით ვერ მიხვდით. თუ გვინდა რომ განვითარდეს ჩვენი რაგბი, მეტი ტესტ მატჩი უნდა გვქონდეს ტიერ 1 გუნდებთან. აი ამაზე უნდა იმუშაოს გასიებულმა სვანიძემ (მაგათნაირია ზუსტად). ჩამოგვიყვანს რუსეთს სავარჯიშოდ მივაჩმორებთ გავუშვებთ და ამით კმაყოფილდება. არც ერთი ადგილი აქვს და არც ჭკუა ამ კორუმპირებულ სვანიძეს რომ ეს საქმეები განავითაროს. კაცი გვეუბნევა თუ მე ამირჩევთ ისევ მაშინ მოვიყვანს კარგ ტრენერსო, შანტაჟისტი გაიძვერა. მეტი ტესტ თამაშები საკლუბო და სანაკრებო დონეზე (წელიწადში მინიმუმ 3-3) პლიუს ოკეანეთის ტურნეები და საერთოდ არ გვინდა ეგ 6 ერის ფორმატი. მორჩა და დამთავრდა.
გიო
16:28 23-05-2020
0
გია ნიჟარაძემ ზუსტად ის უთხრა ბომონტს, რაც ეკუთვნოდა - ჩვენი განვითარებისთვის ამხელა შრომა გასწიეთ და თქვენივე ხელით რატომ ყრით წყალშიო? ეს არის სუფთა პუტინის რუსეთი, ინტერესი ფულია და მეტი არაფერი. სწორედ ამ კაცის დამსახურებაა, რომ ევროპა ასი თავით ჩამორჩება სამხრეთ ნახევარსფეროელებს და ეს სტაგნაცია კიდევ 4 წელს გაგრძელდება.თავის ატკიება არ უნდა და საკუთარი პირით ამბობს. ასეთები არიან ინგლისელები - სულ ჩირგვში სხედან და ბოლოს გამოყოფენ ფეხს. ყველაფერი რომ მორჩება, მერე გამოდიან სიტყვაში.ასე, რომ ბოლო ბომონტი ასე იქნება კარჩაკეტილი და თავის ზომბ ბრიტანელებთან ერთად დაითვლის ფულს - სულ ეს არის მისი მოღვაწეობა
: )))))))
21:08 22-05-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული