10 მაისს, იაპონიის ძველ დედაქალაქ კიოტოში 2019 წლის მსოფლიოს თასის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება
ერთი კვირის თავზე, 10 მაისს, იაპონიის ძველ დედაქალაქ კიოტოში 2019 წლის მსოფლიოს თასის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება. უკვე ცნობილია 12 გუნდი, რომელიც 2015 წლის მსოფლიოს თასის შედეგების მიხედვით, პირდაპირ მოხვდა იაპონიაში გასამართ ტურნირზე. მათ შორის საქართველოს ნაკრებიცაა.

"ბორჯღალოსნებმა" იაპონიაში თამაშის უფლება 2015 წელს ინგლისში გამართულ მსოფლიოს თასზე მოიპოვეს. ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ორი თამაში მოიგო და მესამე ადგილი დაიკავა. ეს საკმარისი გამოდგა მომდევნო მსოფლიოს თასზე ადგილის დასაბევებლად.

საქართველოს ნაკრები წილისყრისას მესამე კალათაში იქნება. მასთან ერთად ამავე კალათაში არიან მასპინძელი იაპონია, არგენტინა და იტალია. ეს ის გუნდებია, რომლებიც მსოფლიოს თასზე ჩვენს ჯგუფში ვერ მოხვდებიან.

წილისყრაზე მიწვეულნი არიან მსოფლიოს რაგბის და იაპონური სპორტის სახელოვანი წარმომადგენლები. უშუალოდ გუნდების განაწილებაში მონაწილეობას მიიღებენ "მსოფლიოს რაგბის" პრეზიდენტი ბილ ბომონტი, მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონის, ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტივ ჰანსენი, იაპონიის ერთ-ერთი საუკეთესო ოლიმპიელი, მოჭიდავე საორი იოშიდა და იაპონური რაგბის ლეგენდა იოშიჰირო საკატა.

წილისყრას ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრებიან იმ 12 ქვეყნის ნაკრებების მთავარი მწვრთნელები, რომლებსაც მსოფლიოს თასზე ასპარეზობის უფლება განაღდებული აქვთ.

"მსოფლიოს თასზე წილისყრისას რეიტინგი გამოიყენება, რომელიც საიმედო, ლაკონიური და არაერთხელ აპრობირებული მეთოდია. ამ წილისყრისკენ ფოკუსირებული იქნება ქომაგების, მედიისა და მორაგბეების ყურადღება მთელ მსოფლიოში.

დარწმუნებული ვარ, იაპონიაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშება რაგბის კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს. მით უფრო, რომ ეს უდიდესი სარაგბო ფორუმი აზიაში პირველად ტარდება", - თქვა მსოფლიოს რაგბის პრეზიდენტმა ბილ ბომონტმა.

I კალათა: ახალი ზელანდია, ინგლისი, ავსტრალია, ირლანდია

II კალათა: შოტლანდია, უელსი, სამხრეთი აფრიკა, საფრანგეთი

III კალათა: არგენტინა, იაპონია, საქართველო, იტალია

IV კალათა: ოკეანეთი1, ამერიკა1, ევროპა1, აფრიკა1

V კალათა: ოკეანეთი2, ამერიკა2, პლეი ოფი (ევროპა2/ოკეანეთი3), რეპეშაჟი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ჩაკვეს" დღე და "ქოჩორა" "ბარსასთან" - "კვარა" კვირას - ნაკრებამდე
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ორი წელიწადი იაპონიამდე - "ვებ ელისის" თასი ამომავალი მზის ქვეყანაში მოგზაურობს
მსოფლიოს თასი 2019: ვინ შეხვდება "ბორჯღალოსნებს" - კანადა თუ ურუგვაი?
მსოფლიოს თასზე "ბორჯღალოსნების" მეტოქე ფიჯი ავსტრალიაში გაიწვრთნება
[ექსკლუზივი] მილტონ ჰეიგი: წილისყრის შედეგები ჩვენთვის ერთობ სასტიკია, მაგრამ...
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები: დავითვალოთ ზარალი...
სარაგბო ტურნირის იდეა - ჰეინკე მეიერი საქართველოსაც იწვევს
მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი საქართველოს ეწვევა
"ოლ ბლექსი": ჯულიან სავეა ბორტს მიღმა
ბილ ბომონტი კიდევ 4 წელი "მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტი იქნება
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
"მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართა
მილტონ ჰეიგი: დარწმუნებული ვარ, ჩვენი მასპინძლები ქართული რაგბის ოჯახის წევრები გახდებიან
ოთხი ერი. V ტური: ვინ იქნება მეორე?
ოთხი ერი: რა მოხდება ბუენოს აირესში?
გლობალური საკითხები პარიზში - ფრანგებს 2023 წლის მსოფლიოს თასის მასპინძლობა სურთ
რატომ არ უნდა მიიღონ 6 ერში საქართველო? - ინგლისელი ჟურნალისტი სარაგბო აპარტეიდზე საუბრობს!
ოთხი ერი 2017: ვინ შეაჩერებს "ოლ ბლექსს"?
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ოთხი ერი: სრულყოფილი ზელანდია და ამაყი არგენტინა