რუსები საქართველოს ნაკრებს დასცინიან და გამოკითხვას ატარებენ

AutoSharing Option
რუსული სარაგბო ვებ გვერდი rugger.info აქვეყნებს სტატიას სათაურით "იდიალური მწვრნელი საქართველოს ნაკრებისათვის" და იქვე ატარებს გამოკითხვას დასახელებულ სპეციალისტებს შორის.

გამოკითხვის ნაწილში კი წერია: "გაფრთხილებთ: გამოკითხვა ირონიულ-გასართობის ხასიათისაა."

გამოცემა ასახელებს ისეთ მწვრთნელებს, რომელთა წარმოდგენაც საქართველოს ნაკრებში რეალობას მოკლებულია.

ჩამოთვლილია შემდეგი სპეციალისტები:

1. კონორ ო'ში - "ლონდონ აირიშისა" და იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი.

2. მაიკლ ჩეიკა - "ლენსტერის" , "სტად ფრანსესა" და ავსტრალიის ნაკრების ყოფილი დამირეგებელი.

3. გი ნოვესი - "ტულუზასა" და საფრანგეთის ნაკრების ექსმთავარი მწვრთნელი.

4. ჟაკ ბრიუნელი - "პერპინიანის", "პოს",
"ბორდოს", იტალიის და საფრანგეთის ეროვნული გუნდების ყოფილი მთავარი მწვრთნელი.

5. ჯო შმიტი - "ლენსტერისა" და ირლანდიის ნაკრების ყოფილი თავკაცი.

6. სტივ ჰანსენი - უელსისა და ახალი ზელანდიის ნაკრებთა ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მსოფლიოს წლის საუკეთესო სპეციალისტად 4-გზის დასახელებული სპეციალისტი.

მკითხველის კომენტარები / 34 /
რა გიკვირთ? სხვა რა შეუძლიათ? ხომ გესმით, ამით უნებურად რას ამბობენ საქართველოს ნაკრებზე: Хороша Маша да не наша!
N
24 მაისი 2020 20:27
1
ვათრევთ წარბით!!!
ბათუმი
24 მაისი 2020 20:02
1
რუსეთის ნაკრებს კახეთში ხაშლამასა და წარაფის რქაწითელზე გაზრდილი სასტავი რომ შეაგროვი ის მოუგებს და საკუთარ ნაკრებზე იკაიფონ!
ისე მშვენიერი, უფრო თვალსასეირო რაგბი აჩვენა მაისაშვილის მწვრთნელობით ნაკრებმა და მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს რომ დარჩეს. საკმაოდ გაზრდილა სამწვრთნელო ცოდნის და უნარ-ჩვევებით მაისაშვილი.
იდეალური იქნებს ვინმე ტოპ მწვრთნელის (სტივ ჰანსენი,უორენ გეტლენდი და სხვა) მოწვევას შევძლებთ და მათთან ერთად სამწვრთნელო შტაბში მაისაშვილს და მის გუნდს ვამუშავებთ, კიდებ უფრო მოუმატებს და მაღალი დონის ქართველი მწვრთნელიც გვეყოლება.
ქომაგი
24 მაისი 2020 19:57
1
ეს საცოდავები რას ბოდავენ, თვითონ არ იციან.
მე ჩვენებს ვურჩევდი რუსეთის ნაკრებთან:
1. დიდი ანგარიშით და 0 -ზე მოვიგოთ ან
2. საქართველო 15 (მეორე ნაკრები) გაიყვანონ და ისე მოვუგოთ.

ორივე შემთხვევაში გამოერკვევიან სად არიან ჩვენთან შედარებით...
ზაზა
24 მაისი 2020 19:48
2
1-2 წლის წინ ეთამაშა 15 და დავმრაცხდით. ისევ ჯობია დიდი ანგარიშით მოგებაზე ითამაშონ
Nick
24 მაისი 2020 21:54
0
რუსეთს უმწვრთნელოდაც მოვუგებთ და ნეტავ რა ეიუმორებათ? გენეტიკურია უკვე რაგბში რუსეთის დამარცხება.
ლაშა
24 მაისი 2020 19:07
1
იმათ ბჟუტურს ამხელა ყურადღებას რატომ უთმობთ?ან რატომ ვეთამაშებით ასეთი დაბალი დონის გუნდს.ისე რუსების დასამარცხებლად ჩვენ ნაკრებს მწვრთნელი არც ჭირდება.
!!
24 მაისი 2020 18:46
2
რუსებს იუმორშიც უჭირთ, უბრალოდ რა არის აქ სასაცილო
Nick
24 მაისი 2020 18:41
1
საერთოდ რო არ გვყავდეს მწვრთნელი, რუსებს მაინც ვათრევთ გულის გასახარად. მაგათმაც ხუმრობის მეტი რა დარჩენია :) :)
მიხო
24 მაისი 2020 18:36
0
კი მესხი მაგრად დასცინოდა რუსებს.
ddgfdf
24 მაისი 2020 18:23
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული