რუსული სარაგბო ვებ გვერდი rugger.info აქვეყნებს სტატიას სათაურით "იდიალური მწვრნელი საქართველოს ნაკრებისათვის" და იქვე ატარებს გამოკითხვას დასახელებულ სპეციალისტებს შორის.
გამოკითხვის ნაწილში კი წერია: "გაფრთხილებთ: გამოკითხვა ირონიულ-გასართობის ხასიათისაა."
გამოცემა ასახელებს ისეთ მწვრთნელებს, რომელთა წარმოდგენაც საქართველოს ნაკრებში რეალობას მოკლებულია.
ჩამოთვლილია შემდეგი სპეციალისტები:
1. კონორ ო'ში - "ლონდონ აირიშისა" და იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი.
2. მაიკლ ჩეიკა - "ლენსტერის" , "სტად ფრანსესა" და ავსტრალიის ნაკრების ყოფილი დამირეგებელი.
3. გი ნოვესი - "ტულუზასა" და საფრანგეთის ნაკრების ექსმთავარი მწვრთნელი.
4. ჟაკ ბრიუნელი - "პერპინიანის", "პოს",
"ბორდოს", იტალიის და საფრანგეთის ეროვნული გუნდების ყოფილი მთავარი მწვრთნელი.
5. ჯო შმიტი - "ლენსტერისა" და ირლანდიის ნაკრების ყოფილი თავკაცი.
6. სტივ ჰანსენი - უელსისა და ახალი ზელანდიის ნაკრებთა ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მსოფლიოს წლის საუკეთესო სპეციალისტად 4-გზის დასახელებული სპეციალისტი.