ირლანდიელები საქართველოს "6 ერში" ვერ ხედავენ - "ისინი იტალიაზე ღირებული ვერ იქნებიან"

AutoSharing Option
ირალნდიის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ფილიპ ბრაუნმა განაცხადა, რომ ირლანდიური მხარე "6 ერის" ფორმატის შეცვლის წინააღმდეგია და იქ საქართველოს, ფაქტობრივად, ვერ ხედავს.

"თანხა, რაც "6 ერიდან" შემოგვდის ირლანდიურ პროფესიონალურ და სამოყვარულო რაგბის აფინანსებს. ირლანდია რომ დაქვეითდეს და მეორე დონის შეჯიბრში მოუწიოს თამაში საქართველოსთან, რუსეთთან, ესპანეთსა და გერმანიასთან, ეს რეალობა აღარ გვექნება.

ფინანსური დანაკარგის გამო 2 პროფესიონალური გუნდის გაუქმება დაუყოვნებლივ მოგვიწევს. ჩვენ იმის კეთება უნდა განვაგრძოთ რასაც ვაკეთებთ და ის უნდა დავიცვათ.

საქართველოზე ყოველთვის საუბრობენ, რომ მათ იტალია უნდა ჩაანაცვლონ "6
ერში". იტალიამ საქართველოს ნაკრებს რამდენჯერმე მოუგო და შედეგის ნახვა ყველას შეუძლია. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ შეჯიბრებაში საქართველოს ჩათვლით რაიმე სახის ღირებული პროგრესი გვექნება.

მიკვირს, რაგბის დასტაბილურების ნაცვლად ჩვენ ამ თამაშის დესტაბილიზაციას ვცდილობთ. ასე რომ, არსებულის შენარჩუნება ეგზისტენციალურად (სასიცოცხლოდ) მნიშვნელოვანია,"- განაცხადა ბრაუნმა.

მომზადებულია The Irish Times-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 27 /
სანამ სიმართლეს თვალს არ გავუსწორებთ მანამდე ვივილით ერთ წრეზე, ექვსი ერი არის კომერციული ტურნირი და შესაბამისად მაგათი ამომავალი წერტილი იყო, არის და იქნება ფული, ამ მოჯადოვებული წრის გარღვევა შესაძლებელია მხოლოდ სპორტული მიღწევებით, თუნდაც მსოფლიოზე, თუნდაც მაღალი დონის გუნდებთან მოგებით იმ იშვიათ ტესტებზე, შიდა ჩემპიონატის დონის ამაღლებით, საერთაშორისო საკლუბო ტურნირებში მონაწილეობით და წარმატებებით და ა.შ. სხვაგვარად, ფინანსური დონით ჩვენ ექვსი ერის მონაწილე ქვეყნებს ჩვენ კარგა ხანს ვერ დავეწევით და შესაბამისად ისევ სპორტული მხრიდან უნდა მივაწვეთ..... წარმატებები !!!
........
22:01 31-05-2020
0
მოეგოთ ჩვენებს იტალიისთვის და ამდენი საბლატაო არ ექნებოდათ,ერთხელ მოეგოთ თუნდაც ირლანდიისთვისაც და ამდენს ვერ გაბედავდნენ,ასე რომ როცა იცი რომ ფულზე იყიდება ყველაფერი ამ შემთხვევაში შედეგი უნდა დადო ანუ ფაქტი.მამუკა გორგოძე მართალი იყო რაც თქვა ადრე.ასე რომ ერთი ადგილის თამაშს თავი დაანებეთ და საკუთარ ნაკლზე ვისაუბროთ ჯობია.
nu achmaxebt
18:19 31-05-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული