საქართველოს 6 ერში მიიწვევენ?! ინგლისის რაგბის ბოსისა და იტალიური გამოცემის პროგნოზი...

AutoSharing Option
იტალიური გამოცემა oasport.it ინგლისის რაგბის კავშირის ხელმძღვანელი ბილ სვინის კომენტარს აქვეყნებს და თან, საკუთარ პროგნოზსაც ახმოვანებს, თუ როგორ შეიძლება ჩატარდეს "6 ერის" გათამაშება.

მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო სპორტული კალენდარი შეცვალა და ბუნებრივია, ცვლილებების რაგბისაც შეეხო. ყველაფერთან ერთად ეჭვქვეშ დააყენა ნოემბრის ტესტ მატჩების ჩატარებაც. რა მოხდება, თუ ბრიტანული ნაკრებები ევროპაში ჩამოსვლაზე უარს იტყვიან და საკუთარ გათამაშებას მოაწყობენ. ამ და სხვა სავარაუდო სცენარზე სწორედ სვინიმ ისაუბრა.

"თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ "6 ერში" გადაუდებელი მდგომარებით განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დროებითი იქნება და ფორმატის ახლებურ
ჩამოყალიბებასთან საქმე არ გვექნება.

"6 ერი" განსაკუთრებული შეჯიბრებაა, შესაძლოა, მსოფლიოში საუკეთესოც კი, რომელსაც უნიკალური სტრუქტურა, ტრადიაცია და შარმი გააჩნია. თუმცა, მოცემული მდგომარეობა ყურადღების მიღმა ვერ დარჩება და იქნებ, წელს ალტერნატული ვერსიაც მივიღოთ, რომელიც უფრო მიმზიდველი იქნება მისი უნიკალურობის გამო, რადგან ასეთი ფორმით ის აღარასდროს განმეორდება.

რა ჰიპოთეზები გვაქვს განსახილველად? პირველ რიგში, უკვე რამდენჯერმე ნათქვამი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც "6 ერის" ფარგლებში არა 5, არამედ 10 მატჩი ჩატარდება და შინ-გასვლა ფორმატი იქნება. მატჩების ნახევარი ტესტ-მატჩების ნაცვლად შემოდგომაზე ჩატარდება, ხოლო დარჩენილი შეხვედრები კი, ტრადიციულად, თებერვალ-მარტში. თუმცა ვიმეორებ, ეს მხოლოდ ერთხელ მოხდება."

მეორე ჰიპოთეზა კი გახლავთ შეჯიბრის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარება და 2020 წლის გამარჯვებულის ასე გამოვლენა.

მესავე ვარიანტი კი შეჯიბრებაში "6 ერის" ტრადიციულ გუნდებთან ერთად არამონაწილე ქვეყნების მიწვევას გულისხმობს. მართალია, სვინის გადაწყვეტილებით ჯერ ამ ნაკრებთა ვინაობა გარკვეულ იარაა, თუმცა იტალიური გამოცემა წერს, რომ პირველ რიგში საქართველო მოიაზრება, რომელიც "6 ერის" კარზე წლებია აკაკუნებს.

იტალიური წყაროს ცნობით, ეს შესაძლოა ყველაზე მიმზიდველი გადაწყვეტილება არ იყოს, თუმცა გარკვეულწილად, ამ ნაბიჯს შეუძლია იტალიის სავარაუდო ჩანაცვლების შესახებ არსებულ ჭორებს ბოლო მოუღოს.



მკითხველის კომენტარები / 9 /
6 ერი, ნატოში გაწევრიანება. სადამდე უნდა გვაბოლონ? 6 ერში არ მიგვიღებენ, ეს კომერციული ტურნირია და ჩვენგან არანაირი სარგებელი არა აქვთ, ესაა თავი და თავი და ძირითადი მიზეზი. ჩვენი 2000-3000 სტადიონებით რა მოგება უნდა ნახონ და თანაც 10ლ ბილეთებით.
მერაბ მაღლაკელიძე
08 ივნისი 2020 14:53
1
ახლა ერთ ადგილზე მიიმაგრონ ეგ ტურნირი.
რაც აქამდე ექვს ერზე და ვიზალიბერალიზაციაზე ევროპამ გვახვეწნინა, ახლა ,აბაროტი“ (უკაცრავად ბარბარიზმისათვის“) ავუღოთ და აქეთ ვახვეწნინოთ მაგათი ვირუსებით სავსე ქვეყნიდან სამოთხეში (საქართველოში) შემოშვებაზე :)
ქომაგი
08 ივნისი 2020 13:34
1
ახალი წესები როდის ამუშავდება შერკინებაზე
შოკირებული გულშემატკივარი
08 ივნისი 2020 11:05
0
ჩემი მეზობელი მუშაობს მსოფლიო რაგბიში და ზუსტად ვიცი ჩვენ, რუმინეთს და რუსეთს გვღებულობენ 2099-ში და აქედანვე უნდა დავიწყოთ მომზადება რა
ანესთეზეოლოგი
08 ივნისი 2020 10:44
1
გურიას მარტალ

ი ხარ
ushangi
08 ივნისი 2020 00:24
0
Bolo 14 gatamashebidan 13 jer gavida italia bolo adgilze da magatze uaress fizikurad ver vizavt. Ra turnitia tu bolo adgilze gasvlas aranairi mnishvneloba ar aqvs? Ari gemrielad italia, gava boloze mainc rcheba, shesabanisad ragbis donezec moqmedebs es.
Milani
07 ივნისი 2020 22:45
0
Ამ ჟურნალისტებს Შინაარსი გამოგაქვთ საერთოდ სტატიიდან?!! Თქვენი მომხიბვლელი სათაურები მაგონებს ამსტერდამის წითელ ბულვარის ვიტრინებში პოზირებულ ქალებს, ისინიც სცდილობენ შემოგიტყუონ, პრინციპში პირდაპირ გეტყვით კლავიატურის პუტან@@ბი ხართ!))
გურია
07 ივნისი 2020 22:32
2
წითელი ფარნები ოღრაშულ ამსტერდამში
kote
08 ივნისი 2020 18:36
0
Აბა აბა და მერე საქართველოს ნატოში მიიღებენ.
ლომი
07 ივნისი 2020 22:10
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული